ესპანეთის მეორე ლიგაში უმაღლესში გადასასვლელი ბრძოლა პლეი ოფში მიმდინარეობს
ბექა ბურჯანაძე ნახევარფინალში გავიდა. ესპანეთის მეორე ლიგაში უმაღლესში გადასასვლელი ბრძოლა პლეი ოფში მიმდინარეობს, რომლის გამარჯვებულიც ელიტ-დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.

ბურჯანაძის "ლიმა ბასკეტ კორუნამ" რეგულარულ ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და პლეი ოფის პირველ წრეში მეექვსეადგილოსან "ბრეგანს" შეხვდა. სერია 3 მოგებამდე იყო და გამარჯვებულის გამოვლენას 5 მატჩი დასჭირდა.

სერიის გადამწყვეტი, მე-5 მატჩი ლა კორუნიაში გაიმართა და მასპინძელთა იოლი გამარჯვებით - 99:63 დასრულდა. ბურჯანაძის გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 36 ქულის სხვაობით გაანადგურა. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.

ბურჯანაძემ მოედანზე 24 წუთი დაჰყო და 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ბექამ 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

ლაკორუნიელთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო ჩარლზ შტელზერი, 15 ქულა დაგროვდა გედიმინას ზილეს ანგარიშზე.

ბურჯანაძის "კორუნა ბასკეტი" ნახევარფინალში "მელილას" შეხვდება, რომელმაც რეგულარლში მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ნახევარფინალში "ბურგოსი" და "ჰუესკა" დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში