მათეს კოშმარი: კონტრაქტი არ უშვებს, მწვრთნელი არ ენდობა...
27 წლის ფორვარდ მათე ვაწაძეს კარიერაში საუკეთესო დროება არ უდგას. ერთ დროს "ორჰუსის" მთავარი ბომბარდირი ამ კლუბის თადარიგშიც კი ვეღარ ხვდება.

არადა, მართლაც ძნელი ასახსნელია ვაწაძის თავს დატრიალებული ამბები...

როგორც ჩანს, ყველაფრის თავი და თავი აღმოჩნდა "ორჰუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გლენ რიდერსჰოლმის მისვლა. ამის შემდეგ ვაწაძისთვის ყველაფერი თავდაყირა დადგა. ახალმა მწვრთნელმა "თავისი" ფორვარდი მოიყვანა და ქართველს საერთოდ აღარ მისცა თავის გამოჩენის შანსი.

ბოლოს ვაწაძეს რომ ვესაუბრეთ, სიტუაციის შეცვლის იმედი ჰქონდა, თუმცა აქედან ჯერ არაფერი გამოდის.

ბოლო დროს ქართულ საფეხბურთო კულუარებში ითქვა, რომ მისი გადაბირებით თბილისის "დინამოა" დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ მათე სწორედ "დინამოს" აღზრდილია. მან ამ გუნდში გადადგა პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში.

თავის მხრივ, "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ელის და რა გასაკვირია, რომ შემადგენლობის გაძლიერება სურდეს.

"გულწრფელად გეტყვით, თბილისის "დინამოს" ინტერესის შესახებ პირველად თქვენგან გავიგე. რაც შეეხება ჩემს მომავალს, დღესაც გაურკვევლობაში ვარ. გუნდიდან წასვლა მინდა, მაგრამ ამავე დროს "ორჰუსთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. მოკლედ, არ ვიცი, რა და როგორ იქნება", - გვითხრა ვაწაძემ.

"ორჰუსისა" და "დინამოს" გარდა, მას ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასა" და გორის "დილაშიც" უთამაშია. დანიაში 2012 წლიდანაა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვაწაძემ 13 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ფაქტია, საქართველოს ნაკრების ინტერესებშიცაა, რომ მან სწრაფად იპოვოს ისეთი კლუბი, სადაც სისტემატური სათამაშო პრაქტიკა ექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Nodari
წამოდი მათე დილაში. დილაში გაიქაჩე ყველაზე მეტად. ხოლოთ მარტო ფორმაში ჩასადგომად და მერე 6 თვეში წასასვლელად არა. დილა ხო მოსამზადებელი გუნდი გახადეს.
jen-tile
::::::::::::::::::::დდდდდდდდდდდდ რაის დიანმო კაით რა ეს ის გუნდი არაა რაღაცის სანაცვლოდ რო იმას აძლევს რაქვია უი ცენზურააა
fcb
აკაკი კაკო კაკი დინამო ვიღას უყვარს ერთი ეგ მითხარი,ერთდროს ტორპედოც უგებდა ყველას მარა არავის ეზიზღებოდა უფრო მეტიც ბურჯანაძეზე გაინაღდა ერთხელ ჩემპიონობა ტორპედომ და მთელი სტადიონი ტაშს უკრავდა.თქვენ კიდე მაგას ვინ გაღირსებთ
ser
ცვეტში დინამო ხალხს დიდი ხანია თბილისშიც კი აღარ უყვარს რისი დასტურიც მაგენის თამაშზე "გადავსებული სკამები"-ც მეტყელებს :))). :დ:დ რეგიონებზე რა თქმა უნდა აღარარის საუბარი, ვინმე ბებერს თუ არ ჩავთვლით იმ 81 წელს რო მიტირის გულამოსკვნით. მე პრინციპში არც არასდროს მევასებოდა ეგ გუნდი პირიქით, უბრალოდ ვისაც ოდნავი სიმპათია მაინც გააჩნდათ იმათაც ხომ შეაძულეს თავისი მსაჯთა კორპუსით და ფიფიას ხელის ბიჭების დახმარებებით ჩაწყობებით თუ მიცემებით მოგებული ტიტულებით ეს გუნდი. დიდება ტ ო რ პ ე დ ო ს დიდება ქ უ თ ა ი ს ს , წელს მართალია ვერაფერი ვერ მოვიგეთ მაგრამ ისიც მყოფნის ამ ეტაპზე დინამომ უფრო მეტად რო შეაზიზღა თავი საქართველოს თავისი "ჩესნი" გამოსვლით . ცოტაოდენ ხნაში :)) ევროპაზე ვნახავთ თუ როგორ ლამაზად და თავმომწონედ წამოვა პირველივე ეტაპზე შინ ეს გუნდი :დ:დ მარა ფიფიამ შეიძლება ვინმესთან იქაც გამონახოს თბილი "ურთიერთობა" და ამის იმედზე მაინც იყავით აშკარად. თუმცა რეალურად არც კი G ა ი ფ ი ქ რ ო თ ხოო :პპპპპპპპპპ .
samtredia
აბა ბიჭოს წელს რო დინამომ სამტრედიასა და გორის დილას დღეაყარა ნუ იტყვით,,,:D:D:D:D:D:D:D:D:D
Akaki
ღმერტისგან ნაბოძები დილა რათქმაუნდა ყველას უყვარს :) მაგრამ სკ დილა გორი? საეჭვოა :D :D :D მაგრამ დინამო ყველას უყვარს გარდა იმ განაწყენებული ხალხისა რომელთა საყვარელ გუნდებსაც ერთი ამოსუნთქვით ამარცხებს
fc dila
დილა ყველას ევასება, ზარმაცების და მუქთახორების გარდა, დილა რომ არ იყოს სულ ღამე იქნებოდა, დილა ყველგან და ყოველთვის..........
Akaki
ქვილითაიას ყიდვა კიევის დინამოს უნდაო, თუ გაყიდიან შეილება ვაწაძე მაშინ დაიმატონ
ika
მაგას ისევ ქვილითაია მირჩევნია ! ზოგადად კლუბი ფინალში მაქსიმუმ თამაშს აჩვენებს ეს თუ დინამოს მაქსიმუმი იყო მაგრად შევრცხვებით ევროთასებზე
Akaki
დინამო ვის ევასება როო? :D :D :D :D და გორის დილა გორელების გარდა ევასება ვინმეს? :D
დინამო-ს
ფიფიამ მითხრა ცოტახნის წინ
gori
ვაწა დილადან გაიქაჩა და ისევ დილაში ბრუნდება, დინამო არ ევასებაო ნეტა მართალიაა?პრინციპში ვის ევასება როო?
sdfs
იმედი მაქვს საქართველოში მარტო ევრო თასების სათამაშოდ ჩამოვა და მახსიმუმ ზამთრამდე დარჩება ეს კაცი იმსახურებს ნორმალური ჩემპიონატის კარგ გუნდში თამაშს ნაკრების კაცია სუფთა 13 თაშში 4 გოლი ცუდი შედეგი არაა მიტუმეტეს რო ჩვენს ნაკრებს არც ისე ბევრი გააქვს მაგარი კაცია და უნდა ითამაშოს კიდე უკეთ ლიგაში ორჰუსშიც საუკეტესოა უბრალოდ მწვრთნელი არის ნაგლი რო არ ათამაშებს! წარმატებები ვაწაა!
გოგი
ტორპედოც არ დაიცუნებდა.
დინამოს
რამდენად რეალური ინფო გაქვს ვაწაძის დილაში დაბრუნებასთან დაკავშირებით და არა დინამოში?
dinamo
ჩვენდა სამწუხაროდ ვაწაძე დილაში ბრუნდება და არა დინამოში,
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა