სიმონა ჰალეპმა წელს პირველი დიდი ტურნირი მოიგო
მამაკაცების ტურნირისგან განსხვავებით, ძალიან ბევრი სენსაცია მოხდა ქალებში. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 16 განთესილიდან მეოთხედფინალამდე მხოლოდ ერთმა მიაღწია და ამ ეტაპიდან მადრიდული ტურნირი, ფაქტობრივად, რუმინეთის ჩემპიონატად გადაიქცა, რადგან რვა საუკეთესოს შორის, ოთხი ამ ქვეყნის წარმომადგენელი იყო.

საბოლოოდ, ფინალამდე მეოთხედფინალში ერთადერთმა განთესილმა სიმონა ჰალეპმა და სლოვაკმა დომინიკა ციბულკოვამ გააღწიეს. ჰალეპს წლევანდელი სეზონი არ გამოსდის - მან ოთხ ტურნირზე პირველივე წრეში წააგო, მაგრამ მადრიდში ისარგებლა კარგი ბადით - მთელი ტურნირის განმავლობაში, ის არ შეხვედრია TOP15-ის არც ერთ წარმომადგენელს.

თან ისე ანადგურებდა მეტოქეებს, რომ არც ერთს ხუთზე მეტი გეიმი არ დაუთმო. მხოლოდ ირინა-კამელია ბეგუსთან ჰქონდა მცირე ჩავარდნა, მაგრამ მესამე სეტში სიმონა ყველაფერს აკონტროლებდა.

ასევე იოლი ბადე ჰქონდა დომინიკა ციბულკოვას, თუმცა მან ეს დაიმსახურა, რადგან პირველ წრეში პირველ ნომრად განთესილ აგნიეშკა რადვანსკას მოუგო. სლოვაკმა ზედიზედ ოთხი სამსეტიანი მატჩი მოიგო და მხოლოდ ნახევარფინალში გაისეირნა ლუიზა ჩირიკოსთან მატჩში.

მაგრამ ფინალში ციბულკოვას ძალიან გაუჭირდა. ის ძალიან ცუდად შევიდა თამაშში და ჰალეპს საშუალება მისცა დიდი უპირატესობა მიეღო. სიმონა თითქმის არ ცდებოდა, კარგად გადაადგილდებოდა და აქტიურად თამაშობდა.

დომინიკამ მხოლოლ მეორე სეტში დაიწყო იმ თამაშის ჩვენება, რომლითაც წინა ოთხი შეხვედრიდან სამში მოუგო ჰალეპს. სლოვაკმა აქტიურობას უმატა, ბევრ მოკლე დარტყმას ასრულებდა, მაგრამ იმ დღეს, რუმინელს არაფერი უქმნიდა პრობლემას - ის ყველა ბურთს ასწრებდა.

მეორე სეტში ჰალეპს 11 "ვინერსი" და მხოლოდ ორი უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ციბულკოვა კვალში ედგა მეტოქეს, მაგრამ ვერც ერთხელ მისი დაწევა ვერ შეძლო. ბოლო გეიმი ჰალეპმა ბრწყინვალედ წარმართა და მატჩი ორი ეისით დაასრულა - 6:2, 6:4.

1/2 ფინალი

დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)-ლუიზა ჩირიკო (აშშ) 6:1, 6:1; სიმონა ჰალეპი (რუმ, 6)-სამანტა სტოსური (ავსტრა) 6:2, 6:0.

ფინალი

სიმონა ჰალეპი (რუმ, 6)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 6:2, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ