ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსი ძალოსანი დოპინგის გამოყენებისთვის დასაჯა
შარშან ნოემბერში ამერიკულმა ჰიუსტონმა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ქართველი მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძის რუსმა მეტოქე ალექსეი ლოვჩევმა ატაცში გამოსვლა 211 კილოგრამით დაასრულა, ჩვენებურს 2 კილოგრამით აჯობა და მცირე ოქროს მედალიც ერგო.

ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ აკვრასა (264 კგ) და ორჭიდში (475=211+264) ნაჩვენებმა ფენომენალურმა სარეკორდო შედეგებმა (ლაშა ტალახაძემ მეორე ადგილი დაიკავა) მაშინვე დააეჭვა სპეციალისტები - მსოფლიოს ჩემპიონს დოპინგი ხომ არ ჰქონდაო მიღებული.

შეჯიბრების დასრულებიდან თვეც არ იყო გასული, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის იმ 16 მონაწილის გვარები დაასახელა, რომელთა სინჯებმა დადებითი პასუხი აჩვენა. მათ შორის ოთხი რუსი იყო - ალექსეი ლოვჩევი, ალექსეი კოსოვი, ოლგა ზუბოვა და ოლგა აფანასიევა.

მძიმე წონაში ოქროსმედალოსანს სისხლში ბოლო თაობის დოპინგი იპამორელინი აღმოუჩინეს, რის გამოც საერთაშორისო ფედერაციამ ათლეტი დროებით ჩამოაშორა შეჯიბრებებს.

რუსეთის ძალოსნობის ფედერაციამ შემოწმების შედეგები გააპროტესტა და განმეორებითი ტესტირება მოითხოვა. B სინჯმა, რომელიც მონრეალის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში გაიხსნა, დადებითი პასუხი გასცა ლოვჩევის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების არსებობის შესახებ.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ დოპინგის გამოყენებისთვის ალექსეი ლოვჩევი შეჯიბრებებს ოთხი წლით ჩამოაშორა (ამდენად, იგი რიოს ოლიმპიადაზე ვერ გამოვა), ხოლო ალექსეი კოსოვს, ოლგა ზუბოვასა და ოლგა აფანასიევას სხვადასხვა ვადით დისკვალიფიკაცია მიესაჯათ.

"საერთაშორისო ფედერაციისგან გუშინ საღამოს მივიღე საბუთი ჩემი ოთხწლიანი დისკვალიფიკაციის შესახებ", - განუცხადა ჟურნალისტებს ლოვჩევმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლაშა ტალახაძის შანსები იზრდება, ლოვჩევს B სინჯმაც უმტყუნა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
საახალწლო საჩუქარი: რუსს ოქროს ართმევენ და ლაშა ტალახაძეს აძლევენ! [VIDEO]
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
არაფერი ეშველებათ - დისკვალიფიცირებული ძალოსანი რუსეთში გუნერნატორის მრჩეველად დანიშნეს
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..