ჩოგბურთი. ტურნირების მიმოხილვა

მორიგი სათამაშო დღის მიმოხილვას პარიზის ქალთა ტურნირით დავიწყებთ. აქ მეორე წრიდან აიღო სტარტი ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა, რომელსაც მეტოქედ გერმანელი კრისტინ ბაროისი ჰყავდა. უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა თამაში ძალიან ცუდად დაიწყო - წააგო სასტარტო ოთხი გეიმი და შემდეგ პირველი სეტი. მაგრამ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - მომდევნო ორ სეტში კიმმა მეტოქისთვის მხოლოდ ორი გეიმი გაიმეტა. ბელგიელმა მატჩი ზედიზედ ცხრა გეიმის აღებით დაასრულა, ბოლო 19 გათამაშებიდან კი 17 მოიგო.

ასე გავიდა კლაისტერსი მეოთხედფინალში და ახლა ერთი მოგება სჭირდება იმისთვის, რომ დიდხნიანი შესვენების შემდეგ მსოფლიოს კლაფისიკაციაში ლიდერობა დაიბრუნოს.

ტაილანდში ტურნირს გამოეთიშა ერთ-ერთი ფავორიტი - რუსი მარია კირილენკო, რომელმაც სამ პარტიაში წააგო ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვედრილ გალინა ვოსკობოევასთან.

ყაზახი ჩოგბურთელი შარშანდელი როლან გაროსის შემდეგ პირველ ტურნირს თამაშობს და მისგან ასეთ შედეგს არავინ ელოდა. სხვათა შორის, დღეისთვის ვოსკობოევა 560-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს კლასიფიკაციაში.

ყაზახი სასწაულებრივ გადაურჩა წაგებას. პირველი სეტი 1:6 წააგო, მეორეში 2:5-ს აგებდა, 5:4-ზე კი კირილენკოს სამი მატჩბოლი ჰქონდა. და კიდევ, მესამე პარტიაშიც რუსი წინ იყო - 3:1.

სენსაციის გარეშე არც მამაკაცთა ტურნირებს ჩაუვლია. როტერდამში კვიპროსელმა მარკოს ბაღდატისმა საშინელი დღე აყარა ბრიტანელ ენდი მიურეის. მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს როტერდამში ამ წლის დასაწყისში დაკარგული მეოთხე პოზიციის დაბრუნება ჰქონდა განზრახული, მაგრამ ბაღდატისმა საათსა და ერთ წუთში მოუსპო ეს ოცნება. მატჩის შედეგი მით უფრო საკვირველია იმის გათვალისწინებით, რომ პირველი სეტის პირველი სამი გეიმი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტმა მოიგო. მაგრამ ამის შემდეგ გათამაშებული 14 გეიმიდან 12 კვიპროსელ ჩოგბურთელს დარჩა.

ბაღდატისი შესანიშნავად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე - ცხრა ეისი შეასრულა და ერთი ორმაგი შეცდომა არ ჰქონია. მიურეიმ კი თამაშის ამ კომპონენტში ძალიან ცუდად წარმოაჩინა თავი. სხვათა შორის, ბაღდატისი ენდისთვის ყოველთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნეოდა. ჩოგბურთელები მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს და მესამედ გამარჯვება მარკოსმა იზეიმა.

ამავე დღეს გაიმართა მერვედფინალური ეტაპის სამი მატჩი. ფრანგულ დერბიში ჟო-ვილფრიდ ცონგამ და მიკაელ ლორდამ ერთად 30 ეისი შეასრულეს. თითქმის თანაბარ თამაშში იღბალი რეიტინგში უფრო მაღლა მყოფი ცონგას მხარეს იყო.

ATP-ის ტურში საიუბილეო, 150-ე მატჩი მოიგო ხორვატმა მარინ ჩილიჩმა. მან იურგენ მელცერთან მატჩში სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო და სამივე გამოიყენა.

ATP

ABN AMRO World Tennis

როტერდამი (ჰოლ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 150 000 ევრო

I წრე

ფელისიანო ლოპესი (ესპ)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:3, 6:4; მიხაილ იუჟნი (რუს, 6)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:2, 7:6; მარკო ბაღდატისი (კვიპ)-ენდი მიურეი (ბრიტ, 2) 6:4, 6:1; ბენუა პერი (საფ)-ჟილ სიმონი (საფ) 6:2, 2:6, 6:3.

1/8 ფინალი

მარინ ჩილიჩი (ხორ)-იურგენ მერცერი (ავსტრია, 5) 6:2, 6:4; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 8)-მიკაელ ლოდრა (საფ) 4:6, 6:4, 6:4; ვიქტორ ტროიცკი (სერ)-იარკო ნიემინენი (ფინ) 7:6(4), 7:5.

SAP Open

სან ხოსე (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 531 000 დოლარი

I წრე

ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 1)-რაჯივ რამი (აშშ) 6:3, 6:2; რობერტ კენდრიკი (აშშ)-იგორ კუნიცინი (რუს) 7:5, 3:6, 6:4; ივო კარლოვიჩი (ხორ)-რაიან სვიტინგი (აშშ) 6:4, 6:4; გაელ მონფილსი (საფ, 2)-ბრედლი კლანი (აშშ) 6:3, 6:2.

1/8 ფინალი

მილოშ რაონიჩი (კან)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 6:2, 7:6(4); რიკარდას ბერანკისი (ლიტ)-დონალდ იანგი (აშშ) 6:4, 5:7, 7:5.

Brasil Open

კოშტა დო სოიპე (ბრაზილია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 442 500 დოლარი

1/8 ფინალი

ალესანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 4)-რუბენ რამირეს იდალგო (ესპ) 7:5, 6:4; რიკარდო მელო (ბრა)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 6:3, 6:3; რუი მაშადო (პორ)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 6:2, 6:1; პოტიტო სტარაჩე (იტა, 7)-ლეონარდო მაიერი (არგ) 6:4, 7:6; ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 5)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 3:6, 7:5, 6:3; პაბლო ანდუხარი (ესპ)-ტომი რობრედო (ესპ, 6) 6:4, 5:7, 6:2; ტომაშ ბელუჩი (ბრა, 3)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:4, 7:5; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 1)-ჟოაო სოუზა (ბრა) 6:2, 6:2.

1/4 ფინალი

ალმაგრო (1)-რუი მაშადო; ბელუჩი (3)-ჩელა (5); დოლგოპოლოვი (4)-სტარაჩე (7); მელო-ანდუხარი.

WTA

Open GDF Suez

პარიზი (საფრანგეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 618 000 დოლარი

I წრე

იანინა ვიკმაიერი (ბელ, 7)-ელენა ვესნინა (რუს) 7:6, 6:2; სოფია არვიდსონი (შვედ)-ალიზ კორნე (საფ) 6:2, 7:6; ნადეჟდა პეტროვა (რუს, 5)-ვირჟინ რაზანო (საფ) 6:1, 6:3; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 6)-ანგელიკ კერბერი (გერ) 7:5, 3:6, 6:2.

1/8 ფინალი

კიმ კლაისტერსი (ბელ, 1)-კრისტინა ბაროისი (გერ) 4:6, 6:2, 6:0; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 8)-მელანი ოუდინი (აშშ) 6:4, 7:6.

PTT Pattaya Open

პატაია (ტაილანდი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/8 ფინალი

გალინა ვოსკობოევა (ყაზ)-მარია კირილენკო (რუს, 3) 1:6, 7:5, 6:4; შუაი პენგი (ჩინ, 6)-ელენა ბალტაჩა (ბრიტ) 2:6, 6:1, 6:4; რობერტა ვინჩი (რუს)-შუაი ჟანი (ჩინ) 7:5, 6:1; ანა ივანოვიჩი (სერ, 2)-ჯილ კრეიბასი (აშშ) 4:6, 6:1, 7:5.

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა