სამთო სათხილამურო სპორტი. მსოფლიოს ჩემპიონატი

გუშინ გერმანიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალებმა მედლების მეორე კომპლექტი გაითამაშეს. ყველაზე უნივერსალური მოთხილამურე გამოვლინდა. როგორც იცით, სუპერკომბინაცია ორი სახეობისგან შედგება - ყველაზე ჩქაროსნული სწრაფდაშვება და ყველაზე ნელი - სლალომი.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გუშინდელი სტარტი სენსაციით დასრულდა, თუმცა მეორე ეშელონის სპორტსმენებს მოულოდნელი შედეგებისთვის ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი. ამის მიზეზი თანამედროვეობის ორი უძლიერესი მოთხილამურის - ლინდსი ვონისა და მარია რიშის ავადმყოფობა იყო.

რიშს უშუალოდ სუპერკომბინაციის წინ შეეყარა გრიპი. მიუხედავად ამისა, გერმანელმა არ გააწბილა თავისი გულშემატკივარი და მაინც გავიდა ტრასაზე, თუმცა ათეულში შესვლაც ვერ შეძლო და საბოლოოდ მე-12 ადგილს დასჯერდა. რაც შეეხება ვონს, მან არაერთხელ განაცხადა, რომ განიკურნა ტვინის შერყევისგან, რომელიც ჩემპიონატის წინ ერთ-ერთი ვარჯიშისას მიიღო, მაგრამ ამერიკელის შედეგები საპირისპიროზე მეტყველებს. მეორე სტარტია მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი მედლის გარეშე რჩება. ამჯერად მან სწრაფდაშვებაში მხოლოდ მე-11 დრო აჩვენა, სლალომში გამოსვლაზე კი უარი განაცხადა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სწრაფდაშვების შემდეგ ლიდერობა ავსტრიელმა ელიზაბეტ გიორგლმა მოიპოვა. ეს მოთხილამურე ბრწყინვალე ფორმაშია, რაც ორი დღის წინ სუპერგიგანტის მოგებით დაამტკიცა. თუმცა გიორგლს სლალომი არ გამოუვიდა და საბოლოოდ ოქმში მხოლოდ მეხუთე ადგილი ერგო. რა თქმა უნდა, ავსტრიელი ამან ძალიან გაანაწყენა, მაგრამ იმან ოდნავ მაინც გამოუკეთა ხასიათი, რომ გუშინ ჩემპიონი მისი თანამემამულე გახდა.

ანა ფენინგერი მხოლოდ 21 წლისაა. წელს მან კარგად წარმოაჩინა თავი ჩქაროსნულ დისციპლინებში, მაგრამ სლალომში მისგან განსაკუთრებულ შედეგს არ ელოდნენ. სწრაფდაშვების შემდეგ ფენინგერი მეოთხე იყო და ყველა ვარაუდობდა, რომ ორი ცდის ჯამში ანასთვის ათეულში ადგილის შენარჩუნებაც კარგი შედეგი იქნებოდა. ფენინგერმა ეს პროგნოზი არ გაამართლა - სლალომშიც მეოთხე დრო აჩვენა, ორი ცდის ჯამში კი სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. ასე რომ, ავსტრია აგრძელებს ამ ჩემპიონატზე დომინირებას - მას უკვე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი აქვს აქტივში. ეს ერთგვარი რეაბილიტაციაა ვანკუვერის ოლიმპიადაზე ჩავარდნისთვის.

მეორე ადგილი დაიკავა სლოვენიელმა ტინა მაზემ, ვინც სწრაფდაშვებაში ნორმალური დონე აჩვენა, სლალომში კი ბრწყინვალე იყო. ბრინჯაო ერგო ლეგენდარულ შვედ ანია პერსონს. სკანდინავიელისთვის ეს მე-12 მედალია მსოფლიოს ჩემპიონატებზე. პერსონი შვიდგზის ჩემპიონია, ორი ვერცხლი აქვს და სამი ბრინჯაო.

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის პროგრამაში მამაკაცების სწრაფდაშვებაა, კვირას კი ამავე დისციპლინაში ქალები შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

სუპერკომბინაცია

ქალები

1. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 2:43.23; 2. ტინა მაზე (სლოვენ) - +0.09; 3. ანია პერსონი (შვედ) - +0.27; 4. დომინიკ გიზინი (საფ) - +0.67; 5. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - +0.89; 6. დენიზე ფაიერაბენდი (შვეიც) - +1.28.

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა