ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

NBA. პლეი ოფი: "მეომრებს" ხუთი წუთი ეყოთ

NBA. პლეი ოფი: "მეომრებს" ხუთი წუთი ეყოთ

"სან ანტონიოსა" და "ოკლაჰომას" თამაშში მსაჯებმა აურიეს
უცნაური რამ მოხდა "ტორონტოსა" და "მაიამის" სერიის პირველ მატჩში. კანადელთა გამთამაშებელმა კაილ ლოურიმ თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა ცენტრიდან ნასროლი ბურთით შეძლო, არადა, ამ მცველს პლეი ოფში სამქულიანების გამოყენების 13 პროცენტი აქვს, გუშინდელ მატჩში კი კულმინაციურ მომენტამდე ექვსიდან ექვსი სამქულიანი ააცილა მიზანს.

"ტორონტო" თავისი თამაშით არ იმსახურებდა ოვერტაიმს. ლოურის გარდა, მიზანი არ უვარგოდა დეროზანს, გარდა ამისა, მასპინძლებმა წააგეს ფარქვეშ ბრძოლა, განსაკუთრებით შეტევაში (4 მოხსნა 11-ის წინააღმდეგ).

ასევე 17 შეცდომა დაუშვეს და ვერ მოახერხეს გორან დრაგიჩის ნეიტრალიზაცია, რომელმაც 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა და 26 ქულა დააგროვა.

მაგრამ, ოვერტაიმში სამართლიანობამ იზეიმა. "ტორონტოს" საწყის ოთხ წუთში ერთი შედეგიანი მოქმედებაც არ ჰქონია, ამასობაში კი ვეტერანი დუეინ უეიდი დაფრინავდა მოედანზე და თავისი 24 ქულიდან შვიდი სწორედ დამატებით ხუთ წუთში მოიპოვა. სხვათა შორის, ამ მატჩის შემდეგ, უეიდი პლეი ოფის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-16 ადგილზე გადავიდა.

ტორონტო-მაიამი 96:102 (ო)

18:18, 25:23, 20:27, 27:22, 6:12

ტ: ვალანჩუნასი (24+14 მოხსნა+3 დაფარება+3 პასი), დეროზანი (22+6 მოხსნა+4 პასი), როსი (19+2 დაფარება), ჯოზეფი (10), კეროლი (10), ლოური (7+6 პასი+3 ჩაჭრა), პატერსონი (2), პაუელი (2).

მ: დრაგიჩი (26+6 მოხსნა), უეიდი (24+6 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა+2 დაფარება), ჯონსონი (16+7 მოხსნა), რიჩარდსონი (11), დენგი (10+4 ჩაჭრა+3 პასი), უაიტსაიდი (9+17 მოხსნა), სტაუდმაიერი (4), ჰასლემი (2), უინსლოუ (0+5 მოხსნა).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44.9/44.9), სამქულიანები (23.8/72.7), საჯარიმოები (73.3/66.7).

სერია: 0-1

რთული დასაჯერებელია, მაგრამ "პორტლენდთან" სერიის მეორე მატჩში "გოლდენ სტეიტმა" პირველად წინ გასვლა მხოლოდ საფინალო სირენამდე 5.33 წუთით ადრე შეძლო, როცა კლეი ტომპსონმა ზუსტი სამქულიანი შეასრულა. ამის მიზეზი გახდა ჩემპიონების სუსტი თამაში პოზიციურ შეტევაში და ცუდი რეალიზაცია. შედეგად, მასპინძლები მეორე მეოთხედის შუაში 17 ქულას აგებდნენ, ბოლო მეოთხედის წინ კი ჩამორჩენა 11 ქულას შეადგენდა.

მაგრამ, ბოლო 12-წუთეულში "გოლდენ სტეიტის" უიღბლობა სადღაც გაქრა, თან "პორტლენდის" ლიდერებს დაღლა დაეტყოთ, რისი მიზეზიც ამ გუნდის მოკლე სათადარიგოთა სკამია. და ისე მოხდა, რომ "მეომრებმა" უბრალოდ გადაუარეს მეტოქეს. "უორიორზმა" მხოლოდ 12 ქულა ჩააგდებინა "ბლეიზერსს" და " მინუს 11" "პლუს 11"-ად აქცია.

გარდა იმისა, რომ მასპინძლებმა დაცვაში შესანიშნავად იმოქმედეს, "პორტლენდსაც" საერთოდ აერია თამაში. ბოლო ცხრა წუთში, სტუმრებმა 14-დან 11 ტყორცნა ააცილეს, მათ შორის, ხუთიდან ყველა სამქულიანი და ოთხჯერ დაკარგეს ბურთი.

რაც შეეხება "გოლდენ სტეიტს", მან მთელი მეოთხე მეოთხედი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა - 17-დან 13 შეტევა ზუსტი ტყორცნით დაასრულა და ათიდან ყველა საჯარიმო მოათავსა კალათში.

მიუხედავად იმისა, რომ კლეი ტომპსონმა 27 ქულა დააგროვა, მატჩის გმირი მაინც დრეიმონდ გრინია, რომელსაც სარგებლიანობის საუკეთესო კოეფიციენტი (+19) ჰქონდა და პლეი ოფისთვის იშვიათი კოლექცია შეაგროვა - 17 ქულა, 14 მოხსნა, 7 პასი და 4 დაფარება. ბოლოს ასეთი სტატისტიკით 2003 წელს ტიმ დანკანი იკვეხნიდა.

გ. სტეიტი-პორტლენდი 110:99

21:34, 30:25, 25:28, 34:12

გ-ს: ტომპსონი (27+3 პასი), გრინი (17+14 მოხსნა+7 პასი+4 დაფარება), იგუოდალა (15+5 მოხსნა+4 პასი), ლივინგსტონი (14+4 პასი), ბარნსი (13), ეზელი (8+6 მოხსნა), ბარბოზა (7), კლარკი (5), ბოგუტი (4+7 მოხსნა+2 დაფარება).

პ: ლილარდი (25+6 პასი), მაკალუმი (22), ამინუ (14+6 მოხსნა), ჰენდერსონი (12+3 პასი), ჰარკლესი (11+7 მოხსნა), პლამლი (6+11 მოხსნა+4 პასი), კრები (5+3 პასი), დევისი (4+5 მოხსნა+2 დაფარება).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (46.2/44.4), სამქულიანები (33.3/43.3), საჯარიმოები (90/66.7).

სერია: 2-0

მსაჯებმა აურიეს

"სან ანტონიოსა" და "ოკლაჰომას" სკანდალური მატჩის ვიდეოჩანაწერის შესწავლისას, NBA-მ მსაჯების ხუთი შეცდომა აღმოაჩინა ბოლო 13.5 წამის განმავლობაში, - წერს ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.

მანუ ჯინობილი აყოვნებდა თამაშს, როცა მეტოქის მიერ ბურთის შემოტანისას გვერდით ხაზს აბიჯებდა ფეხს. დიონ უეიტერსმა შეტევაში დაარღვია თამაშის წესი, როცა ბურთის შემოტანის დროს, იდაყვი ჩაარტყა ჯინობილის.

თამაშის განახლების შემდეგ, პეტი მილსმა და კავაი ლეონარდმა წესი დაარღვიეს შესაბამისად, სტივენ ადამსზე და რასელ უესტბრუკზე. ბოლოს კი სერჟ იბაკა მაისურზე იჭერდა ლამარკუს ოლდრიჯს საფინალო სირენამდე 2.6 წამით ადრე.

"ოკლაჰომამ" მოიგო ეს შეხვედრა და გაათანაბრა სერიაში ანგარიში - 1:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა

[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

კარის 27 ქულა და სამმაგი დუბლი "მემფისის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

ძალიან დიდი რიცხვები - ტომპსონმა მძიმე ტრავმის შემდეგ უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მთლიანად 7 წელში

თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლეი ტომპსონი მოედანს დაუბრუნდა, თანაც, როგორ?! [VIDEO]

"გოლდენ სტეიტის" ტრიოს შესანიშნავი თამაში და მე-3 გამარჯვება "დენვერთან" [VIDEO]

ტომპსონმა დონჩიჩს აჯობა - "გოლდენ სტეიტი" NBA-ს სუპერფინალშია [VIDEO]

"სელტიკსმა" "უორიორსს" ჯოჯოხეთი მოუწყო - "ბოსტონი" სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]