ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობის პირველ საკვალიფიკაციო შეხვედრაში მასპინძელს მოუგო
პარიზში დაიწყო ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო შეხვედრები, რომლებშიც თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მონაწილეობს.

წინა კვირას ჩვენებურმა ჰაილბრონის (გერმანია) ტურნირზე (საპრიზო ფონდი 64.000 ევრო) გაიმარჯვა, 100 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და მსოფლიო კლასიფიკაციაში 105-ე ადგილამდე აღზევდა. საგულისხმოა, რომ 24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში მე-6 ჩელენჯერი მოიგო: 2014 წელს უზბეკეთსა და იტალიაში, შარშან ისრაელსა და ჰოლანდიაში, წლეულს - ჩინეთსა და გერმანიაში მიაღწია წარმატებას.

საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე 24 წლის ბასილაშვილი მე-14 ნომრადაა განთესილი. 17 მაისს იგი 23 წლის ფრანგ ტრისტან ლამასინეს (198-ე) დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა სასტარტო ორთაბრძოლის პირველი სეტი დაძაბულ პაექრობაში 6:3 მოიგო, მეორე 4:6 დათმო. გადამწყვეტ მესამე ხელში ნიკამ შედარებით იოლად აჯობა მეტოქეს - 6:1.

ბასილაშვილმა 2 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 13-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

მე-2 რაუნდში იგი ესპანელ დანიელ ხიმენო ტრავერს შეხვდება. ამ უკანასკნელმა იტალიელი ლუკა ვანი დაჯაბნა - 6:3, 3:6, 6:4.

ძირითად ბადეში გასასვლელად სამი მატჩის მოგებაა საჭირო. "როლან გაროსზე" წარმატებული გამოსვლა ბასილაშვილს კლასიფიკაციაში წინ წასწევს. ამჟამად 563 ქულით 105-ე საფეხურზეა.

საქართველოს ჩოგბურთელი ქალები ამჟამად გერმანიასა და იტალიაში იმყოფებიან.

ოქსანა კალაშნიკოვა ნიურნბერგში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წყვილთა შორის ასპარეზობს გერმანელ ტატიანა მარიასთან (წყვილებში 57-ე) ერთად.

მეორე ნომრად განთესილმა ქართულ-გერმანულმა დუეტმა რუსებს - ვალენტინა ივახნენკოს (117-ე) და მარია მელნიკოვას პირველი ხელი დაძაბულ ორთაბრძოლაში მოუგო - 7:6. მეორე სეტში მსგავსი ანგარიშით ივახნენკო-მელნიკოვას ტანდემმა იმარჯვა. ოქსანამ და ტატიანამ ტაი ბრეიკში მეტოქეს 10:8 აჯობეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ისევ რუსებთან - ნათელა ძალამიძესა (135-ე) და ვერონიკა კუდერმეტოვასთან (165-ე) გაარკვევენ ურთიერთობას. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა ნაო ჰიბინო (იაპონია, 121-ე) და ლაურა პოგოსი (ბრაზილია, 192-ე) ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:3.

იტალიაში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე სოფიო ქვაცაბაიამ ანა მარია ბატისტას (იტალია) კი სძლია - 6:1, 6:0, მაგრამ მეორე წრეში ნიკოლეტა დასკალუსთან (რუმინეთი) ვერაფერს გახდა - 6:7, 4:6.

ძირითადი ბადის სტარტზე სოფიო შაფათავამ, რომელიც მე-5 ნომრადაა განთესილი, პირველი ხელი მარტინა კარაგეროსთან 4:6 დათმო, მეორეში წარმატებას მიაღწია - 6:3, მესამეში მასპინძელი 3:2-ს რომ იგებდა, უამინდობის გამო ორთაბრძოლა კარგა ხნით შეწყდა. პაექრობის განახლების შემდეგ შაფათავამ მეტოქეს 6:4 აჯობა და მერვედფინალში ეკატერინე გორგოძისა და სოფია კოვალეცის (უკრაინა) დუეტში გამარჯვებულს შეხვდება.

წყვილებში შაფათავა არგენტინელ ფლორენსია მოლინეროსთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია და შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებმება, სადაც ჩინელებს - ია ძი რენსა და ვუშუან ჟენს გამოცდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

muro
პარადოქსი კი არა ვინც საქართველოს ასახელებს კალაშნიკოვა იქნება მსტოიანი თუ მამედოვი ყველას გაუმარჯოს
goreli
მართალი ხარ
ლევანი
პარადოქსი არ აის საქართველოს ოქსანა კალაშნიკოვა წარმოადგენდეს და რუსეთს ნათელა ძალამიძე?
ქუთათური
"რომლებშიც თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მონაწილეობს" რა უბედურებაა? რა არის ეს კუთხური შოვინიზმი? ანუ ქუთაისელმა თუ მოიგო ტიტული ქუთაისისთვის იგებს, გორელი გორისთვის, ბათუმელი ბათუმისთვის და ა.შ. და არა მთელი საქართველოსთვის? მასეთმა კუთხურმა შოვინიზმმა ორი კუთხე დროებით დაგვაკარგვინა და თქვენ კიდევ მასეთ დაყოფას აგრძელებთ?
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის