29 ივლისს პროფესიული ფეხბურთის ლიგის მე-14 კონფერენციაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა კომპანია "კოლხიდასთან" დაკავშირებული ფინანსური საკითხი გახლდათ...

29 ივლისს პროფესიული ფეხბურთის ლიგის მე-14 კონფერენციაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა კომპანია "კოლხიდასთან" დაკავშირებული ფინანსური საკითხი გახლდათ. ამის თაობაზე, ფინანსურ საკითხებში ლიგის პრეზიდენტის თანაშემწე ზაზა გუნცაძემ და კომპანია "კოლხიდას" დამფუძნებელმა ლექსო თოფურიამ ილაპარაკეს. პოზიცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამაც დააფიქსირა.

საბოლოოდ, ფეხბურთის ფედერაცია, პროფლიგა და კომპანია "კოლხიდა" შეთანხმდნენ, რომ "კოლხიდა" დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს 2010 წლის 31 ივლისამდე შეასრულებდა, ან კონტრაქტი გაწყდებოდა.

როგორ განვითარდება მოვლენები და კვლავ იხილავს თუ არა ქართველი მაყურებელი მედიაკომპანია "კოლხიდას" ტელეპროექტს?

კონფერენციის შემდეგ, "კოლხიდას" პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ განაცხადა:"ჩვენ ლიგასთან 20-წლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და 2009 წლამდე დავალიანება გავისტუმრეთ. ახლა ლაპარაკია, როგორ განვიხილოთ 2010 წელი. ვადა 31 ივლისამდეა დათქმული და, დღევანდელი ვითარებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამატებითი თანხა უნდა გადავიხადოთ და დეფიციტი აღმოფხვრილი იქნება.

თუმცა, "კოლხიდას" პროექტის გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაში უღირს, თუკი უმაღლესი ლიგის ყველა კლუბები გადავა კერძო საკუთრებაში. სხვაგვარად, პროფლიგასთან კონტრაქტი 31 ივლისამდე შეწყდება. სახელმწიფო კლუბებთან ურთიერთობა 5 წლის წინაც პრობლემური იყო და ახლაც იგივეს ვიტყვი. თუმცა, კლუბების განკერძოების პროცესი დამაიმედებლად მიმდინარეობს. იმედია, ასეთივე ტემპით გაგრძელდება და მალე ყველა კლუბს კერძო მეპატრონე ეყოლება".

ლექსო თოფურიას და "კოლხიდას" დაბრკოლებები მცირდება - ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაში უმაღლესი ლიგის ორი კლუბი რჩება, "სამტრედია" და ცხინვალის "სპარტაკი". თუმცა, "სამტრედიის" პრეზიდენტმა ზაზა ადეიშვილმა გვითხრა, რომ კლუბს მალე კერძო მეპატრონე დააპურებს. ანუ, მალე მხოლდო ცხინვალელთა საკითხი დარჩცება გასარკვევი.

გაგრძელდება თუ არა ქართული ფეხბურთისთვის ეს მნიშვნელოვანი პროექტი?

კომენტარისთვის ლიგის პრეზიდენტ გია ფირცხალავას დავუკავშირდით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც გავესაუბრეთ:

- "კოლხიდას" დამფუძნებელმა საბოლოო პასუხისთვის ვადა 31 ივლისამდე ითხოვა და გვეცოდინება, გააგრძელებს თუ არა კონტრაქტს. ასე რომ, პარტნიორობის საკითხი მალე გაირკვევა.

- ბატონო გია, მართალია, თითქოს ლიგისა და ფედერაციისთვის "კოლხიდასთან"" კონტრაქტის ხანგრძლივობაა მიუღებელი (ხელშეკრულება 20-წლიანია).

- "კოლხიდას" პროექტი თავიდანვე მომწონდა და წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. ქართული ფეხბურთისთვის სატელევიზიო პროექტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებას საფუძველი ჰქონდა. ქართული ფეხბურთის კომერციალიზაცია უცებ ვერ მოხერხდება. მთავარია, პროექტი როგორ განხორციელდება. ჩვენ ამით დაინტერესებულები ვართ. "კოლხიდას" ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, ან იქით, ან აქეთ.

- თოფურიამ კონტრაქტის გაგრძელების წინა პირობად უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის განსახელმწიფოებრიობა დაასახელა – ეს რეალური გგონიათ?

- განსახელმწიფოებრიობა სავარაუდოდ კი არ უნდა მოხდეს, აუცილებელია, რადგან უეფა კატეგორიულად ითხოვს – საფეხბურთო კლუბი სახელმწიფო საკუთრებაში აღარ უნდა იყოს.

- ამ მოთხოვნის შესრულების ბოლო ვადა როდის არის?

- პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. სხვაგვარად სახელმწიფო კლუბებს უეფასგან პრობლემა შეექმნებათ.

- ადრე ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, პროფლიგა კლუბებს საგარანტიო წერილს სთხოვდა – წელს მსგავსი მოთხოვნის წაყენებას არ აპირებთ?

- ახლა კლუბების უმრავლესობა კერძო საკუთრებაშია და ასეთი მოთხოვნა, შესაძლოა, უხერხულიც იყოს. ესა თუ ის მძლავრი კომპანია კლუბს რომ აიყვანს, ე.ი. საამისო სახსრებიც გააჩნია. ასეც არის, თუკი საერთო სურათს გადავხედავთ – კერძო მ\ლობელობაში გადასული ყველა კლუბის ბიუჯეტი მილლიონ ლარამდეა, ზოგის კი, უფრო მეტიც. ასეთ ვითარებაში საგარანტიო წერილები უადგილოა.

- სხვათაშორის, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ყველაზე მაღალბიუჯეტიანი გუნდები გვეყოლება.

- დიახ, ასეა და ეს ძალიან მაიმედებს. მაღალი ბიუჯეტი უკეთესი დაკომპლექტების საფუძველია: უკეთესი ფეხბურთელებით უკეთესი გუნდები იქმნება, უკეთესი გუნდებით კი, ბუნებრივია, უფრო ხარისხიანი ფეხბურთს აჩვენებენ და წესით, შარშანდელზე მაღალი დონის ჩემპიონატი უნდა ვიხილოთ.

- უკეთესი ფეხბურთელების მოწვევაში ხელს ხომ არ შეგვიშლის ლეგიონერებზე დაწესებული 15 ათასლარიანი გადასახადი? მაგალითად, "ოლიმპმა" კენიის ნაკრების თავდამსხმელ ალენ ვანგას შეძენაზე ამის გამო შეიკავა თავი.

- მესმის, რომ გადასახადის ოდენობა დამაფიქრებელია, მაგრამ ალბათ, ფედერაციამ ეს ზღვარი იმიტომ დააწესა, რომ მართლა მაღალი დონის ფეხბურთელები ჩამოიყვანონ. 15 ათასი ლარი ის თანხაა, რომლის გამოც კლუბებს დაფიქრება უღირთ, ჯობია კი ჩამოიყვანონ საეჭვო კვალიფიკაციის ლეგიონერი? ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს რამდენიმე ისეთი უცხოელი, რომლებსაც საერთოდ რომ არ უთამაშიათ? ასეთებს აღარ ჩამოიყვანენ და მხოლოდ ღირსეულებს შეარჩევენ. თუმცა, შეიძლება, თანხის ოდენობა მართლა დამაფიქრებელი იყოს.

- გადასახადის შემცირება რეალური გგონიათ?

- ეს ფედერაციის პრეროგატივაა. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მისი შედეგები წელს გამოჩნდება. ალბათ, კორექტივები ამაზე იქნება დამოკიდებული.

- სეზონის შემაჯამებელი შოუ-საღამო "დია" თუ გაიმართება?

- აუცილებლად გაიმართება, მაგრამ პოტენციურ სპონსორებთან მოლაპარაკება გვაქვს და საღამოს თარიღსაც ვაზუსტებთ.

- სავარაუდო თარიღი სეზონის დაწყებამდე შეარჩიეთ?

- არ აქვს მნიშვნელობა, სეზონის დაწყებამდე გაიმართება თუ მისი მსვლელობის დროს - მთავარია, გაიმართოს და მაღალ დონეზე იყოს ორგანიზებული.

ლექსო თოფურია, მედიაკომპანია "კოლხიდას" პრეზიდენტი:

- 31 ივლისს საბოლოო პასუხს ვიტყვი, ვაგრძელებთ თუ არა კონტრაქტს.

- დღევანდელი გადასახედიდან დადებითი პასუხისკენ უფრო იხრებით თუ უარყოფითისკენ?

- უფრო, დადებითისკენ, რადგან ეს პროექტი ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- კლუბის განსახელმწიფოებრიობის ადრინდელივით გაიმედებთ?

- პროცესს ვაკვირდებით და ადრეც ვთქვი, რომ ამას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი. იმედია, პროცესი იმ შედეგით დასრულდება, რაც სატელევიზიო პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა