"ნაპოლი" მეორე ადგილს არ თმობს
* ტურინის "იუვენტუსმა" 26-ტურიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

* ფრანჩესკო ტოტიმ მე-600 მატჩი გამართა სერია A-ში.

* ტოტის წინ მხოლოდ 2 ფეხბურთელია: პაოლო მალდინი (647) და ხავიერ ძანეტი (615).

* "ფროზინონემ" სერია A-ში ადგილის შენარჩუნების შანსი დაკარგა და მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს.

* "კროტონეს" შემდეგ სერია A-ს საგზური "კალიარიმ" მოიპოვა.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშება დასასრულს უახლოვდება. ერთი ტურიც და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, იქამდე კი გარკვეული ინტრიგა შენარჩუნებულია. "რომა" და "ნაპოლი" განაგრძობენ ბრძოლას მეორე ადგილისთვის.

ტოტის მე-600 მატჩი

"რომამ" "კიევოს" უმასპინძლა და სატურნირო თვალსაზრისით უნიშვნელოვანეს შეხვედრაში განსაკუთრებული პრობლემების გარეშე სძლია მეტოქეს - 3:0. გოლები რაჯა ნაინგოლანმა, ანტონიო რუდიგერმა და მირალემ პიანიჩმა გაიტანეს, მატჩის გმირი კი მაინც ფრანჩესკო ტიტი იყო, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში და საგოლე პასი მიითვალა აქტივში.

იხილეთ ვიდეო

პასი იქით იყოს და, ტოტიმ მე-600 მატჩი გამართა სერია A-ში, რაც მართლაც ფენომენური შედეგია. ფრანჩესკოს წინ მხოლოდ ორი ფეხბურთელია: პაოლო მალდინი 647 მატჩით და ხავიერ ძანეტი 615 პაექრობით. საგულისხმოა, რომ სამივე ფეხბურთელმა ასეთ მაჩვენებელს ერთ გუნდში ასპარეზობით მიაღწია - ალბათ, სწორედ ერთგულებაა, რაც ფეხბურთელებს აძლევთ იმის ძალას, რომ 40 წლამდე ითამაშოს უმაღლეს დონეზე - ასე იყო მალდინის, ძანეტის და ასეა ტოტის შემთხვევაში.

მართალია, "რომას" კაპიტანი 90 წუთი ვეღარ დარბის და ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე ზის, მაგრამ რასაც თამაშობს, ერთ-ერთი საუკეთესოა მინდორზე და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალია. ტოტის გოლებიც ხშირად გააქვს და საგოლე პასებსაც უხვად არიგებს, მისი თითოეული შეხება ბურთთან კი ხელოვნების ნიმუშია. "იმპერატორი" "რომასთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს და მისი თამაშით კიდევ ერთი წელი დავტკბებით - არა მარტო სერია A-ში, ჩემპიონთა ლიგაზეც.

აქვე, ლუჩანო სპალეტი უნდა შევაქოთ - მის დანიშვნამდე, "რომა" სამეულს მიღმა იყო და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ფავორიტად არ მიიჩნეოდა, სპალეტიმ კი გარდასახა გუნდი, შთამბეჭდავი წაუგებელი სერია გამოაცხო და სამეულში მყარად მოიკიდა ფეხი. იქნებ სწორედ სპალეტის "რომაა" ის გუნდი, რომელმაც "იუვეს" ჰეგემონია უნდა დაამხოს? - თუმცა, იქამდე შორია და ჯერ "რომას" სხვა ამოცანა აქვს გადასაწყვეტი...

სასუოლო პოზიციას არ თმობს

დიდი ბრძოლაა გაჩაღებული მე-6 ადგილისთვის, რადგან თუ იტალიის თასის ფინალში "იუვენტუსმა" "მილანს" მოუგო, ეს პოზიცია ევროპალიგის საგზურს იძლევა. "სასუოლო" "მილანს" ერთი ქულით უსწრებს და სტატუს-კვო ამ უქმეებზეც შენარჩუნდა.

"მილანი" "ბოლონიას" ესტუმრა და მინიმალური სხვაობით სძლია მეტოქეს. გამარჯვების გოლი კარლოს ბაკას ანგარიშზეა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად. თამაში მილანელთა სრული უპირატესობით წარიმართა და სხვაობა მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

ისიც ვთქვათ, რომ "მილანს" ფორტუნამაც გაუღიმა, რადგან მასპინძელთა მცველმა ამადუ დიავარამ მოახერხა და 12 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ავტომატურად წითელში გადაიზარდა და "როსონერიმ" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, რაც ასახა კიდეც 3 ქულაში.

იხილეთ ვიდეო

ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა "სასუოლომ", რომელიც "ფროზინონეს" ესტუმრა. ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე პოლიტანომ შეაგდო - თავის გუნდს მე-6 ადგილი შეუნარჩუნა, "ფროზინონე" კი სერია B-ში გაისტუმრა.

მოკლედ, "სასუოლო" ახლოსაა ისტორიულ მიზანთან და დიდია შანსი, ევროპალიგის საგზური მოიპოვოს.

"ჯენოამ" "სამპას" გადაურბინა

გენუურ დერბიში ნომინალურმა სტუმარმა გაიმარჯვა და თანაც ისე, რომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. ჯამპიერო გასპერინიმ შეტევაში პავოლეტის და სუსოს ტანდემი გაამწესა, მათ კი დააწიოკეს მცველები და ბრწინვალედ გაისარჯნენ - პავოლეტიმ გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა აქტივში, სუსომ კი დუბლი შეასრულა.

მართალია, თამაშს სატურნირო ინტრიგა არ ჰქონდა, მაგრამ როდესაც გერნუური გუნდები დგანან ერთმანეთის პირისპირ, იქ დამატებითი მოტივაცია საჭირო არაა. სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო იყო, "ჯენოამ" კი მტკივნეული მარცხი აგემა თანაქალაქელს.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გასპერინი "ჯენოასთვის" იდეალური მწვრთნელია, აი, ვინჩენცო მონტელას კი "სამპდორიაში" არაფერი გამოსდის და საინტერესოა, მიიღებს თუ არა ის კიდევ ერთ შანსს...

ბრძოლა გადარჩენისთვის

მომდევნო სეზონში "ფროზინონე" სერია B-ში იასპარეზებს, "უდინეზემ" კი, პირიქით, ელიტაში შეინარჩუნა ადგილი - გასარკვევი მხოლოდ ისაა, რომ "კარპი" დაქვეითდება თუ "პალერმო".

37-ე ტურმა სიცილიელთა წისქვილზე დაასხა წყალი, რადგან "კარპიმ" საკუთარ კედლებში "ლაციოსთან" წააგო, "პალერმომ" კი ფლორენციაში ფრეს მიაღწია და უშუალო კონკურენტს ერთი ქულით გაასწრო.

თუ ბოლო ტურში "პალერმო" უკვე გავარდნილ "ვერონას" საკუთარ მოედანზე დაამარცხებს, შეინარჩუნებს ადგილს სერია A-ში, "კარპის" კი ქვედა ლიგაში გაისტუმრებს.

სერია A. XXXVII ტური

7 მაისი

ინტერი-ემპოლი 2:1

გოლები: 1:0 იკარდი (12), 1:1 პუჩარელი (37), 2:1 პერიშიჩი (40)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, ჟუანი, მირანდა, ნაგატომო - კონდოგბია, მელო - ბროზოვიჩი, იოვეტიჩი (63. ედერი), პერიშიჩი (90. მედელი) - იკარდი (66. ბიაბიანი)

ემპოლი (4-3-1-2): პელაგოტი - ძამბელი (82. ბიტანტე), კოსტა, ტონელი, მარიო რუი - ზელინსკი (82. მაიელო), პარედესი, ბუჩელი (69. კროჩე) - საპონარა - მაკარონე, პუჩარელი

გაფრთხილება: ჰანდანოვიჩი, ნაგატომო, პერიშიჩი - ბუჩელი

კუთხური: 4-8; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 11-10 (6-3); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 45 000

იხილეთ ვიდეო

ბოლონია-მილანი 0:1

გოლი: 0:1 ბაკა (40-პენ.)

ბოლონია (4-2-3-1): და კოსტა - როსეტინი (80. ფერარი), გასტალდელო (72. ტაიდერი), ოიკონომუ, მაზინა - ბრიგი, დიავარა - ცუნიგა (80. მუნიერი), ბრიენცა, ჯაკერინი - ფლოკარი

მილანი (4-3-1-2): დონარუმა - კალაბრია, მექსე, რომანიოლი, დე შილიო - კუცკა (70. პოლი), მონტოლივო, მაური (57. ბერტოლაჩი) - ჰონდა (84. ბოატენგი) - ლუის ადრიანო, ბაკა

გაფრთხილება: და კოსტა, ოიკონომუ, ჯაკერინი - მექსე, რომანიოლი, კალაბრია, მაური, ბერტოლაჩი

გაძევება: დიავარა (12. ბოლონია)

კუთხური: 5-9; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 5-11 (1-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 22 000

8 მაისი

რომა-კიევო 3:0

გოლები: 1:0 ნაინგოლანი (18), 2:0 რუდიგერი (39), 3:0 პიანიჩი (85)

რომა (4-3-3): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, ემერსონი - პიანიჩი, დე როსი (76. სტროტმანი), ნაინგოლანი - სალაჰი (59. ტოტი), ელ შაარავი (59. ემერსონი), პეროტი

კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, ცეზარი, გამბერინი, გობი (27. მპოკუ) - რიგონი, რადოვანოვიჩი (32. პინცი), ჰეტემაი - კასტრო (46. სარდო) - ფლორო ფლორესი, პელისიერი

გაფრთხილება: პეროტი - ჰეტემაი, რადოვანოვიჩი, მპოკუ

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17-10 (11-6); ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 45 000

კარპი-ლაციო 1:3

გოლები: 0:1 ბიშევაჩი (23), 0:2 კანდრევა (32), 0:3 კლოზე (73), 1:3 მბაკოგუ (84)

კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - ლეტიცია, რომანიოლი, პოლი, გალიოლო - პაშუტი (76. ვერდი), კოფიე (46. ლაზანია), ბიანკო (66. კრიმი), დი გაუდიო - ლოლო - მბაკოგუ

ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, ჰოედტი (16. მაურისიო), ბიშევაჩი, კონკო - პაროლო, ბილია, ლულიჩი - კანდრევა (68. ჯორჯევიჩი), ანდერსონი (51. ონაზი), კლოზე

გაფრთხილება: პოლი, რომანიოლი, ლეტიცია, ლოლო, პაშუტი - პაროლო, მაურისიო

გაძევება: ბილია (83. ლაციო), ჯორჯევიჩი (90. ლაციო)

კუთხური: 9-5; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 21-9 (9-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 10 000

ფიორენტინა-პალერმო 0:0

ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი, პასკუალი (61. ალონსო) - ბორხა ვალერო, ბადელი (87. ვესინო) - ბერნარდესკი, ილიჩიჩი (56. ფერნანდესი), სარატე - კალინიჩი

პალერმო (3-4-2-1): სორენტინო - ციონეკი, გონსალესი, ანდელკოვიჩი - რისპოლი, ჰილემარკი (74. მატო), მარესკა, მორგანელა - ვასკესი (89. ჩოჩევი), ტრაიკოვსკი (62. კუაიზონი) - ჯილარდინო

გაფრთხილება: პასკუალი, ბორხა ვალერო, სარატე - მორგანელა, ციონეკი, გონსალესი, ტრაიკოვსკი

კუთხური: 7-1; ჯარიმა: 16-21; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-2 (5-1); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 29 000

ფროზინონე-სასუოლო 0:1

გოლი: 0:1 პოლიტანო (85)

ფროზინონე (4-4-2): ბარდი (30. საპინო) - მ. ჩოფანი, პრიიმა, აიეტი, კრიველო - კარლინი (79. ლონგო), გუჩერი (71. ფრარა), სამარკო, კრაგლი - დიონისი, დ. ჩოფანი

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო - პელეგრინი, მანიანელი, დანკანი - სანსონე (62. პოლიტანო), ბერარდი (88. გაცოლა), დეფრელი (70. ფალჩინელი)

გაფრთხილება: კრაგლი, კრიველო, გიჩერი, დიონისი - კანავარო, პელუზო, ბერარდი, პოლიტანო

კუთხური: 2-8; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13-12 (4-5); ბურთის ფლობა: 36%-64%.

მაყურებელი: 10 000

სამპდორია-ჯენოა 0:3

გოლები: 0:1 პავოლეტი (3), 0:2 სუსო (26), 0:3 სუსო (74)

სამპდორია (3-5-2): ვივიანო - კასანი, დიაკიტე, სილვესტრი - დე სილვესტრი (58. კორეა), ფერნანდო, პალომბო (73. სალა), სორიანო, დოდო - კასანო, კვალიარელა (85. მურიელი)

ჯენოა (3-5-2): ლამანა - დე მაიო, ბურდისო, იძო - ანსალდი, რიგონი (54. პანაიოტისი), რინკონი, ჯემაილი (66. სილვა), ლაქსალტი - სუსო (87. მუნიოსი), პავოლეტი

გაფრთხილება: ვივიანო, დიაკიტე, სორიანო, ფერნანდო, სალა - ბურდისო, დე მაიო, რინკონი, სუსო

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 19-20; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11-18 (3-9); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 35 000

ატალანტა-უდინეზე 1:1

გოლები: 0:1 საპატა (10), 1:1 ბელინი (19-პენ.)

ატალანტა (4-2-3-1): სპორტიელო - ბელინი (52. ტოლოი), მაზიელო, ჯიმისტი, ბრივიო - დე რუნი (86. მილიაჩო), ჩიგარინი - დალესანდრო (76. რაიმონდი), დიამანტი, კურტიჩი - ბორიელო

უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ვაგუე (19. ერტო), დანილო, დომიცი - ვიდმერი, კუზმანოვიჩი (43. ლოდი), ბადუ, ალფრედსონი, ალი ადნანი - საპატა, ტერო

გაფრთხილება: ბრივიო - ალი ადნანი, კუზმანოვიჩი

კუთხური: 3-0; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 4-3 (2-2); ბურთის ფლობა: 64%-36%.

მაყურებელი: 16 000

ვერონა-იუვენტუსი 2:1

გოლები: 1:0 ტონი (43-პენ.), 2:0 ვივიანი (55), 2:1 დიბალა (90-პენ.)

ვერონა (4-2-3-1): გოლინი - პიზანო, ჰელანდერი, ბიანკეტი, ემანუელსონი - ვივიანი, მარონე (80. გრეკო) - ვსზოლეკი, იონიცა, სილიგარდი (65. რომულო) - ტონი (85. გომესი)

იუვენტუსი (3-5-2): ნეტო - ბარძალი (72. კიელინი), ბონუჩი, რუგანი - კუადრადო, სტურარო (62. პერეირა), ლემინა, ასამოა (71. პადოინი), სანდრო - დიბალა, ძაძა

გაფრთხილება: სილიგარდი, მარონე, ჰელანდერი - ძაძა, ლემინა

გაძევება: სანდრო (90. იუვენტუსი)

კუთხური: 3-6; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 8-11 (4-5); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 20 000

იხილეთ ვიდეო

ტორინო-ნაპოლი 1:2

გოლები: 0:1 იგუაინი (12), 0:2 კალეხონი (20), 1:2 პერესი (66)

ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, იანსონი, სილვა - ძაპაკოსტა (73. მოლინარო), ვივესი, ბენასი, ასკუა (52. ბაზელი), პერესი - მარტინესი (78. იმობილე), ბელოტი

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (81. დავიდ ლოპესი) - ინსინიე (73. მერტენსი), კალეხონი (83. ელ ქადური), იგუაინი

გაფრთხილება: ბოვო, იანსონი, ბენასი - ალბიოლი

გაძევება: ვივესი (90. ტორინო)

კუთხური: 1-3; ჯარიმა: 23-5; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 2-12 (2-6); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 22 000

იხილეთ ვიდეო

ბომბარდირები:

33 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 17 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 16 - კარლოს ბაკა (მილანი); 13 - იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა)

ბოლო ტური

14 მაისი:

იუვენტუსი-სამპდორია, ნაპოლი-ფროზინონე, მილანი-რომა

15 მაისი:

ჯენოა-ატალანტა, კიევო-ბოლონია, ემპოლი-ტორინო, უდინეზე-კარპი, ლაციო-ფიორენტინა, პალერმო-ვერონა, სასუოლო-ინტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

666
aseti ramis sawinaagmdegod raime unda shemoigon rasgavs es?anu chumad tamashis micema kriminalia da rac gushin totenhemma,seviliam,viliarealma,iventusma da agarmovyvebi kide chamotvlas es normaluria??rasacwvia xom nahlad misces tamashebi??esaa chemiazrit pexburtshi kriminali
ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
პირველი შეხვედრა უკვე შედგა - "იუვენტუსმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
"ვილიარეალთან" თამაში ძალიან რთულია, რადგან ტოპ გუნდია" - გვარდიოლას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
ლიდერი ისევ "დილაა"; "ტორპედომ" კი იბერიელებს აჯობა
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან
მიქაუტაძის 66 წუთი - "მანჩესტერ სიტიმ" "ვილიარეალი" უშანსოდ დაამარცხა
[VIDEO] 2:7. "კვარას" გოლი პლუს საგოლე პასი, ორი გაძევება, ორი პენალტი და პსჟ-ს მიერ "ბაიერის" განადგურება
[VIDEO] ხვიჩას გოლი და საგოლე პასი პირველ ტაიმში - პსჟ "ბაიერს" ანადგურებს
"ბარსელონამ" "ოლიმპიაკოსი" გაანადგურა - ზარიას "კაირატმა" "პაფოსს" ვერ მოუგო
ორივე ქართველი სასტარტოშია. კვარაცხელია "ბაიერს" შეუტევს, მიქაუტაძე კი - "სიტის"
პსჟ-ს მეკარე მალე შეიძლება "სპორტინგში" ან "ვალენსიაში" გადავიდეს
კიტეიშვილით სერია A-ს კლუბი დაინტერესდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
ოფიციალურად: შონ დაიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ტრენტს "ელ კლასიკოში" თამაში სურს - როდის დაუბრუნდება ინგლისელი მოედანს
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
ზარია სეზონის დასრულების შემდეგ "კაირატს" დატოვებს
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის ვაჟი 21 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა
[VIDEO] ბევრმა დაიჯერა, რომ ხვიჩას სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაში სურდა - კვარაცხელიაზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა
"ვან გაალი დიქტატორია, მან ერთ დღეს ვარჯიშზე შარვალი ჩაიხადა, რადგან..." - ტონიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
ლუკა ტონი: არ მომწონს, რომ "ნაპოლიმ" სკუდეტოს გამო თასებზე ბრძოლა შეწყვიტა
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]
ტონი: გუნდისადმი რონალდოს დამოკიდებულება მაცვიფრებს
ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
უწინ და დღეს - როგორ გამოიყურებიან "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის"
ლეგენდათა მატჩი, ვარსკვლავური გოლებითა და ისტორიული სანახაობით [VIDEO+PHOTO]
ლუკა ტონი: გვარდიოლამ მითხრა, რომ იტალიაში სურს დაბრუნება
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია..." - სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი" - სპალეტიმ "ნაპოლის" დატოვების მიზეზი დაასახელა