იტალიური გუნდის გულშემატკივარი ქართველი ფეხბურთელის 3-მატჩიან დისკვალიფიკაციას პროტესტით შეხვდა
25 აპრილს სერია A-ს მატჩში "კარპისა" და "ემპოლის" შორის (1:0) ლევან მჭედლიძე 25-ე წუთზე გააძევეს. იმ ეპიზოდში ლევანმა იდაყვი მოარტყა "კარპის" ფეხბურთელს და ეგრევე წითელი ბარათი მიიღო. განხილვის შედეგად, სადისციპლინო კომიტეტმა ლევანს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა იტალიური გუნდის გულშემატკივარი. ისინი თვლიან, რომ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ქართველი ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრია და ამ გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლებოდა.

გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში ორი ჰეშთეგი შექმნეს ლევანის მხარდასაჭერად: #iostoconlevan და #giulemanidalevan.

როგორც იტალიური Iltirreno იტყობინება, გუშინ, 28 აპრილს, "ბოლონიასთან" გასამართი მატჩის წინასამატჩო ღია ვარჯიშზე "ემპოლისთან" ერთად იმყოფებოდა ლევან მჭედლიძეც, რომელმაც გულშემატკივართა მხრიდან დიდი მხარდაჭერა იგრძნო. ფანები ჯერ მის სახელს სკანდირებდნენ, შემდეგ "არ დანებდე, ლევან!"-ს , ბოლოს კი მათთან მისულ მჭედლიძეს ჯერ ხელი ჩამოართვეს, შემდეგ - ჩაიხუტეს.

მართალია, მჭედლიძის დისკვალიფიკაციას კლუბი გაასაჩივრებს, მაგრამ "ბოლონიასთან" ის ნამდვილად არ იქნება.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს