3 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ უეფას კონგრესს ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირიც ესწრებოდნენ
3 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უეფას კონგრესი გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წევრობაზე კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება განიხილეს.

28 ქვეყანამ კოსოვოს უეფაში მიღებას მხარი დაუჭირა, 24 წინააღმდეგი წავიდა, კიდევ 2 ხმა კი სათვალავში არ მიიღეს. შესაბამისად, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად შევიდა უეფას შემადგენლობაში, როგორც 55-ე წევრი.

უეფას წლის ერთ-ერთ მთავარ შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენენ. თუ რა პოზიცია დააფიქსირა კონგრესზე ქართულმა მხარემ, ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა აქამდე არ უღიარებია.

კონგრესზე ხმის მიცემის ფარული პროცედურის ინიციატივით, შვეიცარიის საფეხბურთო კავშირის გენმდივანი ალექს მიშერი გამოვიდა, რასაც მხარი დაუჭირეს. თავის მხრივ, სერბეთის ფეხბურთის კავშირის ხელმძღვანელმა ტომისლავ კარაჯიჩმა აღნიშნა, რომ კოსოვოს უეფაში მიღება ნებისმიერი პირობით დაუშვებელია, რადგან ასეთი გადაწყვეტილება ფეხბურთში პოლიტიკის ჩარევის ღიად მანიშნებელი იქნება.

კოსოვოს რესპუბლიკა, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა. სერბეთი მას თავის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ტერიტორიას ვერ აკონტროლებს.

კოსოვოს ფიფაში მიღების საკითხს 12-13 მაისს, მეხიკოში გასამართ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის კონგრესზე განიხილავენ.

vato
კარგი იქნებოდა ჩვენც მხარი დაგვეჭირა რუსეთის ჯავრად ალბათ უბრალოდ იურიდიულად არ გამოდიოდა იმიტომ რომ როგორც სახელმწიფოს არ ვაგიარებთ. აფხაზეთთან და ოსეთთან კოსოვოს შედარება იმით შეიძლება რომ იქაც და აფხაზეთშიც ეთნიკური წმენდა იყო და ორივეში რუსეთი მხარე იყო. 90ნებში სერბები ყველას თავის ირგვლივ ატერორებდნენ და ევროპის შუაგულში ძაან არასტაბიურ გარემოს ქმნიდნენ. მაშინ გერამნიამ მლიონნახევარი ლტოლვილო მიიგო კოსოვოდან. ანუ ამ მხრივ თითქმის იგივე სიტუაცია იყო როგორც ეხლა სირიის ლტოლვილებზეა.. ამიტომაც მოხვდათ.
G777
რას ქვია არანაირი კავშირი არ აქვს? კოსოვო სერბეთის ნაწილია ისევე როგორც აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს! ზოგიერთები ორმაგ სტანდარტებს რატომ ემხრობით?!სიმართლე ილაპარაკეთ ან საერთოდ გაჩუმდით!!!! მსოფლიოს მთავარი ქვეყნები რომელია?? რუსეთი არარის მთავარი??? თუ არარის მთავარი მაშინ რატომ ვერ გიბრუნებენ ის "მთავარი ქვეყნები" შენ მიწა-წყალს?!
ზაზა
სანამ საქართველოს ორიენტაციაა ევროატლანტიკური,ნატო,ევროკავშირი,მანამდე გამორიცხულია აფხაზეთი,სამაჩაბლოს აღიარება ევროპის,აშშ–ს,ბრიტანეთის თანამეგობრობის,იაპონიია,სამხ.კორეის მიერ.ყოველ შემთხვევაში ეს ასე იქნება უახლესი წლების განმავლობაში.თუ დავიწყეთ ერთი ადგილის თამაში,მაშინ უკვე დადგება დღის წესრიგში....პ.ს.და თან თუ რუსეთი კონფრონტაციაში იქნება დასავლეთთან
realoba
"რატომ" - სხვაობა არაა მსოფლიოს მთავარი ქვეყნების მიერ აღიარებულ კოსოვოს და მარტო ორ თუ სამი ქვეყნის მიერ აღიარებულ აფხაზეთს და ს.ოსეთს შორის????
Giorgi
afxaz ეგ შენ და მე ვფიქრობთ მაგას მაგრამ რუსები სხვანაირად ფიქრობენ და საქმე საქმეზე მაგათი პოზიცია იცი უკვე რაც იქნება და თან მაგათი პოლიტიკური ძალაც იცი რამხელააა
afxaz
აფხაზებდს და ოსებს, საერთოდ არანაირი კავშირი არა აქვთ კოსოვოსთან, და რა გჭირთ რა შედარებებს აკეთებთ?
რატომ?
ჩვენთვის ძალიან ცუდი ნიშანია..მალე ალბათ "ევროპელები" აფხაზებსა და ოსებსაც მიიღებენ...
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე