ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ევრო 2016-მდე რჩება 44 დღე: მიშელ პლატინი და საფრანგეთი

ევრო 2016-მდე რჩება 44 დღე: მიშელ პლატინი და საფრანგეთი

მიშელ პლატინი: ევროპის ჩემპიონატზე ჩემი არდაშვება უსამართლობა იქნება
უკვე შეიძინეთ სტიკერების ალბომი "ევროპის ჩემპიონატი 2016"? მაშ, გადაიკითხავდით კიდეც და აღმოაჩენდით, რომ ფრანგი მიშელ პლატინი ისტორიული პიროვნებაა. იგი ყველა დროის ბომბარდირია - 9 გოლი. მასზე ორ-ორით ნაკლები აქვს გატანილი 6 ფეხბურთელს, რომელთაგან მოქმედი მხოლოდ კრიშტიანო რონალდოა.

სხვათა შორის, სტიკერების ალბომში რონალდოს ქომაგებს ორი სტიკერი ელით: ერთი თანამედროვე, მეორე ისტორიული - 2004 წლის ევროპის ჩემპიონატიდან. ალბომის ისტორიის გვერდზე მიშელ პლატინისთვისაცაა გამოყოფილი ადგილი და საფრანგეთის 1984 წლის ნაკრებისთვისაც, რომელიც იმ წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

ისეთ ლეგენდარულ პიროვნებას, როგორიც პლატინია, მშობლიურ საფრანგეთში ივნის-ივლისში დაგეგმილ ევრო 2016-ზე დასწრების უფლება ჩამოართვეს. იგი უეფა-ს პრეზიდენტი გახლდათ და კორუფციულ სკანდალში გახვეული ექვსი წლით ფეხბურთიდან მოკვეთეს.

- ევრო 2016 ჩემი შვილობილია, - ამბობს პლატინი, - გულდასაწყვეტია, რომ არ ვიცი, მექნება თუ არა მატჩებზე დასწრების საშუალება. ეს დიდი უსამართლობა იქნება. ბევრს არ სურდა, ფიფა-ს პრეზიდენტად ვეხილე, რადგან მნიშვნელოვან ცვლილებებს განვახორციელებდი, რაც მათ ხელს არ აძლევდა. ბლატერის საქმე დეტალურად შეისწავლეს. შეიძლება ყველაფერი ისე არ გააკეთა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ მან ხომ ფეხბურთისთვის ბევრი გაიღო?! ისევე, როგორც მე...

მიშელ პლატინის ნათქვამს გამოეხმაურა ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ჟაკ ლამბერი:

- პლატინისთან ერთად ახლაც ვმუშაობ. იგი ყოველდღიურად ინტერესდება, როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი. იგი ევროპის ჩემპიონატს აუცილებლად დაესწრება, თუ უეფა-ს პრეზიდენტის სტატუსით არა, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სტუმრის რანგში მაინც.

საფრანგეთში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა პლატინის მოსაზრებები თანამედროვე ნაკრების შესახებ. იგი ამჯერადაც ცდილობს, გუნდს ზედმეტი წნეხი თავიდან აარიდოს:

- თუ ფრანგები ევრო-2016-ს ვერ მოიგებენ, ეს სულაც არ იქნება კატასტროფა. შეჯიბრებაში ბევრი კარგი და თანაბარი გუნდი თამაშობს. რაც შეეხება ქარიმ ბენზემას, მის ნაკრებში დაბრუნება-არდაბრუნებაზე აზრის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ. მიმაჩნია, რომ "რეალში" არიან მასზე უკეთესი ფეხბურთელები. მადრიდელთა ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდოა. არ მინდა მწვრთნელს საკუთარი მოსაზრება თავს მოვახვიო. დიდიე დეშამი ერთადერთი კაპიტანია "გემზე".

რიბერი ნაკრებში ბრუნდება?

მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის და ნელ-ნელა კლუბშიც იბრუნებს დაკარგულ ადგილს. იგი სამშობლოში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს არ აპირებდა, თუმცა ბოლო დროს ამაზეც სერიოზულად დაფიქრდა.

კინოფილმ "ქვევრის" გმირისა არ იყოს, ამბობს: ამას მარტო მე ვერ გადავწყვეტო...

- ვიდრე ნაკრებში დაბრუნებაზე დავფიქრდები, აუცილებლად უნდა დაველაპარაკო მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს. ვგრძნობ, რომ გუნდს ჯერ კიდევ შემიძლია რაღაცა მივცე.

დიდიე დეშამმა რიბერი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის 23-კაციან განაცხადში შეიყვანა, მაგრამ ზურგის ტრავმის გამო მას არ უთამაშია. 2014 წლის აგვისტოში კი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა:

- ყველას უნდა შეეძლოს დროულად წასვლა. მუნდიალმა დამანახვა, რომ საფრანგეთის ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჩემ არყოფნაში გუნდს არაფერს დაატყობენ. საფრანგეთის ნაკრებს დიდი მომავალი აქვს, - უთხრა ფრანკმა გერმანულ "კიკერს". მის სანაკრებო ანგარიშზე 81 მატჩი და 16 გოლია.

არანაკლებ საინტერესოა, რას ფიქრობს რიბერის შესახებ თავად დიდიე დეშამი:

- მან ფორმა ახლახან აღიდგინა. თითქმის მთელი წელი გაუცდა. ამიტომ დღეს მის ნაკრებში დაბრუნებაზე ლაპარაკი უაზრობაა. თუ ვიტყვი, "ვნახოთ", იფიქრებთ, რომ რიბერის კარი გავუღე. მე არაფერს ვაღებ, ჯერ "ბაიერნის" თამაშს ვადევნებ თვალს, არა მხოლოდ რიბერიზე დასაკვირვებლად.

თავის მხრივ, ლეგენდარულმა ფრანგმა მცველმა მარსელ დესაიმ რიბერის წინააღმდეგ ხმა საჯაროდ აიმაღლა - მაგას ნაკრებში რა უნდაო!

- რიბერი მშვენიერი ფეხბურთელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან ნაკრებში თამაშზე უარი თქვა. ამას არავინ აიძულებდა. გუნდმა მის გარეშე ბევრს მიაღწია, ფრანგი კი უკვე 33 წლისაა.

სად უნდა ითამაშოს? ნახევარდაცვაში დეშამს მშვენიერი არჩევანი აქვს: დიარა, გრიზმანი, პოგბა, მატუიდი... ვფიქრობ, მწვრთნელი ევროგანაცხადში შეიყვანს კომანს, რომელიც ძალიან ძლიერია. შეიძლება ძირითადის ფეხბურთელად არა, მაგრამ მაინც აიყვანს.

დეშამი ევრო-2016-ისთვის შემადგენლობას 12 მაისს დაასახელებს. ამას მეტად ორიგინალურად გააკეთებს: ტელეკომპანია TF1-ის პირდაპირ ეთერში ჩამოთვლის რჩეულ 23 ფეხბურთელს. გადაცემა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ევროპენალტები: მსაჯები ესპანეთს სწყალობენ, ბარტეზს - არა

სტატისტიკოსთა გამოკვლევით, ფეხბურთელებს 100 პენალტიდან 75 გააქვთ. ევროპის ჩემპიონატებზე კი რეალიზაციის პროცენტი ოდნავ უარესია - 73.3 პროცენტი. 1960-დან 2012 წლამდე ევროპის პირველობებზე 60 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და 44 გოლად იქცა.

60 პენალტი 52-მა ფეხბურთელმა დაარტყა. მათგან რვამ ორჯერ სცადა ბედი. ორივე შემთხვევაში გაიტანეს ალან შირერმა (ინგლისი), ფრანკ არნსენმა (დანია), გაისკა მენდიეტამ (ესპანეთი) და ზინედინ ზიდანმა (საფრანგეთი). ორი დარტყმიდან მხოლოდ თითო გამოიყენეს ფრანკ დე ბურმა (ჰოლანდია), გარი მაკალისტერმა (შოტლანდია), დანიმ (ესპანეთი) და კარასკომ (ესპანეთი).

ყველაზე მეტჯერ მსაჯებმა პენალტის ნიშნულთან ესპანელები მიიპატიჟეს - მათ სასარგებლოდ 9 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა (მათ კარში - 1). პირენეელებმა 9-დან მხოლოდ 5 გარდასახეს გოლად.

ჰოლანდიელებმა შვიდიდან ხუთი გაიტანეს. ფრანგებსა და გერმანელებს არბიტრები არ სწყალობენ - თერთმეტმეტრიანით, შესაბამისად, რვა და ცხრაჯერ დასაჯეს.

დადგენილია, რომ მეკარეებისთვის პენალტი დიდი სტრესია. ბედმა ყველაზე მეტჯერ ფრანგი ფაბიენ ბარტეზი გამოსცადა, თამაშისას ყველაზე მეტჯერ სწორედ მის კარში დაარტყეს 11-მეტრიანი - 5-ჯერ (ვითომ, ამიტომ შეუთხელდა თმა ნაადრევად?). სამ-სამჯერ მოუწიათ მეტოქის წინაშე პირისპირ დადგომა გერმანელ ჰაროლდ შუმახერსა და იტალიელ ჯანლუიჯი ბუფონს.

რამდენია პრემია?

ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთაგან რეკორდულად დიდ პრემიას ბელგიის ნაკრების ფეხბურთელები მიიღებენ. ევროპის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, თითოეული ბელგიელი მოთამაშე 704 ათას ევროს ჩაიჯიბავს. ოღონდ ეს დაუბეგრავი თანხაა.

ეს გაცილებით მეტია, ვიდრე გერმანული პრემია - ევროპის ჩემპიონობა თითოეულ მოთამაშეს 300 ათასი ევროთი გაამდიდრებს. ეს ფული სხვადასხვა ეტაპზე ასე განაწილდება: მეოთხედფინალში მოხვედრა - 50 ათასი ევრო, ნახევარფინალში - 100 ათასი, ფინალში - 150 ათასი. სწორედ ასეთი პრემიები იყო 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

მიქელანჯელოს "აძურა"...

იტალიის ნაკრების წევრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე გამოსასვლელი ფორმები წარმოადგინეს. რა თქმა უნდა, დიზაინი დახვეწილია, ფერი ტრადიციული "აძურული", ხოლო სპონსორი არც ამჯერად შეუცვლიათ - იტალიის ნაკრებს ფირმა "პუმა" მოსავს.

ამასობაში იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა ევრო-2016-ისთვის მომზადების გეგმა.

16 მაისი. გუნდი "კოვერჩიანოს" ბაზაზე შეიკრიბება. არ იქნებიან მხოლოდ პსჟ-ის, "მილანისა" და "იუვენტუსის" წარმომადგენლები, რომლებსაც სათასო მატჩები ელით.

23 მაისი. დასახელდება გაფართოებული შემადგენლობა.

29 მაისი. "სკუადრა აძურა" ამხანაგურად დაუპირისპირდება შოტლანდიას.

31 მაისი. მწვრთნელი შეარჩევს საბოლოო, 23-კაციან შემადგენლობას.

6 ივნისი. საკონტროლო მატჩი ფინეთთან.

8 მაისი. გამგზავრება მონპელიეში და მზადება ბელგიასთან მატჩისთვის.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში მოხვდა ბელგიასთან, შვედეთთან და ირლანდიასთან.

25 აპრილიდან საგაზეთო ჯიხურებში, სუპერმარკეტებსა და წიგნის მაღაზიებში გაიყიდება "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული გზამკვლევი - სტიკერების ალბომი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ეძღვნება.

ალბომში გაეცნობი დეტალურ ინფორმაციას "ევრო 2016"-ის მასპინძელი სტადიონების, მონაწილე ნაკრებებისა და ფეხბურთელების შესახებ, ასევე - ევროპის ჩემპიონატების ისტორიას, სხვადასხვა წლის გამორჩეულ მოთამაშეებს, ნაკრებებს და ა.შ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ, ზიდანი გახდება

მბაპემ ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა

"თუ ასე გააგრძელებს, მისი კარიერა მალე დასრულდება" - შირერმა რაშფორდზე ისაუბრა

ლინეკერი და შირერი გეი-წყვილი ეგონათ - ალანი აღშფოთდა

მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს

IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა

ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო

"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა

დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე

რონალდო ბოლო ადგილზე - შირერმა პრემიერლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა

შირერი: ინგლისს ევროს მოგების ასეთი შანსი აღარ ექნება

"თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება" - პლატინი მბაპეზე

"ჩემს ცხოვრებაში ასეთი არაფერი მინახავს" - ზინედინ ზიდანი

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ციხეს გადაურჩნენ - შვეიცარიის სასამართლომ ბლატერი და პლატინი გაამართლა

პრემიერლიგის მომაკვდინებელი დუეტები - ისინი არავის ინდობდნენ!

იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს

პლატინის ფეხბურთი სპორტის ოლიმპიურ სახეობად არ მიაჩნია

პსჟ თუ ინტერი? - ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა

"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს

მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს