საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილი წევრი სეგუნდას განაცხადში პირველად მოხვდა
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 36-ე ტურში "ალბასეტე" სტუმრად "ელჩეს" დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა. 1-ელ მაისს გამართული ეს მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმიტომ იყო, რომ სტუმართა შემადგენლობაში პირველად მოხვდა განაცხადში ლადო მოხევიშვილი. მართალია, მას არ უთამაშია, მაგრამ ეს ამბავი მაინც მნიშვნელოვანია - 20 წლის ფეხბურთელი კარიერაში უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა...

უცხოეთში ბევრი ქართველი თამაშობს, მაგრამ ამპლუით ნახევარმცველი მოხევიშვილი იმით არის გამორჩეული, რომ ესპანეთში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა და თავიდან ბოლომდე ესპანური ფეხბურთის აღზრდილია.

საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილი წევრი "ლევანტეს" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, "ალბასეტეში" კი გასული წლის ივლისში ჩაირიცხა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ძირითად გუნდში დაწინაურებამდე კი დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.

"დუბლებში ვთამაშობ, მაგრამ როცა "ელჩესთან" მატჩისთვის ვემზადებოდით, მთელი კვირა პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. იმედი მაქვს, მომავალ სეზონსაც მთავარ გუნდში დავიწყებ. ყოველ შემთხვევაში, ამაზე ლაპარაკი უკვე მიდის.

მითხრეს, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე, პროფესიული კონტრაქტის გაფორმებაზე უნდა დამელაპარაკონ", - ამბობს მოხევიშვილი.

მოხევიშვილის "ალბასეტე" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 22-გუნდიან ჩემპიონატში 21-ე ადგილზეა და ცხადია, დაქვეითების საფრთხის წინაშე დგას. ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ არ იცის, გუნდის გავარდნის შემთხვევაში რას მოიმოქმედებს:

"ჯერ არ ვიცი, "ალბასეტეში" დავრჩები თუ ახალი გუნდის მოძებნა მომიწევს. ვნახოთ, კლუბში რას მეტყვიან. თუ კარგი კონტრაქტი შემომთავაზეს, პირველ გუნდში დავრჩები".

აქვს თუ არა სხვა შეთავაზებები? ამის შესახებ მოხევიშვილი ჯერ ვერაფერს აკონკრეტებს - მისი თქმით, მომავალთან დაკავშირებით ყველა საკითხს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჩვენი იმედის გუნდი - 9 ქართველი ახალგაზრდა, ვისგანაც დიდი ფეხბურთის თამაშს ველით
PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში
ქართველი ფეხბურთელის გუნდი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გადავიდა
ქართველების ესპანური მომავალი - გიორგი პაპუნაშვილი ლა ლიგის გზაზე
ვის იმედად ვართ - 9 ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც კარგ მომავალს უწინასწარმტყველებენ
"ალბასეტემ" ლადო მოხევიშვილი "ალკოიანოში" გაანათხოვრა