გორგოძემ ფრანგულ "ეკიპთან" ინტერვიუში სამშობლოში დაბრუნებაზე ისაუბრა

ფრანგულმა "ეკიპმა" მამუკა გორგოძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც გამოცემის ვებსაიტზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ინტერვიუს წინათქმაში მამუკა სამშობლოზე საუბრობს:

"საქართველო ჩემი ქვეყანაა, კარიერას რომ დავასრულებ, იქ დავბრუნდები. საფრანგეთში, უბრალოდ, ვმუშაობ. ამის გამო მცირე უთანხმოებაც კი მაქვს მეუღლესთან. არა, ის საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შვილების გამო შიშობს.

ისინი საფრანგეთში იზრდებიან და საქართველოში ცხოვრება შეიძლება გაუჭირდეთ. მე ეს მესმის, მაგრამ შექმნილი სტერეოტიპის მიუხედავად, საქართველო სულაც არ არის საშიში ქვეყანა.

იქ ცხოვრება უფრო უხიფათოა, ვიდრე საფრანგეთში, რადგან კრიმინალის დონე ჩვენთან უფრო მცირეა.

კი, რა თქმა უნდა, ისეთი მეზობლების გამო, როგორც რუსეთია, ჯერ კიდევ გვაქვს პოლიტიკური და სტრატეგიული პრობლემები, ქვეყანა ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ საქართველო დიდებული ქვეყანაა, ხალხიც უფრო თბილია", - აცხადებს გორგოძე "ეკიპთან" ინტერვიუში.

ქუთათური
გენაცვალე მამუკა ჯიგარში, ქართულ ჯიგარში რა... აი სტატიის სათაური ....
Vaxo
ასავალ-დასავალს ემსგავსებით სათაურებით
vaja
სამარცხვინო სათაურია :(
ავტორს
ყვითელი პრესისთვის დამახასიათებელი სათაურია კონტექსტიდან ამოგლეჯილი არაპროფესიონალური ყვითელი
ენლილ
რა ცუდი სათაურია, ადამიანი იფიქრებს, რომ ოჯახში სერიოზული უთანხმოება აქვთო. რცხვენოდეს ჟურნალისტს, ნუთუ სხვაგვარი აზრი ვერ გამოიტანა ინტერვიუდან? მამუკა რომ დიდ სპორტსმენობასთან ერთად დიდი ადამიანი და ნამდვილი პატრიოტიცაა, ეს ინტერვიუც ამტკიცებს. გამარჯვებებს ვუსურვებ თავისი და სამშობლოს სასახელოდ!!!
B-52
როგორ გინდა რომ არ გიყვარდეს ეს კაცი?
Tekla
მშვენიერი ინტერვიუა დიდებული ქართველისაგან, და რატომ ეს იდიოტური სათაური?
ბესო
აი,ნამდვილი კარტველი ვაჟკაცი.ღკმერტი იყოს შენი ოჯახისა და შენი საკარტველოს მფარველი.
levani
ეს დებილი სათაური რომ არ დაგერქმიათ..
ზაური
ყოჩაღ მამუკა ნამდვილი ქართველი და მამულიშვილი ხარ! მხოლოდ შენსავით მოაზროვნე ადამიანებს შეუძლიათ გადაარჩინონ საქართველო და არა მარტო საქარელო სამყაროც!
asea es
ჩემი სამშობლო ყველაფერს ჯობიაო,გენაცვალე ოქრო ხარ.
დიტო
კაცი რომ დაიბადება კაცად ის ბოლომდე იქნება სამაგლითო აი ასეთები უნდა გვყავდეს ბლომად რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ მაგაკითებით იცხოვროს და იქნებ 50 წლის მერე გვეშველოს რამე
ალექსანდრე
ადამიანობის და კაცობის ეტალონია ეს კაცი ჩემთვის!
vigac
აუ რა მაგარი კაციააა
ani
გაიხარეტ მამუკა!! კარტველებს ღმერტმა სამოტხე გვაჩუკა , მაგრამ ვიციტ ამის პასი?? მოვლა? Oჰ ღმერტო მოგვანიჭე მეტი გონება და გააძლიერე საკარტველო კარტველების ნებისყოპიტ, შრომიტ და ერტობიტ!!!!
levani
მამუკა გორგოძე არის ნაღდი ქართველი და მამულიშვილი. ბევრჯელ დაუმტკიცებია თავგანწირვით და და მომავალშიც სამაგალითო იქნება ბევრისთვის. ყველა მამუკასავით რომ ფიქრობდეს ქვეყანა უფრო ძლიერი იქნება!
დავითი
ჯიგარსონ!!!
ალეკსანდრე
გაიხარე მამუკა,შენნაირი მოქალაქე რაც მეტი გვეყოლება,მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის!
მაია
სრულიად ვეთანხმები. მამუკა დიდებული მოქალაქეა.
nika
მამუკა ვიცოდი რომ მაგარი ადამიანი ხარ მაგრამ ეგეთი პირდაპირი თუ იყავი არ ვიცოდი; მაშ საფრანგეთს საქართველო სჯობია არა? გენაცვალე სულში და გულში
giorgi
ეს კაცი არის მაგალითი. გენაცვალე!!!!!
gia
ჯიგარი ხარ!!! გვეამაყები ბაღდათს
llcl
ა კაცი, ძალიან მაგარი და აღიარებული სპორცმენი მსოფლიო რაგბის სამყაროში, როგორი სითბოთი საუბრობს სამშობლოზე, ზოგიერთმა არაფრისმაქნისი რო იტყვის, რომ საქართველო ქვეყანა არაა და ქართველები არ ვარგიან, თუმცა ესეთების აზრი ბოდიში და ერთ ადგილას.......
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში