ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სერია A: რა დარჩა გასარკვევი ჩემპიონატში

სერია A: რა დარჩა გასარკვევი ჩემპიონატში

10 წლის წინათ ვინ წარმოიდგენდა, რომ "მილანის" კონკურენტი "სასუოლო" იქნებოდა?
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და მართალია, სკუდეტოს მფლობელი უკვე გამოვლინდა, ჩემპიონატს ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ინტრიგა.

მაგალითად, გასარკვევია თუ ვინ დაიკავებს მე-2 ადგილს და შესაბამისად, მოხვდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე; ბრძოლაა გაჩაღებული ევროპალიგის საგზურისთვის და ისიც გასარკვევია, თუ რომელი 2 გუნდი დატოვებს იტალიის ელიტარულ ლიგას "ვერონასთან" ერთად. ამ ყველაფერზე ქვემოთ...

24-კარატიანი ბრილიანტი

ბოლო ტურში "რომა" "ჯენოას" ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვა - 3:2. ლუჩანო სპალეტის შეგირდები აგებდნენ, როდესაც გუნდს მხსნელად ისევ ფრანჩესკო ტოტი მოევლინა - კაპიტანმა უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, რასაც სტეფან ელ შაარავის გოლი მოჰყვა და "ჯალოროსიმ" უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში. წინაამდეგ შემთხვევაში, "რომა" "ნაპოლის" კიდევ უფრო ჩამორჩებოდა და დარჩენილ ორ ტურში ფორის აღმოფხვრა არარეალური იქნებოდა.

მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტის ისღა დარჩენოდა, რომ ფრანჩესკო ტოტი ქებით ცაში აეყვანა:

"დაძაბული მატჩი იყო, რომელშიც დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ფრანჩესკო ტოტი ფენომენალური ფეხბურთელია და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. როდესაც ის თასმას იკრავდა და მოედანს გამგელებული უყურებდა, მივხვდი, რომ "ჯენოა" საფრთხეში იყო. რატომ არ თამაშობს ფრანჩესკო მეტს? - ტოტი არის 24-კარატიანი ბრილიანტი, რომელსაც ყოველდღე უბრალოდ ვერ ატარებ. გააგრძელებს თუ არა კაპიტანი ხელშეკრულებას, ეს კლუბის პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ - თუ ტოტი გუნდში დარჩება, ძალიან ბედნიერი ვიქნები".

ტოტი უნდა დარჩეს!

39 წლის ტოტიმ ბოლო 4 თამაშში 4 გოლი შეაგდო და თანაც ისე, რომ მოედანზე ყოველთვის მეორე ტაიმში შედიოდა, ხშირად კი ბოლო 10-15 წუთით. ჯერ კიდევ უცნობია, დარჩება თუ არა "იმპერატორი" გუნდში, მისი თანაგუნდელები კი ამას უკვე საჯაროდ ითხოვენ:

დანიელე დე როსი: "რატომ გიკვირთ, რომ ფრანჩესკო ტოტის გოლები გააქვს და გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს? - ბოლო 25 წელია ასეა და იმედი მაქვს, რომ კიდევ მინიმუმ, ერთი წელი გუნდში დარჩება. ვფიქრობ, ტოტის წასვლა დაუშვებელია, რადგან მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვითამაშოთ და სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ".

კევინ სტროტმანი: "მძიმე ტრავმა გადავიტანე, თავს კარგად ვგრძნობ და მინდა, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ოპტიმისტი ვარ და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან წინ ფრანჩესკო ტოტის მაგალითი მაქვს. იმედია, კაპიტანი დარჩება გუნდში და მომდევნო სეზონში ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებებს".

იგუაინის ფენომენური შედეგი

სერია A-ში 32 გოლის გატანა, მართლაც ფენომენური შედეგია და ამისთვის გონსალო იგუაინს ქებათა ქება ეკუთვნის. ბომბარდირთა დავაში არგენტინელი პირველია და სრულიად უკონკურენტო, რადგან მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ კარლოს ბაკას და პაულო დიბალას მხოლოდ 16-16 გოლი აქვთ შეგდებული, ანუ ზუსტად ორჯერ ნაკლები. მოკლედ, იგუაინმა ნამდვილად დაიმსახურა სკუდეტო, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია, "ნაპოლიზე" უკეთესი გუნდი კი "იუვენტუსი" გამოდგა...

ნეაპოლელებს ერთადერთი მიზანი აქვთ დარჩენილი - როგორმე შეინარჩუნონ მეორე ადგილი და ასცდნენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს, რაც ცუდად აქვთ დაცდილი. მაურიციო სარის გუნდმა "ატალანტას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით სძლია მეტოქეს, 2:1. თამაში თავსხმა წვიმაში წარიმართა, მასპინძელთა სრული უპირატესობით და შეიძლებოდა, რომ სხვაობა გაცილებით დიდი ყოფილიყო.

მატჩის შემდეგ, სარიმ არა იმდენად კონკრტეტულ თამაშზე, რამდენადაც "ნაპოლის" დიად მიზნებსა და მომავალზე ისაუბრა:

"დიდ ხანს ვიბრძოლეთ სკუდეტოსთვის, მაგრამ, ბოლოს ძალა აღარ გვეყო და სკუდეტო ტურინელებს დარჩათ. ჩვენთან ბევრი გამოუცდელი მოთამაშეა, რომლებიც ასეთი მისიების შესრულებას არ არიან მიჩვეულნი.

იგივე შეიძლება ითქვას ჩემზე, რადგან არც მე მქონდა სკუდეტოსთვის ბრძოლის გამოცდილება. ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, გამოცდილებასთან ერთად კი გამარჯვეულის მენტალიტეტი მოვა. გავაგრძელებ თუ არა ხელშეკრულებას? - ეს საკითხი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება".

"ნაპოლი" თუ "რომა"?

და მაინც, რომელი გუნდი დაასრულებს ჩემპიონატს მე-2 ადგილზე და შესაბამისად, მოხვდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში და არა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე? - ამ დროისთვის, "ნაპოლის" 2 ქულით მეტი აქვს, ჩემპიონაის დასრულებამდე კი ამდენივე ტურია დარჩენილი.

თუ გუნდებმა თანაბარი რაოდენობის ქულები დააგროივეს, უპირატესობა "რომას" მიენიჭება, რადგან ურთიერთშეხვედრებში სწორედ დედაქალაქელებმა აჯობეს მეტოქეს. ნეაპოლში თამაში ფრედ დასრულდა, "სტადიო ოლიმპიკოზე" კი "რომამ" იმარჯვა. მოკლედ, თანაბარი ქულები "ჯალოროსის" აძლევს ხელს და ესეც ერთგვარი კომპენსაცია დღეს არსეული 2-ქულიანი ჩამორჩენისა.

მომდევნო ტურში, "ნაპოლი" ტორინოს" ესტუმრება, "რომა" კი "კიევოს" მიიღებს. სპალეტის გუნდს უფრო იოლი თამაში აქვს და აქ არის შანსი, რომ მეორე ადგილზე "მგლებმა" აინაცვლონ. სამაგიეროდ, ბოლო ტურში "ნაპოლის" გაცილებით იოლი თამაში აქვს - მაურიციო საარის გუნდი "ფროზინონეს" მიიღებს, "რომა" კი "მილანს" ესტუმრება.

ყველაფერ ამის გათვალისწინებთ, იტალიელი საფეხბურთო ექსპერტები უპირატესობას მაინც "ნაპოლის" ანიჭებენ და მიაჩნიათ, რომ დიდი ალბათობით, სარის გუნდი არ დათმობს მეორე ადგილს.

"სასუოლო" თუ "მილანი"?

გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონში, "ინტერი" და "ფიორენტინა" ევროპალიგის გათამაშებაში იასპარეზებენ, ვინ იქნება მესამე იტალიური გუნდი, რომელიც ამ ტურნირის საგზურს მოიპოვებს? - თუ იტალიის თასის ფინალში, "მილანმა" "იუვენტუსს" მოუგო, ეს გუნდი სწორედ "მილანი" იქნება, მაგრამ თუ გამარჯვება ტურინულ გრანდს დარჩა, მაშინ ევროპალიგაზე სერია A-ს მე-6 გუნდი გავა. საქმე ისაა, რომ "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზეა გასული, ახალი წესით კი თასის ფინალისტს ევროსაგზური არ ერგება.

მოკლედ, თუ "მილანმა" "იუვესთან" წააგო, რისი ალბათობაც მაღალია, მაშინ ევროპალიგის საგზურს სერია A-ს მე-6 გუნდი მოიპოვებს, ამ პოზიციაზე კი დღეს "სასუოლოა". დიახ, პროვინციული გუნდი ახლოა ისტორიულ მიზანთან, რომ პირველად ისტორიაში საერთაშორისო სარბიელზე გაიჭრას.

ამ მომენტისთვის, "სასუოლო" "მილანს" 1 ქულით უსწრებს, წინ კი 2 მატჩია დარჩენილი. "მილანი" ჯერ "ბოლონიას" ესტუმრება, ხოლო შემდეგ "რომას" მიიღებს, რაც იოლ კალენდარად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. რაც შეეხება "სასუოლოს", ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდები ჯერ "ფროზინონეს" ესტუმრებიან, ხოლო შემდეგ "ინტერს" მიიღებენ.

შანსები თამაბრად ფასდება, რადგან ორივე გუნდს თავისი პლუსი აქვს - "სასუოლოს" ქულით მეტი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, "მილანს" თასის ფინალი აქვს სათამაშო და თავის თავზეა დამოკიდებული.

ფეხბურთი მოულოდნელობებითაა აღსავსე - 10 წლის წინათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ "მილანი" და "სასუოლო" უშუალო კონკურენტები იქნებოდნენ და დიდი ბრძოლა ექნებოდათ გაჩაღებული. აქვე ვთქვათ, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა სწორედ "სასუოლოს" აქვს, რადგან "სან სიროზე" 2:1 დამარცხდა, სახლში კი 2:0 სძლია მეტოქეს.

ბრძოლა გა-დარჩენისთვის

მომდევნო სეზონს, "ვერონა" სერია B-ში გაატარებს და მას "ფროზინონეც" მიჰყვება. მართალია, რობერტო სტელონეს გუნდს დარჩენის თეორიული შანსი აქვს, მაგრამ მხოლოდ თეორიული. მოკლედ, "ფროზინონეც" "ვერონას" გზას უნდა გავუყენოთ, მესამე უიღბლო კი ან "პალერმო", იქნება, ან "კარპი", ანაც "უდინეზე".

"უდინეზე" უკეთეს ვითარებაშია, კონკურენტებზე 3 ქულით მეტი აქვს, "კარპის" და "პალერმოს" კი ქულათა თანაბარი ოდენობა აქვთ და დიდი ალბათობით, მესამე უიღბლო სწორედ ამ ორ გუნდს შორის გამოვლინდება.

"კარპი" ჯერ "ლაციოს" უმასპინძლებს, ხოლო შემდეგ "უდინეზეს" ესტუმრება. რაც შეეხება "პალერმოს", სიცილიელები ჯერ ფლორენციაში ჩავლენ "ფიორენტინასთან", ხოლო შემდეგ "ვერონას" დაუხვდებიან. ბოლო შეხვედრა "პალერმომ" აშკარად უნდა მოიგოს და შეიძლება, სწორედ ეს იყოს სიცილიელთა მთავარი ბონუსი და უპირატესობა. ამიტომ, იტალიური ფეხბურთის ექსპერტები მცირე უპირატესობას მაინც "პალერმოს" ანიჭებენ.

აქვე ვთქვათ, რომ "პალერმომ" და "კარპიმ" მიმდინარე სეზონში ორი ფრე დასვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში, მათ შორის საუკეთესო ბურთების შეფარდებით გამოვლინდება. ამ დროისთვის, "კარპის" -19 აქვს, "პალერმოს" კი -28, რაც პირველის დიდ უპირატესობაზე მიუთითებს. მოკლედ, თუ "კარპიმ" მოახერხა და "პალერმოს" ქულებით არ ჩამორჩა, მომდევნო სეზონსაც სერია A-ში გაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს

მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან

დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება

16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს

"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]

"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს

მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის

[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა

"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]

"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია

"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]

როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?

ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია

სატრანსფერო ციებ-ცხელება

[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია

"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა

ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა

"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე

კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"

მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა

"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა

"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]

"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა

8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]

"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..

გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"

ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება

თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი