"მილანი" ევროპას შორდება, "სასუოლო" ისტორიას ჭედავს

ტურის ფაქტები

* სერია B-დან სერია A-ში გადასვლა "კროტონემ" გაინაღდა.

* "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი დაკარგა.

* 37 წლის მიროსლავ კლოზემ ბოლო 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

* ტურინის "იუვენტუსი" ბოლო 26 ტურია, არ მარცხდება, ბოლო 10 ტურში კი "ბებერმა ქალბატონმა" იმარჯვა.

* "იუვენტუს არენაზე" "იუვენტუსი" ბოლო 15 ტურია, იმარჯვებს.

* სილვიო ბერლუსკონი თანახმაა, ჩინელ ინვესტორს "მილანის" აქციების 51% მიჰყიდოს.

* რიკარდო მონტოლივო "მილანთან" კონტრაქტს 2019 წლამდე აგრძელებს, კლუბი კი "სელტას" ნოლიტოს გაურიგდა.

* ტურინის "იუვენტუსი" "ვალენსიის" პორტუგალიელ ნახევარმცველ ანდრე გომეშს შეუთანხმდა. "ვალენსია" ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს აიღებს.

* ტურინის "იუვენტუსმა" მარიო ლემინა "მარსელისგან" გამოისყიდა.

* "ტორინოსთან" თამაშის მერე ანტონიო დი ნატალემ გამოაცხადა, რომ სეზონის დასრულებისთანავე "უდინეზედან" წავა.

არასტაბილური "ინტერი"

"ინტერი" "ლაციოს" ესტუმრა, დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. ამრიგად, მილანური გრანდი ვერც ამჯერად იასპარეზებს ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე და ევროპალიგით მოუწევს დაკმაყოფილება.

"ლაციომ" თამაშით აჯობა მეტოქეს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი გოლი შეაგდო მიროსლავ კლოზემ - 37 წლის ფორვარდისთვის ეს რიგით მე-5 გოლია ბოლო 6 პაექრობაში. შესაძლოა, მირომ კიდევ 1-წლიან კონტრაქტს გამოჰკრას ხელი და რომში დარჩეს. ახალი ხელშეკრულება სურს "ლაციოს" მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის, რომელიც კარგად უძღვება საქმეს და კონტრაქტს თუ არა, ქებას ნამდვილად იმსახურებს.

მატჩის შემდეგ "ინტერის" მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში მისი გუნდის მთავარი პრობლემა არასტაბილურობაა. რობერტო დარწმუნებულია, რომ გუნდი სწორ გზას ადგას და მომდევნო სეზონში გაცილებით უკეთ იასპარეზებს.

იხილეთ ვიდეო

"სასუოლო" ისტორიაში ეწერება

"მილანთან" მატჩის წინ "ფროზინონეს" თავკაცმა რობერტო სტელონემ ურცხვად განაცხადა, რომ "სან სიროზე" 3 ქულის ასაღებად ჩადიოდა. სენიორ სტელონეს მიზნის მიღწევამდე სულ ცოტა დააკლდა, რადგან სტუმრები ორჯერ იგებდნენ ორი ბურთის სხვაობით, საბოლოოდ კი მატჩი ფრედ დასრულდა - 3:3.

თამაშის აღწერას აღარ მოვყვებით, რადგან ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი კი მაინც ის კრიზისია, რომელშიც "მილანია" ჩაფლული და რომლიდან გამოსავალსაც გულშემატკივრები კლუბის გასხვისებაში ხედავენ. ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ მალე "მილანის" საკონტროლო პაკეტს ჩინელი ინვესტორი ჯეკ მა იყიდის, რომელიც 33.3 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებში მე-18 ადგილზეა. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში, ჯერჯერობით კი "მილანი" შავ დღეშია...

"ფროზინონესთან" მატჩის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ: "დასრულდეს სეზონი და სამომავლო გეგმებზე შემდეგ ვისაუბროთ. მანუელ პელეგრინი კარგი მწვრთნელია, მაგრამ დღეს გუნდს კრისტიან ბროკი უდგას სათავეში და იმედი მაქვს, რომ მისი თავკაცობით, ევროსაგზურს მოვიპოვებთ. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას".

კიდევ უფრო მოკლე კომენტარი გააკეთა კრისტიან ბროკიმ, რომელიც აღფრთოვანებული იყო შეგირდთა ბრძოლისუნარიანობით და დასძინა, რომ "მილანს" ყველაზე რთული ვითარებიდან შეუძლია გამოსავლის პოვნა.

იხილეთ ვიდეო

ამასობაში, "მილანის მორიგი წაფორხილებით "სასუოლომ" ისარგებლა, სახლში "ვერონას" მოუგო და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადავიდა. თუ იტალიის თასის ფინალში "იუვენტუსმა" "მილანს" მოუგო, ეს პოზიცია ევროპალიგაზე გამსვლელი იქნება - მოკლედ, "სასუოლო" ისტორიულ მიზანს უახლოვდება.

XXXVI ტური

30 აპრილი

უდინეზე-ტორინო 1:5

გოლები: 0:1 იანსონი (12), 0:2 ასკუა (45), 1:2 ფელიპე (47), 1:3 მარტინესი (50), 1:4 ბელოტი (56), 1:5 მარტინესი (83)

უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ფელიპე, დანილო, ერტო - ალი ადნანი, კუზმანოვიჩი, ბადუ, ფერნანდესი (75. პირისი), ედენილსონი (62. პერიცა) - მატოსი (61. ალფრედსონი), ტერო

ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, იანსონი, სილვა - ძაპაკოსტა, ვივესი, ბენასი (71. ბაზელი), ასკუა, პერესი - მარტინესი (85. ედერა), ბელოტი

გაფრთხილება: ფელიპე, ერტო - ბოვო, სილვა

კუთხური: 8-4; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 11-10 (5-6); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 16 000

კიევო-ფიორენტინა 0:0

კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, ცეზარი, გამბერინი, გობი - რიგონი (80. კასტრო), რადოვანოვიჩი, ჰეტემაი - პეპე (66. ბირსა) - ინგლეზე (69. ფლორო ფლორესი), პელისიერი

ფიორენტინა (3-5-1-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, ასტორი - ტელიო (59. ბერნარდესკი), ფერნანდესი (80. ილიჩიჩი), ბადელი, ბორხა ვალერო, ალონსო - სარატე - კალინიჩი

გაფრთხილება: ცეზარი, გობი, კაჩატორე, პელისიერი - ტომოვიჩი, ფერნანდესი, ბადელი, სარატე

კუთხური: 2-6; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 8-18 (4-6); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 13 000

1-ლი მაისი

იუვენტუსი-კარპი 2:0

გოლები: 1:0 ერნანესი (42), 2:0 ძაძა (80)

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - რუგანი, ბონუჩი, ევრა - კუადრადო (74. ლიხტშტაინერი), პოგბა, ერნანესი, ასამოა (85. სტურარო), სანდრო - მორატა (46. ძაძა), მანჯუკიჩი

კარპი (3-5-1-1): ბელეჩი - ძაკარდო, რომანიოლი, სუაგერი - საბელი, კოფიე, მარტინიო (66. ლაზანია), კრიმი (74. პორკარი), გალიოლო - ვერდი (85. დე გუზმანი) - მბაკოგუ

გაფრთხილება: ბონუჩი, რუგანი, ერნანესი, პოგბა, მანჯუკიჩი, ლიხტშტაინერი - მარტინიო, კრიმი

კუთხური: 5-2; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 12-8 (3-2); ბურთის ფლობა: 71%-29%.

მაყურებელი: 38 000

იხილეთ ვიდეო

მილანი-ფროზინონე 3:3

გოლები: 0:1 პაგანინი (2), 0:2 კრაგლი (44), 1:2 ბაკა (50), 1:3 დიონისი (54), 2:2 ანტონელი (74), 3:3 მენეზი (90-პენ)

მილანი (4-3-1-2): დონარუმა - აბატე (73. ანტონელი), ალექსი, რომანიოლი, დე შილიო - კუცკა, მონტოლივო, მაური (78. მენეზი) - ჰონდა (54. ლუის ადრიანო) - ბალოტელი, ბაკა

ფროზინონე (4-4-2): ბარდი - მ. ჩოფანი, რუსო, აიეტი, კრიველო (67. პრუმა) - პაგანინი, გორი, სამარკო, კრაგლი (80. როზი) - დიონისი (73. გუჩერი), დ. ჩოფანი

გაფრთხილება: კუცკა, ბალოტელი - ბარდი, კრაგლი, რუსო, სამარკო, გორი, დიონისი, პრუმა

კუთხური: 12-2; ჯარიმა: 22-22; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 18-6 (10-5); ბურთის ფლობა: 73%-27%.

მაყურებელი: 40 000

ემპოლი-ბოლონია 0:0

ემპოლი (4-3-1-2): პელაგოტი - ბიტანტე (78. ძამბელი), კოსტა, კოშიჩი, მარიო რუი - ზელინსკი, ელ ჰაჯი (65. მაიელო), კროჩე (86. ბუჩელი) - საპონარა - მაკარონე, პუჩარელი

ბოლონია (4-2-3-1): მირანტე - ფერარი (69. ცუნიგა), გასტალდელო, მაიეტა (54. ოიკონომუ), მაზინა - ბრიგი, დიავარა - მუნიერი (85. კრაფტი), ბრიენცა, ჯაკერინი - ფლოკარი

გაფრთხილება: მაზინა, ოიკონომუ (ბოლონია)

კუთხური: 0-3; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 3-13 (1-6); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 10 000

პალერმო-სამპდორია 2:0

გოლები: 1:0 ვასკესი (19), 2:0 კრსტიჩიჩი (85-პენ.)

პალერმო (3-4-2-1): სორენტინო - ციონეკი, ვიტიელო, ანდელკოვიჩი - რისპოლი, ჰილემარკი, მარესკა, მორგანელა - ვასკესი (89. მატო), ტრაიკოვსკი (70. კუაიზონი) - ჯილარდინო

სამპდორია (3-5-1-1): ვივიანო - კასანი, რანოკია, სკრინიარი - დე სილვესტრი, ფერნანდო (46. მურიელი), სორიანო, კრსტიჩიჩი, დოდო - ალვარესი (82. სალა) - კვალიარელა

გაფრთხილება: მარესკა - ვივიანო, კასანი, დოდო, კრსტიჩიჩი, მურიელი

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 21-23; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 7-7 (4-5); ბურთის ფლობა: 39%-61%.

მაყურებელი: 20 000

სასუოლო-ვერონა 1:0

გოლი: 1:0 პელეგრინი (58)

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, ლონგი (70. ლონგი) - პელეგრინი, მანიანელი, დანკანი - სანსონე, ბერარდი (74. პოლიტანო), ფალჩინელი (84. მისიროლი)

ვერონა (4-2-3-1): გოლინი - პიზანო, მორასი, ბიანკეტი, ალბერტაცი (76. რომულო) - ვივიანი, გრეკო (66. რებიჩი) - ვსზოლეკი, იონიცა, სილიგარდი - ტალები (62. ტონი)

გაფრთხილება: ალბერტაცი (ვერონა)

კუთხური: 2-9; ჯარიმა: 11-21; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 5-13 (2-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 12 000

ლაციო-ინტერი 2:0

გოლები: 1:0 კლოზე (8), 2:0 კანდრევა (84-პენ)

ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, ჯენტილეტი, ბიშევაჩი, კონკო - ონაზი, ბილია (90. კატალდი), ლულიჩი - კანდრევა (89. სავიჩი), კეიტა, კლოზე (73. მაური)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო, მირანდა, ნაგატომო (79. პალასიო) - კონდოგბია, მედელი (56. ბიაბიანი) - ბროზოვიჩი, იოვეტიჩი (72. ედერი), პერიშიჩი - იკარდი

გაფრთხილება: ჯენტილეტი, კანდრევა, ლულიჩი, კლოზე, კეიტა (ლაციო)

გაძევება: მურილიო (83. ინტერი)

კუთხური: 1-5; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 7-11 (4-5); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 30 000

2 მაისი

ჯენოა-რომა 2:3

გოლები: 0:1 სალაჰი (6), 1:1 პანაიოტისი (13), 2:1 პავოლეტი (65), 2:2 ტოტი (77), 2:3 ელ შაარავი (87)

ჯენოა (3-5-2): ლამანა - იძო, ბურდისო, მუნიოსი - ფლამოცი (71. კაპელი), რინკონი, ჯემაილი, პანაიოტისი (61. მარკეზე), ლაქსალტი - სუსო (82. პანდევი), პავოლეტი

რომა (4-3-3): სჩესნი - მაიკონი (66. ჯეკო), მანოლასი, რუდიგერი, დინე - სტროტმანი, დე როსი, ნაინგოლანი - სალაჰი (88. ზუკანოვიჩი), ელ შაარავი, პეროტი (59. ტოტი)

გაფრთხილება: რინკონი, ლაქსალტი, მარკეზე - დე როსი, სტროტმანი, ტოტი

კუთხური: 6-9; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 12-20 (5-9); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 22 000

იხილეთ ვიდეო

ნაპოლი-ატალანტა 2:1

გოლები: 1:0 იგუაინი (10), 2:0 იგუაინი (77), 2:1 ალბიოლი (85-საკ. კარში)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - ინსინიე (64. მერტენსი), კალეხონი (80. ელ ქადური), იგუაინი (84. გაბიადინი)

ატალანტა (4-2-3-1): სპორტიელო - მაზიელო, ტოლოი, ჯიმსიტი, დრამე - დე რუნი (83. კონტი), ჩიგარინი - კურტიჩი, დიამანტი (46. ფრეულერი), დალესანდრო (76. მონაკელო) - ბორიელო

გაფრთხილება: მაზიელო, ჯიმისტი (ატალანტა)

კუთხური: 5-3; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 16-3 (10-1); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 40 000

იხილეთ ვიდეო

ბომბარდირები: 30 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 16 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 15 - კარლოს ბაკა (მილანი); 13 - იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა).

მომდევნო ტური

7 მაისი:

ინტერი-ემპოლი, ბოლონია-მილანი

8 მაისი:

რომა-კიევო, სამპდორია-ჯენოა, კარპი-ლაციო, ფიორენტინა-პალერმო, ფროზინონე-სასუოლო, ატალანტა-უდინეზე, ვერონა-იუვენტუსი, ტორინო-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
ისეთ ჩემპიონატს რა ვუთხარ, იუვენტუსს ასე რომ აბლატავებენ უკვე მერამდენე წელიწადი.
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი