საქართველოს საგარეო უწყება განმარტავს...
3 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ უეფას მე-40 კონგრესზე უეფას წევრად სერბეთის სეპარატისტული რეგიონის, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია რომ მიიღეს, ამ თემაზე ვრცელი წერილი შემოგთავაზეთ.

რა შედეგებს გამოიწვევს საქართველოსთვის კოსოვოს უეფაში გაწევრიანება?

დღეს საქართველოს საგარეო უწყების განმარტებას გაგაცნობთ, მანამდე კი...

..."ლელო" შეგახსენებთ, რომ სერბეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ტომისლავ კარაჯიჩმა უეფა საკუთარი წესდების მე-5 პუნქტის დარღვევაში დაადანაშაულა: ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლება მხოლოდ იმ ქვეყანას აქვს, რომელიც გაერო-ს მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღიარებული, კოსოვო კი, ჯერჯერობით, ამ ფუფუნებით განებივრებული არ არის.

დავინტერესდით, კოსოვოს ნაკრებები ან კლუბები მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე ან ევროსაკლუბო ტურნირებზე ქართველებთან ერთად თუ მოხვდებიან (ან დაწყვილდებიან პლეი ოფების სტადიაზე), მათ დელეგაციაზე საქართველოს ხელისუფლება ვიზებს გასცემს თუ არა?

ლოგიკურია ეს კითხვაც - კოსოვოს დელეგაცია 2015 წელს თბილისში გამართულ ოლიმპიურ ფესტივალზე დაუშვეს და მაშინ თუ მივიღეთ სტუმარი, ახლა ამას რატომ ვერ შევძლებთ?

მაშინ ბალკანელებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება ჩვენი მთავრობის საგანგებო გადაწყვეტილებით დართეს, ეს კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნის შედეგად მოხდა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებაში დაკონკრეტებული იყო - "ეს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას არ ნიშნავს".

კოსოვოს უეფაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით. ორდღიანი ლოდინის შემდეგ პასუხი მივიღეთ:

"ბუდაპეშტში, უეფა-ს კონგრესზე, კოსოვოს უეფაში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა 24-მა ქვეყანამ. მათ შორის წინააღმდეგ ხმა საქართველომ მისცა.

ამ გადაწყვეტილების მიღებისას, სფფ-მ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელა, რომლის თანახმად, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის ერთგულებიდან გამომდინარე, საქართველო კოსოვოს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.

აღსანიშნავია, რომ სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით, საფეხბურთო სამყარო ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. შესაბამისად, სფფ თვალს მიადევნებს განვითარებულ მოვლენებს და სპორტში არსებული მარეგულირებელი საერთაშორისო წესების შესაბამისად, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს", - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველო მკვეთრ ქმედებებსა და განცხადებებს მოერიდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

papa
გასაწევრიანებლად ყველას ხმაა საჭირო თუ როგორაა?
qutaiseli
ივანიშვილი რაშუაშია ფეხბურთთან ეს ვერ გავიგე მკვეთრი განცხადებები და მეცამეტე გოჭობა კიდე მართლა არარის საჭირო კივილ წივილის გარეშეც შეიძლება დაიცვა შენი პრინციპული პოზიცია ყველგან.
zaza
"მკვეთრი ქმედებებისგან თავის შეკავება" რას ნიშნავს? ესეიგი შემოუშვებენ?! არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემოუშვან ვინც არ უნდა გთხოვოს,თორემ რა გამოდის კოსოვოსთვის შეიძლება და აფხაზეთი-ოსეთისთვის არა?! ორი დღე ამას ფიქრობდა საგარეო საქმეთა სამინისტრო?!
Guro
ხო მკვეთრ ქმედებებს და განცხადებებს მოერიდება ) როგორც ივანიშვილმა თქვა არავის უნდა გავეჩხიროთ ყელშიო და ჩვნეთვის ვიყოთ წყნარადო ფუ მძულხართ დღევანდელი მთავრობა საგარეო კურსში
Walkabout
თუ მაშინ სთხოვა ოლიმპიურმა კომიტეტმა ეხლა ფიფა ან უეფა სთხოვს და დიდი შანსია ამათმა ახალი საგანგებო გადაწყვეტილება მიიღონ და მაინც შემოუშვან... ჩემი აზრით კიდევ ვინც არ უნდა სთხოვოს ჩვენმა მთავრობამ უნდა დაიკავოს პრინციპული პოზიცია, მეორედ მსგავსი იაღლიში აღარ უნდა მოუვიდეს, უნდა დაიკიდოს ყველას თხოვნა და არც ერთ კოსოვოელს საქართველოს საზღვარი არ უნდა გადმოაკვეთინოს... აბსოლუტურად იდენტური სიტუაცია გვაქვს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და როგორ მოგვეწონება სერბეთმა რომ სამსხეთ ოსეთის სპორტსმენები მიიღოს და მერე თავი იმართლოს ჩვენი რა ბრალია სხვამ გვთხოვაო... დაფიქრდით!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს