ფინალებს მარკ კლატენბურგი და იონას ერიკსონი გაწვრთნიან
უეფამ ევროთასების ფინალების მსაჯების ვინაობა დაადგინა - ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯობა წილად ინგლისელ მარკ კლატენბურგს ხვდა, ხოლო ევროპალიგის ფინალს შვედი იონას ერიკსონი წაიყვანს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი "სან სიროზე" 28 მაისს გაიმართება და ერთმანეთს მადრიდული კლუბები, "რეალი" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან. 41 წლის ინგლისელი უეფას სამსაჯო კომიტეტმა დაამტკიცა. ის 2007 წლიდან ითვლება საერთაშორისო არბიტრად.

კლატენბურგის პირველი დიდი ფინალი ლონდონის ოლიმპიური თამაშები იყო. ევრო 2012-ზე ის სარეზერვო მსაჯად ითვლებოდა, ხოლო ევრო 2016-ზე 18 მსაჯს შორის მოხვდა.

2014 წელს კლატენბურგმა უეფას სუპერთასი განსაჯა. ამ სეზონში კლატენბურგმა ევროპალიგის 2 და ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩი განსაჯა, მათ შორის, "ატლეტიკოსა" და "ბაიერნის" პირველი ნახევარფინალური მატჩი "ვისენტე კალდერონზე". მილანში კლატენბურგს ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა დაეხმარება, მეოთხე არბიტრი კი უნგრელი ვიქტორ კასაი იქნება.

18 მაისს ევროპალიგის ფინალი ბაზელში გაიმართება, "სენტ იაკობ პარკზე" ერთმანეთს "ლივერპული" და "სევილია" დაუპირისპირდებიან. მატჩს 42 წლის ერიკსონი განსჯის, რომელმაც 2013 წელს უეფას სუპერთასს უმსაჯა "ჩელსისა" და "ბაიერნს" შორის.

ის მსაჯობდა 2014 წლის მუნდიალზე, შარშან კი ბერლინში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მეოთხე არბიტრი გახლდათ. რა თქმა უნდა, ისიც განსჯის ევრო 2016-ის მატჩებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gizoi
Ahaa, gawvrtnian ki))
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ძარცვა. კლატენბურგი თვლის, რომ "ნიუკასლის" კარში პენალტი არ უნდა დაენიშნათ
ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი: "რეალის" გოლი არ უნდა ჩამეთვალა, სამაგიეროდ...
კლატენბურგი - რონალდოს გაძევებაზე: მე კრიშტიანოსა და მურილიოს ყვითელ ბარათებს ვუჩვენებდი
კ. შმეიხელი: ვარდი თამაში წინ პორტვეინს აღარ სვამს
იყო თუ არა პენალტი კვარაცხელიას წაქცევის გამო - მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი მსაჯი განმარტავს
მსაჯი კლატენბურგი: მესიმ შოკში ჩამაგდო - ღმერთო, ეს დაუჯერებელი იყო