ეკატერინე გორგოძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ შვეიცარიასა და ჩეხეთში გამოსვლა ნაადრევად დაასრულეს
ჩიმკენტში ჩოგბურთელ ვაჟთა 25.000-იან ტურნირში წარმატებით ასპარეზობს ალექსანდრე მეტრეველი.

ერთეულებში იგი მესამე ნომრადაა განთესილი. სტარტზე რუსი ალექსანდრ ვასილენკოს ძლევის შემდეგ (5:7, 6:4, 7:5) გუშინ მეორე წრეში მან მასპინძელ რომან ხასანოვს აჯობა - 6:1, 6:3 და მეოთხედფინალში ანდრეი ვასილევსკის (ბელორუსი) შეხვდება. ამ უკანასკნელმა მერვედფინალში ვიტალი კოზიუკი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - 3:6, 6:2, 6:3.

მეტრეველმა წყვილებში უფრო წინ წაიწია: მარკოს კალოველონისთან (რუსეთი) ერთად ჩვენებური ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. ქართულ-რუსულმა დუეტმა ჯერ კორეელებს - ჰიუნ-ვო ნამსა და იაე-მინ სეოლს დააყრევინა ფარ-ხმალი - 7:6, 6:4, შემდეგ ალექსანდრ ვასილენკოსა (რუსეთი) და მატიას ზუკასს (არგენტინა) მოუგო - 6:4, 3:6, 10:5.

ნახევარფინალში ალექსანდრე და მარკოსი ყაზახებთან - ტიმურ ხაბიბულინსა და დმიტრი პოპკოსთან გაარკვევენ ურთიერთობას.

მასპინძლებმა, ასევე, სამ სეტში რუსები - ვიქტორ ბალუდა და რიჩარდ მუზაევი დაჯაბნეს - 4:6, 6:3, 10:7. მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: ალექს მოლჩანი (სლოვაკეთი), ნინო სერდარუსიკი (ხორვატია) და მიკი იანკოვიჩი (სერბეთი), ანდრეი ვასილევსკი (ბელორუსი).

თანამემამულეს ბოლომდე ვერ აუბა მხარი სოფიო ქვაცაბაიამ, რომელიც ჩიმკენტშივე, ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) გამოდის. ერთეულებში ქვაცაბაია განთესვით მესამე იყო. სტარტზე მან გოზალ აინიტდინოვას (ყაზახეთი) აჯობა - 6:4, 3:6, 7:6. მერვედფინალში უზბეკ კომოლა უმაროვასთან პირველი ხელი 4:6 დათმო, მეორეს 1:2-ს რომ აგებდა, ტრავმა მიიღო და შეჯიბრება ვეღარ განაგრძო.

უზბეკ საბინა შარიპოვასთან შეამხანაგებული ქვაცაბაია წყვილებში მე-2 ნომრადაა განთესილი. გუშინ მათ მეოთხედფინალში ყაზახები - დარია შევჩენკო და არინა ტალუიენკო დაამარცხეს - 6:3, 6:2. მანამდე კი ეკატერინა კლიუევა (ყაზახეთი) და ოლგა ტერტეაცი (მოლდოვა) ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:1.

ქვაცაბაია და საბინა ნახევარფინალში მე-4 ნომრებს - ანასტასია ფროლოვასა (რუსეთი) და კამილა კერიმბაიევას (ყაზახეთი) გაუწევენ მეტოქეობას. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ილონა კრემენი (ბელორუსი), სვიატლანა პირაჟენა (ბელორუსი) და კამილა ბოლატოვა (ყაზახეთი), კამილა რახიმოვა (რუსეთი) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ეკატერინე გორგოძე გუშინ შვეიცარიაში, ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან ტურნირში ჩაება და, სამწუხაროდ, ასპარეზობაც დაასრულა - ჩვენებურს ორ სეტში ფიონა ფერომ (საფრანგეთი) მოუგო - 6:1, 6:4.

ოქსანა კალაშნიკოვამ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 500.000 დოლარი) მიიღო მონაწილეობა. ლიხტენშტეინელ შტეფი ფოგტთან ერთად იგი გუშინ მოულოდნელად გაბრიელა დობროვსკას (კანადა) და მარია ხოსე მარტინეს სანჩესის (ესპანეთი) დუეტს დანებდა - 0:6, 0:6.

ცხადია, ეს წაგებები მომავალ კვირას ჩვენი გოგონების მსოფლიო რეიტინგზე უარყოფითად აისახება. ამჯერად კი კლასიფიკაციაში ასეთი მდგომარეობაა:

ერთეულები. 234 (237). სოფიო შაფათავა (215 ქულა), 327 (323). ეკატერინე გორგოძე (121), 431 (430). სოფიო ქვაცაბაია (77), 477 (478). მარიამ ბოლქვაძე (61), 677 (675). ოქსანა კალაშნიკოვა (28), 776 (775). თინათინ ყავლაშვილი (20), 999 (1146). ანა შანიძე (9), 1086 (1087). თამარ ჭალაგანიძე (7).

წყვილები. 46 (46). კალაშნიკოვა (1590), 133 (139). შაფათავა (527), 214 (211). გორგოძე (314), 395 (396). ქვაცაბაია (123), 603 (602). ბოლქვაძე (55), 770 (769). ყავლაშვილი (30), 914 (1056). შანიძე (19), 1056 (1056). ახალკაცი, 1159 (1156). ჭალაგანიძე (9).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა