უკრაინელი სპეციალისტის ინტერვიუმ ქართულ საზოგადოებასა და საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდში" მძაფრი რეაქცია გამოიწვია
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური ბაკალოვმა რამდენიმე დღის წინ sport.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, ზუგდიდსა და სამეგრელოზე ისაუბრა.

"ვიკიპედიაში თუ ნახავთ, გაიგებთ, რომ ზუგდიდი ეს მთლად საქართველო არაა, არამედ სამეგრელოა. აქ ყველაფერი ცოტა განსხვავებულია, ენაც კი ცოტა სხვანაირია...", - გამოაქვეყნა გამოცემამ უკრაინელი სპეციალისტის სიტყვები.

იური ბაკალოვი: ვიკიპედიის თანახმად, ზუგდიდი საქართველო არ არის

ბუნებრივია, ბაკალოვის ამ სიტყვებმა საქართველოში უკმაყოფილება გამოიწვია და მათ შორის, "ზუგდიდის" ხელმძღვანელობაშიც. ზუგდიდური კლუბის წარმომადგენლები ყოფილ მწვრთნელს უკრაინაში დაუკავშირდნენ და მის კომენტარზე ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

"აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის, რატომ გახდა ეს საკითხი პოლიტიკური მიმართულების თემა. ეტყობა, უკრაინულმა მედიაორგანიზაცია sport.ua-მ არასრულფასოვნად გააჟღერა ეს თემა ან სხვა ინტერპრეტაცია მისცა მას. იქ პირდაპირ ვამბობდი, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით, ზუგდიდი განსხვავებულია და აქ სასაუბრო ენაც კი სხვაა.

თუ ჩემმა გამონათქვამმა ქართულ საზოგადოებაში ამ მხრივ უსიამოვნება გამოიწვია, ბოდიშს ვუხდი ქართველებს და მით უმეტეს, ზუგდიდელებს. ამ ქალაქმა, მიუხედავად ჩემი წარუმატებელი საქმიანობისა, კარგად დამამახსოვრა თავი.

კარგად ვიცი, რომ ფეხბურთი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ და წარმატებას ვუსურვებ ქართულ ფეხბურთს, ხოლო იმ საკითხზე გიმეორებთ - არანაირი სხვა პოლიტიკური განზრახვა არ მქონია", - აქვეყნებს ბაკალოვის კომენტარს "ზუგდიდის" "ფეისბუქის" გვერდი.

andro zarqua
შენ შემოგევლე რა! შენს მიერ ჩამოთვლილ გუნდებს და ზუგდიდს შორის ცოტა ტვინის კუნტებს რომ გაავარჯიშებ? იმედია განსხვავებას იპოვი
გაგა
ეჰ,ჩემო იურა,ეგ ამბავი შენ კი არა,ბევრს თვითონ საქართველოშიც ვერ გაუგია კარგად დღესაც!
ლენსტალბერ კეკუა-ჩუხუა
diego70-ს. შენი ლოგიკით მანჩესტერის ორივე სუპერ გუნდს ინგლისელი უნდა ხელმძღვანელობდეს, მადრიდის ორთავევე რუპერ კლუბს, ესპანელი და ა.შ. .......... ვინ დაშალა ზუგდიდელს, თუ ასეთი პიროვნება ვინმე იყო, ეხელმძღვანელა ზუგდიდის გუნდისთვის? მართალი ნათქვამია -"ტვინი კუნთია და ვარჯიში უხდება"-ო.
diego70
ამ კაცის ან მოყვანა რა იყო ან გაშვება! დიდ პატივს ვცემ ინალიშვილს როგორც პიროვნებას და როგორც ფეხბურთელს? მაგრამ ზუგდიდის გუნდს ზუგდიდელი უნდა ხელმძღვანელობდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"ზუგდიდიდან" მთავარი მწვრთნელი იური ბაკალოვი წავიდა
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1 - მარკოს თავი [VIDEO]
იური ბაკალოვი: ვიკიპედიის თანახმად, ზუგდიდი საქართველო არ არის
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
უმაღლესი ლიგა. XX ტურის წინ: უცხოელთა ჯახი
უმაღლესი ლიგის XVII ტურის წინათქმა: ლეგიონერები ეპიცენტრში
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა