"კლივლენდმა" "ატლანტასაც" 4:0 მოუგო
სერიის ანგარიშიდან გამომდინარე, "ატლანტას" უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა, ამიტომაც ამ სერიაში საუკეთესო პირველი ტაიმი ითამაშა. ამას ხელი შეუწყო "კლივლენდის" ცუდმა დაცვამ - მასპინძლებს 41 სროლა ჰქონდათ პირველ ნახევარში და აქედან 28 ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეასრულეს. შედეგად, თამაშიდან რეალიზაცია 61 პროცენტს უდრიდა, სამქულიანების გამოყენება - 42 პროცენტი იყო.

მიუხედავად ამისა, "ატლანტამ" დიდი ანგარიშით წინ გაჭრა ვერ შეძლო, რადგან "კავალიერზი" ისევ ფენომენალურად ისროდა სამქულიანებს. შეუჩერებელი იყო კევინ ლავი, რომელსაც რვა სამქულიანის ჩასაგდებად მხოლოდ 15 ცდა დასჭირდა.

ამ ყველაფერმა ის მოიტანა, რომ სამი მეოთხედის შემდეგ, "კლივლენდი" წინ გავიდა და თითქოს დამაჯერებლად უახლოვდებოდა მეოთხე გამარჯვებას. მაგრამ "ატლანტას" გადარჩენა საკუთარ თავზე აიღო დენის შრიოდერმა და თითქმის გამოუვიდა ეს. სირენამდე 1:31 წუთით ადრე, ახალგაზრდა გერმანელის ფარქვეშ შესვლას "ატლანტას" დაწინაურება მოჰყვა. თუმცა "ჰოქსმა" წარმატების განვრცობა ვერ შეძლო, რადგან საქმეში ლებრონ ჯეიმსი ჩაერია. მან ნახტომში ძალიან მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო, სირენამდე 2.8 წამით ადრე კი სუფთად დაიცვა თავი იმავე შრიოდერის წინააღმდეგ. ბოლო წამზე მილსეპმა ალალბედზე ისროლა სამქულიანი, მაგრამ ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა და თან დროც ამოწურული იყო.

"ატლანტასთან" სერია "კლივლენდმა" 77 ზუსტი სამქულიანით დაასრულა და ერთი ზუსტი შორეული ტყორცნა დააკლდა რეკორდის დამყარებამდე. საინტერესოა, რომ პლეი ოფის ერთ სერიაში ყველაზე მეტი სამქულიანი "ატლანტას" აქვს ჩაგდებული - 78. ეს მოხდა 2013-14 წლების სეზონში "ინდიანასთან" სერიაში. თუმცა "ჰოქსს" ამ რეკორდის დასამყარებლად შვიდი მატჩი დასჭირდა, "კლივლენდმა" კი "ატლანტა" ოთხ მატჩში დაამარცხა.

"ჰოქსის" ოთხ მატჩში დამარცხების შემდეგ, "კლივლენდი" მხოლოდ მეცხრე გუნდი გახდა ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფი ზედიზედ რვა მოგებით გახსნა. ბოლოს ასეთი რამ "სან ანტონიომ" შეძლო 2011-12 წლების სეზონში. შეგახსენებთ, რომ "ატლანტამდე" "კავალიერზმა" ასევე 4:0 დაამარცხა "დეტროიტ პისტონზი".

"შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებით და კარგად ვიცით - რა და როგორ უნდა გავაკეთოთ მოედანზე", - აღფრთოვანებას ვერ მალავდა მატჩის შემდეგ ჯეიმსი. მართლაც, "მაიამისა" და "ტორონტოს" სერიის დასრულების მოლოდინში, "კლივლენდმა" ტემპი თუ არ დაკარგა, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ გუნდს აუცილებლად ვიხილავთ ფინალურ სერიაში.

ატლანტა-კლივლენდი 99:100

36:27, 22:29, 19:25, 22:19

ა: შრიოდერი (21+6 პასი), მილსეპი (19+9 მოხსნა+3 პასი), სეფოლოშა (16+6 მოხსნა+3 პასი), ჰორფორდი (15+4 პასი), ბეიზმორი (11+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰემფრიზი (8+7 მოხსნა+3 დაფარება), ტიგი (5), კორვერი (2), სკოტი (2).

კ: ლავი (27+13 მოხსნა+4 პასი), ჯეიმსი (21+10 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა), ირვინგი (21+8 პასი), შამპერტი (10), ფრაი (8), ტომპსონი (5+10 მოხსნა+2 დაფარება), სმიტი (3+2 დაფარება), ჯეფერსონი (3), დელავედოვა (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (48.2/43.2), სამქულიანები (29/43.2), საჯარიმოები (71.4/61.5).

სერია: 0-4

კარი ამ კვირას MVP გახდება

"გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელი სტივენ კარი 2015-16 წლების სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ დასახელდება. ოფიციალურ განცხადებას ამ კვირის ბოლოს უნდა ველოდოთ, - იტყობინება EშPN-ის კორესპონდენტი მარკ სტაინი. MVP პრიზი ზედიზედ მეორე იქნება კარისთვის.

გასულ რეგულარულ სეზონში მცველი საშუალოდ 30.1 ქულას, 6.7 შედეგიან გადაცემას, 5.4 მოხსნასა და 2.1 ჩაჭრას აგროძებდა. კარი თამაშიდან 50.4 პროცენტის სიზუსტით ისროდა.

გარდა ამისა, ის გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, ვინც საშუალო 35 წუთში 30 ქულაზე მეტს აგროვებდა. ასევე, "მეომრების" ლიდერმა 402 სამქულიანი ჩააგდო, რაც ახალი რეკორდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
ზაზა ფაჩულია 6 ქულით დაბრუნდა! - "უორიორსმა" "კლივლენდს" მეორეც მოუგო [VIDEO]
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
NBA-ს ფინალის წინ: ზაზა ფაჩულია VS ტრისტან ტომპსონი
NBA. პლეი ოფი: ნახევარფინალური სერიის პირველი გუნდი ცნობილია [VIDEO]
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
NBA. მატჩები: ლებრონ ჯეიმსი, კარიერაში პირველად, მოედნიდან გააძევეს [VIDEO]
ჯონ ლუკასი: NBA-ს კალათბურთელების დაახლოებით 40%-ს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
NBA. მატჩები: გამთამაშებელი ლებრონ ჯეიმსი [VIDEO]
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი