ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი 2016
დღეს, რუსეთის ქალაქებში - მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. იმის გამო, რომ სექტემბერში ნაკრებებს შორის გაცილებით უფრო პრესტიჟული ტურნირი - მსოფლიოს თასი უნდა გაიმართოს, NHL-ის ვარსკვლავების დიდმა ნაწილმა არ შეიწუხა თავი რუსეთში ჩასვლით, თუმცა რამდენიმე ჰოკეისტი მაინც იქცევს ყურადღებას...

ტეილორ ჰოლი (კანადა)

ამ სეზონში ჰოლმა 65 ქულა მიითვალა და "ედმონტონის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასევე ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში". გასულ წელს, ჰოლი უკვე გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, თან კანადას მაშინ 12 ქულით დაეხმარა.

ბრედ მარშანი (კანადა)

მარშანს ორჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქრო, მაგრამ კანადის პირველ ნაკრებში არასოდეს უთამაშია. რუსეთში მისი დებიუტი შედგება ეროვნულ გუნდში. წლევანდელი სეზონი საუკეთესო იყო მარშანისთვის ინდივიდუალური მაჩვენებლებით. მან პირადი რეკორდები განაახლა ქულებისა (61) და გოლების (37) რაოდენობით.

კორი პერი (კანადა)

პერის ოლიმპიური თამაშების ორი ოქრო აქვს, სტენლის თასზეც გაუმარჯვია და სრული კოლექციისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სჭირდება. შესაძლოა, რუსეთში პერის ჩასვლაზე იმ ფაქტმაც იმოქმედა, რომ ის ვერ მოხვდა მსოფლიოს თასზე კანადის ნაკრების წინასწარ შემადგენლობაში. მისთვის ეს იქნება მესამე ჩემპიონატი კარიერაში. წლევანდელ სეზონში პერიმ 34 შაიბა გაიტანა რეგულარულ ჩემპიონატში, მაგრამ "ნეშვილთან" სერიაში ერთი ქულაც ვერ აიღო.

პაველ დაციუკი (რუსეთი)

დაციუკი მეექვსედ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე. შედეგიანობის მხრივ, წლევანდელი სეზონი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო მისთვის NHL-ში, მაგრამ რუსს შეუძლია კვლავაც უმაღლეს დონეზე თამაში. რუსეთის ნაკრებს ვეტერანის ოსტატობისა და ლიდერის ფუნქციების ეიმედება.

არტიომი პანარინი (რუსეთი)

მასპინძელთა ნაკრების მთავარი ვარსკვლავი. პანარინმა შესანიშნავი სეზონი ითამაშა "ჩიკაგოში" და ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია სეზონის საუკეთესო დებიუტანტის პრიზზე.

მიკო კოივუ (ფინეთი)

წლევანდელი სეზონი მეშვიდე იყო კოივუსთვის "მინესოტას" კაპიტნის რანგში. ამ გუნდმა ვერ შეძლო პლეი ოფის პირველი რაუნდის გადალახვა, თუმცა კოივუმ მაღალ დონეზე ითამაშა როგორც რეგულარულ სეზონში, ასევე სათასო მატჩებში და ორივეგან გუნდის საუკეთესო ბომბარიდირი გახდა.

ალექსანდრ ბარკოვი (ფინეთი)

ფინეთის ნაკრებში ბევრი კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა, მაგალითად, აჰო და ლაინე, მაგრამ მათ ჯერ თავი არ გამოუჩენიათ NHL-ის დონეზე, ალექსანდრ ბარკოვმა კი უკვე მოასწრო "ფლორიდაში" გაბრწყინება. ამ სეზონში ფორვარდს სერიოზული გარღვევა ჰქონდა და საშუალოდ, თითქმის ქულას აგროვებდა ერთ მატჩში (66 შეხვედრაში 59 ქულა).

ტომაშ პლეკანეცი (ჩეხეთი)

ეს არის მსოფლიოს მეცხრე ჩემპიონატი პლეკანეცისთვის. ჩეხეთის ნაკრების კაპიტანს ჯერ არასოდეს მიუღწევია ოქრომდე. რუსეთში ჩეხებმა NHL-ისმხოლოდ ოთხი მოთამაშე ჩაიყვანეს, რომელთა შორის, პლეკანეცი ოსტატობითა და გამოცდილებით - კონკურენციის გარეშეა. ამ სეზონში, მან "მონრეალის" შემადგენლობაში 40 საგოლე პასი შეასრულა.

დილან ლარკინი (აშშ)

აშშ-ის ნაკრებში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, ერთ-ერთი მთავარი ამომავალი ვარსკვლავი კი დილან ლარკინი გახლავთ.

NHL-ში სადებიუტო სეზონში ლარკინმა 80 მატჩში 45 ქულა დააგროვა "დეტროიტის" შემადგენლობაში და ასევე გახსნა გოლების ანგარიში პლეი ოფში.

ნინო ნიდერაიტერი (შვეიცარია)

რა თქმა უნდა, წამყვანი ნაკრებების შემადგენლობებში არის ბევრი მოთამაშე, რომლებიც, მინიმუმ, არ ჩამორჩებიან ნიდერაიტერს ოსტატობაში, მაგრამ ამ ჰოკეისტის ყოფნა შვეიცარიის ნაკრებში ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარე სეზონში "მინესოტას" ფორვარდმა 20 შაიბა გაიტანა და 43 ქულა დააგროვა, რასაც ექვსი ქულა დაუმატა პლეი ოფის ექვს შეხვედრაში.

ლეონ დრაიზაიტლი (გერმანია)

წლევანდელ სეზონს გერმანელი ფორვარდი "ედმონტონის" ფარმ-კლუბში იწყებდა, მაგრამ მალე მიიღო შანსი ძირითად გუნდში და პირველივე მატჩში დუბლი გაიფორმა. იმ მომენტიდან მოყოლებული, დრაიზაიტლი "მენავთობეების" ძირითადი შემადგენლობის მყარი წევრი გახდა, კარგად შეეწყო ტეილორ ჰოლს და ჯამში 51 ქულა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?