სერბმა ესპანელს ისევ გაუსწო მასტერსზე მოგებებით
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტრიუმფალურად დაასრულა მადრიდის "მასტერსი", რითაც სეზონში მეხუთე ტურნირი მოიგო. ეს მაჩვენებელი და წელს 33 მოგება - საუკეთესოა პროფესიულ ტურში.

სტენ ვავრინკას ნაადრევი წაგება რომ არა, ესპანეთის დედაქალაქში ნახევარფინალურ ეტაპზე პირველ ოთხ ნომრად განთესილს ვიხილავდით, მაგრამ შვეიცარიელი ადგილი კეი ნიშიკორიმ დაიკავა.

პირველ ნახევარფინალში რაფაელ ნადალი და ენდი მარეი თამაშობდნენ - შარშანდელი ფინალის მონაწილეები. არც ისე შორეულ წარსულში, წარმოუდგენელი იყო, რომ ბრიტანელი შეძლებდა ესპანელისთვის გრუნტზე კონკურენციის გაწევას - შვიდ შეხვედაში რაფამ ენდის მხოლოდ ორი სეტი დაუთმო. მაგრამ შარშან, მადრიდის ფინალში მარეიმ ისარგებლა ესპანელის ჩავარდნით და გრუნტზე თავისი პირველი დიდი ტიტული მოიპოვა.

ნადალი ამჯერადაც არ იყო ოპტიმალურ ფორმაში - გაუჭირდა სემ კუერის დამარცხება და კინაღამ სენსაციურად წააგო ჟოაო სოუზასთან. ამიტომაც, ბრიტანელს ჰქონდა ბრძოლის შანსი და ეს გამოიყენა კიდეც. ენდიმ აქტიურად დაიწყო და ამან შედეგი პირველი სეტის შუაში მოიტანა - 5:2 წაიყვანა ანგარიში. და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო ბრძოლაში ნადალი. ესპანელმა არა მხოლოდ საპასუხო ბრეიკი შეასრულა, არამედ ახლოს იყო ზედიზედ მეოთხე გეიმის აღებასთან, მაგრამ მარეიმ თავი ხელში აიყვანა, "მშრალი" ანგარიშით აიღო მეტოქის მოწოდება და პირველი სეტი 7:5 მოიგო.

მეორე სეტის სცენარიც თითქმის იგივე იყო. ისევ მარეი დაწინაურდა 5:2 და ნადალმა კვლავ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მაგრამ თანაბარი ანგარიშისას, ენდიმ ბრწყინვალედ ითამაშა მიღებაზე - 7:5, 6:4.

ბრიტანელის მეტოქე ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. სერბი კეი ნიშიკორის ხვდებოდა. ნოვაკი ნახევარფინალამდე იოლად მივიდა და იაპონელს პირველი სეტიც მარტივად აართვა - 6:3. ყველაფერი პირველი ნომრის დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიდიოდა, მაგრამ მეორე სეტში 5:4-ზე, სამი მატჩბოლიდან მოულოდნელად წააგო საკუთარი მოწოდება. იაპონელი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე ჯოკოვიჩმა მაინც მიაღწია თავისას - 6:3, 7:6(4).

ჯოკოვიჩი და მარეი 32-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. აქედან მხოლოდ მეოთხე იყო გრუნტზე მატჩი. წინა სამი სერბმა მოიგო, მაგრამ ერთი - გადამწყვეტ ტაი-ბრეიკზე, მეორე - ხუთ სეტში 2015 წლის როლან გაროსზე. მადრიდული ფინალი ნოვაკმა შესანიშნავად დაიწყო. პირველ სეტში თითქმის არ უშვებდა შეცდომას, შესანიშნავად აწვდიდა და ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მოწინააღმდეგეს. ენდი საშინლად თამაშობდა მეორე მოწოდებაზე - მხოლოდ 17 პროცენტი მოგებული ქულები, გარდა ამისა, სულ რაღაც სამი "ვინერსი" ჰქონდა.

მაგრამ, ბრიტანელმა თანდათან იპოვნა თამაში. მან მეტოქის ორმაგით ისარგებლა და ბრეიკი შეასრულა, რითაც 4:1 დაწინაურება შეძლო. მარეიმ მთლიანად დაალაგა თამაში და სეტი იყო დაასრულა, რომ ჯოკოვიჩს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია - 6:3.

ცნობილია, რომ ჯოკოვიჩს შეუძლია გადამწყვეტი სეტის სუფთა ფურცლიდან დაწყება. მან ბრეიკით დაიწყო პარტია, თუმცა ისევ ჰქონდა ჩავარდნა და ენდიმ დაიბრუნა დაკარგული მოწოდება - მას ისევ დაეხმარა მეტოქის ორმაგი შეცდომა. შემდეგ იყო ჯოკოვიჩის კიდევ ერთი ბრეიკი და მორიგი საჩუქარი მეტოქისთვის. სერბმა მიღებაზე მატჩბოლი ვერ გამოიყენა, 5:4-ზე კი, მატჩზე ჩაწოდებისას, მარეის შვიდი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, მაგრამ ენდიმ ვერც ერთი ვერ გამოიყენა. ჯოკოვიჩმა მესამე მატჩბოლიდან მოიპოვა რთული გამარჯვება - 6:2, 3:6, 6:3.

"მასტერსზე" ტიტულების რაოდენობით, სერბმა ისევ გაუსწრო ნადალს და 29 გამარჯვებით ისევ რეკორდსმენია.

1/2 ფინალი

ენდი მარეი (ბრიტ, 2)-რაფაელ ნადალი (ესპ, 5) 7:5, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კეი ნიშიკორი (იაპ, 6) 6:3, 7:6(4).

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ენდი მარეი (ბრიტ, 2) 6:2, 3:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის