რა მნიშვნელობა ჰქონდა "მანჩესტერის" ბოლო მატჩს
თუ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბორნმუთის" მატჩი ჩვეულებრივი ფორმალობა გახლდათ და ყველანი ვიაზრებდით, რომ "წითელი ეშმაკები" "ალუბლებს" 18-19 ბურთით ვერ მოუგებდა და ვერც ანტონი მარსიალი ან ვინმე სხვა გაიტანდა იმდენს, რომ ჰარი კეინისთვის ბომბარდირობა წაერთმია, ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო "ოქროს ხელთათმანისთვის" ბრძოლაში.

პეტრ ჩეხმა ბოლო ტურში მე-16 მშრალი მატჩი ჩაატარა. უკანასკნელ ტურს ჩეხი, კასპერ შმეიხელი, ჯო ჰარტი და დავიდ დე ხეა 15-15 "შათაუთით" შეხვდნენ. "სიტიმ" გოლი გაუშვა, "ლესტერმაც".

სამაგიეროდ, "მეთოფეთა" კარის დარაჯმა შეინახა კარი მშრალად და "ოქროს ხელთათმანი" გაინაღდა. ხელთათმანი თუ "ხელთათმანები" - ეს იყო საკითხავი, რადგან თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე გოლს არ გაუშვებდა, ჩეხს დე ხეასთვის მოუხდებოდა "წყვილი ხელთათმანიდან" ცალის გაზიარება.

სხვათა შორის, ჩეხს მსგავსი გამოცდილება აქვს, 2013/14 წლების სეზონში მან კარი მშრალად 16-ჯერ შეინახა. მაშინ პეტრი "ჩელსის" მეკარე გახლდათ და საუკეთესოობა მომავალი გუნდის, "არსენალის" იმჟამინდელ გოლკიპერ ვოიცეხ შჩესნის გაუყო.

ბედის ირონიაა და, თუკი ამ სეზონში "მანჩესტერიდან" ვინმეს გამოვარჩევთ, პირველ რიგში, სწორედ დე ხეას, მერე ანტონი მარსიალსა და კრის სმოლინგს, რომელმაც ძალიან შთამბეჭდავი და სტაბილური სეზონი ჩაატარა.

სწორედ სმოლინგს მოხვდა უიღბლოდ ბურთი და რიკოშეტით დე ხეას კარში აღმოჩნდა. ეს 90-ე წუთზე მოხდა. ესპანელ მეკარეს ძალიან დაწყდა გული, ამ სეზონში ის ნამდვილად იმსახურებდა თუნდაც საუკეთესო მეკარეობის სტატუსის გაზიარებას. "ოქროს ხელთათმანი" დავიდს აღარ შეხვდა. სამაგიეროდ, დე ხეა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და თავს ამით დაიმშვიდებს.

ჩეხმა კი ეს ჯილდო მეოთხედ მოიგო, რითაც ჯო ჰარტს დაეწია. პეტრი "ოქროს ხელთათმანის" პირველი გამარჯვებულია. ეს ჯილდო 2004/05 წლებიდან თამაშდება.

ჩეხისა და ჰარტის მერე პეპე რეინა მოდის, რომელმაც ყველაზე მეტი მშრალი მატჩი ზედიზედ სამჯერ ჩაატარა 2006-08 წლებში.

ოქროს ხელთათმანი, ყველა გამარჯვებული

2015/16 პეტრ ჩეხი არსენალი 16

2014/15 ჯო ჰარტი სიტი 14

2013/14 ვოიცეხ შჩესნი არსენალი 16

პეტრ ჩეხი ჩელსი 16

2012/13 ჯო ჰარტი სიტი 18

2011/12 ჯო ჰარტი სიტი 17

2010/11 ჯო ჰარტი სიტი 18

2009/10 პეტრ ჩეხი ჩელსი 17

2008/09 ედვინ ვან დერ სარი მანჩესტერი 21

2007/08 პეპე რეინა ლივერპული 18

2006/07 პეპე რეინა ლივერპული 19

2005/06 პეპე რეინა ლივერპული 20

2004/05 პეტრ ჩეხი ჩელსი 21

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

666
es xeltatmani tu xeltatmsnebi unda miecat an asuthemptonis an lesteris mekaristvis...esratqmaunda chemi azria
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯო ჰარტმა 12 წლის შემდეგ "სიტი" დატოვა და ახალ კლუბში გადავიდა
კასპერ შმეიხელი დანიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
კასპერ შმეიხელი დანიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ოფიციალურად: ლონდონის "არსენალს" 7 ფეხბურთელი ტოვებს
კ. შმეიხელი: ვარდი თამაში წინ პორტვეინს აღარ სვამს
ჯო ჰარტი: რა დამოკიდებულება მაქვს გვარდიოლას მიმართ?!.
დე ხეამ "ფიორენტინასთან" გააფორმა კონტრაქტი
დე ხეას გმირობები - "ფიორენტინამ" "მილანი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა განაახლა
ერთი წლის უთამაშებელმა დე ხეამ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს
კასპერ შმეიხელმა "ნიცა" დატოვა
დე ხეა შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს
ჰარტი: არ მგონია, რომ "რეალი" კურტუას მოისვრის და მე ამიყვანს
პეტრ ჩეხმა ლამპარდის დაწესებულ დიდი ჯარიმებზე კომენტარი გააკეთა
კასპერ შმეიხელი კარიერას გლაზგოს "სელტიკში" განაგრძობს
ჯო ჰარტი შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გადავიდეს
ამჯერად ჰოკეიში - პეტრ ჩეხმა სპორტული კარიერა განაახლა
ვერნერის დასარწმუნებლად ლამპარდი და ჩეხი თებერვალში გერმანიაში გაფრინდნენ
შმეიხელმა ინგლისის ნაკრებს მწარედ დასცინა
ლონდონის "ჩელსი" ახალ მეკარეს ეძებს
პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეორედ ტოვებს
ჰარტი გვარდიოლაზე ნაწყენი არ არის
"ონანა თუ დე ხეა?" - ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
რატომ ახორციელებენ მერეტზე ზეწოლას? - "ნაპოლიმ" შეიძლება მეკარე დაიმატოს