28 მაისს მილანში მადრიდული დერბი იქნება
* მადრიდის "რეალი" მე-14-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში.

* "რეალის" საშინაო სტატისტიკა ლიგაზე - 6 თამაში - 6 მოგება - ბურთები 19-0!

* "რეალი" "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, 2014 წლის ფინალის რემატჩია.

28 მაისს მილანში, ლეგენდარულ "სან სიროზე" ერთმანეთის პირისპირ მადრიდული გუნდები: "ატლეტიკო" და "რეალი" წარსდგებიან. დიახ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისევ ესპანური გუნდები გავიდნენ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპულ საკლუბო ფეხბურთში პირენეელთა ჰეგემონია გრძელდება.

"რეალმა" "მანჩესტერ სიტის" ბარიერი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიარა და ფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ 2-მატჩიან დუელში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა და ისიც ინგლისელებმა საკუთარ კარში შეაგდეს, მადრიდელთა უპირატესობა ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სწორედ "სამეფო გუნდი" ფლობდა და, სადაც სამართალია, დიდი ანგარიშით უნდა მოეგო.

გატანის რეალიური შანსი გაუშვეს ხელიდან ლუკა მოდრიჩმა, გარეთ ბეილმა და მინიმუმ სამჯერ კრიშტიანო რონალდომ. "რეალს" სურდა, რომ უპირატესობა ორამდე გაეზარდა და ამით, თავი დაეზღვია, მაგრამ მასპინძლები დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.

თუმცა, როგორც თამაშმა გვიჩვენა, მადრიდელებს არ ჰქონდა სანერვიულოდ საქმე - "სიტის" უბრალოდ არ შეეძლო თამაში და მეტოქისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა.

იაია ტურე დაბაჯბაჯებდა, ფერნანდო და ფერნანდინიო კი წვალობდნენ - კევინ დე ბრუინმა ერთი სახიფათო პასი ვერ გააკეთა, კუნ აგუერომ კი ერთი გაისროლა უშედეგოდ და ამით შემოიფარგლა. მანუელ პელეგრინიმ რაჰიმ სტერლინგით სცადა მატჩის გადარჩენა, მაგრამ ეს უკანასკნელი უბრალოდ დარბოდა და მეტი არაფერი.

არადა, იგივე სტერლინგში, ან თუნდაც დე ბრუინში კოლოსალური თანხებია გადახდილი და მათ ნამდვილად მეტი მოეთხოვებათ. საერთოდ, "სიტის" მეტი მოეთხოვებოდა - "სიტი" თან იყო და თან, არ იყო, რამაც წაგვართვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დუელი.

ვიხილეთ ორი თამაში, რომელიც თავისუფლად შეგვეძლო, რომ არ გვენახა და ამით არც არაფერს დავკაგავდით.

ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ვუყურებდით პრემიერლიგის, ან ლა ლიგის სატურნირო ცხრილის შუაგულში გაჭედილი, უმოტივაციო გუნდების პაექრობას, რომლებსაც აღარც ევროსაგზურის პერსპექტივა აქვთ და აღარც გავარდნა ემუქრებათ. ეს იყო დუელი, რომელშიც ტყვია ფეხბურთს მოხვდა და ამაში მთავარი დამნაშავე "მანჩესტერ სიტია".

"მანჩესტერ სიტი" იყო და თან არ იყო - ზოგადად, ეს ნახევარფინალი იყო და არა იყო რა...

იხილეთ ვიდეო

ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი

რეალი-სიტი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ფერნანდო (60 ს. კ.)

რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (88. კოვაჩიჩი), კროოსი, ისკო (67. ხ. როდირგესი) - ბეილი, რონალდო, ხესე (56. ლ. ვასკესი)

სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი (10. მანგალა), ოტამენდი, კლიში - ფერნანდო, ფერნანდინიო - ნავასი (69. იჰეანაჩო), ტურე (61. სტერლინგი), დე ბრუინი - აგუერო

გაფრთხილება: ვასკესი - დე ბრუინი, ფერნანდო, ოტამენდი

კუთხური: 5-3; ჯარიმა: 5-10; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 13-4 (6-0); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 76 000

ფინალი

28 მაისი, მილანი

რეალი-ატლეტიკო 22:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დინამო 81
რუსული რეპორტაჟი და კომენტატორები უძლიერსები არიან!!!ქართველები მათთან რა მოსატანია...
giga
ქართველი კომენტატორები ნამდვილად არ გაიშვა. მადლობა ღმერთს შემიძლია ინგლისელი კომენტატორების წაყვანილი მატჩების ყურება და 1 სიამოვნებაა, რო ღრუსულ არხებზე არ მომიწიოს ყურება.
გაბი
არ შემიძლია არ დავეთანხმო წინა კომენტარებს. რუსულ матч- ზე ვუყურე თამაშს. ტრიბუნიდან მიყავდა ორ ტიპს რეპორტაჟი და ამ ცალკარა სვარკას ბოლომდე რომ ვუყურე, მათი დამსახურებაა
gela
რისი რუსეთუმე მიშა? გეთანხმებიასიანი. ... პრეს სამსახურის უფროსია, ანუ მინიმუმ ჟურნალისტობაზე( თუ არ არის) პრეტენზია აქვს და კი არ ლაპარაკობს...., 2 ჯერ ფეხბურთი დაუნახავთ და მოჯდნენ კომენტატორებად, ახლა იტყვიან გადართე თუ არ გსიამოვნებსო, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს უფულო ხალხს და იძულებული ვხდებით მათი კომენტარები ვისმინოთ. რაც შეეხება ფეხბურთს ასეა, ყოველთვის არ გამოხატავს ანგარიში რეალობას!
პენსიონერი
გვარდიოლა შეიძლება კიდევაც ნანობს სიტიში რომ მიდის. ისე თუ ამ ფეხბურთელებიდან საჩემპიონო გუნდი დააყენა, მართლაც მაგარი ყოფილა.
dato
სიტის რეალური შანსი არ ქონია 2 თამაშში, არც დე ბრუინს გამოუვიდა არაფერი 1 პასი ვერ გაეკთა. რაც შეეხება კომენტატორებს გუშინ ვუყურე რუსულ ფუუტბოლზე და კომენტატროებს ისეთი ემოციებით მიყავდათ თამაში რომ დამთავრდა მეთქი რა ამგარი თმაში იყოთქო. ამ დორს ცალკარა.
მიშა 63
ფეხბურთი ვერ ვნახე.......სამაგიეროდ, დავრწმუნდი, თუ რა უფსკრულია, ქართველ და რუს კომენტატორებს შორის......(მეძახეთ, თუ გნებავთ,რუსეთუმე)..........
ოპ,ოპ! ლეგენდარული ლეგენდა!
ქართული ტელევიზიების „მომსახურების ზონიდან გასული ვარ“ ნებაყოფლობით. ერთადერთი ჩემპიონთა ლიგაა, რომელსაც თვალს ვადევნებ საზ. ტელევიზიით. გასულ წლებში იძულებული ვიყავი „მუნჯი კონემატოგრაფის“ ხანაში გადავბარგებულიყავი და ხმის გარეშე მედევნებინა თვალი ფეხბურთისათვის, ვინაიდამ მაშინდელი კომენტატორების სმენა მხოლოდ გაღიზიანებას იწვევდა. ამ წლის სეზონმა მსაჯების უამრავი შეცდომებით და საზ. ტელევიზიაზე მრავლად გამოჩენილი ახალი კომენტატორებით დაგვამახსოვრა თავი. თითქოს ხარისხი უნდა ამაღლებულიყო, მაგრამ ზოგიერთი მათგანი არც დიქციის ხარისხით და არც რიტორიკით კრიტიკას ვერ უძლებს. წინა ნახევარფინალის მაჩებში ერთ-ერთი მათგანი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ლამაზი ფინტი ხილვისას (რაც ნორმალური რეაქციაა) და ამას „ოპ, ოპ!“ შორისდებულით გამოხატავდა. ზოგადად იგი კარგი ახალგაზრდა კომენტატორია, მაგრამ არის ნორმები, რომელიც სატელევიზიო ეთერში არ უნდა წარმოთქვას. ისე მოხდა, რომ მეორე წამყვანი წინა ნახევარფინალში და ამჯერადაც „მჭერმეტყველების უამრავ მარგალიტს“ გვთვზობდა. რად ღირს თუმდაც „ლეგენდარული ლეგენდა“ (ეპითეტი რონალდოს მიმართ) და გაუთავებელად ერთი და იმავე ფრაზის გამეორება სხვადასხვა ფეხბურთელზე „ძალიან კარგია“ ან კიდევ უფრო მიუღებელი ფრაზა „რა დაარტყა ბეილმა!“ ეს იმის ფონზე, როდესაც ბეილს კარში არ დაურტყამს, იგი გადაცემას აკეთებდა გოლი არეკნით გავიდა. მიუხედავად ამისა იგი მთელი მატჩის განმავლობაში ჯიუტად თავს გვახვევდა თავის აზრს. არაფერს ვამბობ იმაზე, ორი მატჩის განმავლობაში 100-დან 70 შემთხვევაში დე ბრუინის გვარს არასწორად წარმოთქვამდა. ასეთი რამ კვალიფიციურ კომენტატორს არ ემართება. პიროვნულად მისადმი არავითარი საწინაარმდეგო არ მაქვს, მაგრამ საზოგადოებრივი ტელევიზიის დაფინანსებაში ყოველი ჩვენთაგანი ფულს იხდის და უფლება გვაქვს მაღალი ხარისხი მოვითხოვოთ.
status quo
მეორე ტაიმში კინაღამ დამეძინა..ეს იყო თამაში?
guro
ჰალა მადრიდ!!!!!
gio
აშკარად იუნაიტედის ფანის დაწერილია ეს სტატია
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო