"ატლეტიკომ" დამსახურებული ნახევარმცველი არ გაუშვა
გუშინ მადრიდის "ატლეტიკომ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ტიაგო მენდეშმა "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი ერთი სეზონით გაახანგრძლივა და ის მადრიდში 2017 წლის ზაფხულამდე დარჩება.

35 წლის ტიაგოს "როხიბლანკოს" მაისურით 163 თამაში დაუგროვდა მას მერე, რაც 2010 წელს "იუვენტუსიდან" "ატლეტიკოში" გადავიდა. "მიხარია, რომ მეძლევა საშუალება, კიდევ ერთი სეზონი გავატარო "ატლეტიკოში". ეს კლუბი ჩემი ოჯახივითაა, დიდი კლუბია, სადაც დიდი ფეხბურთელები თამაშობენ", - განაცხადა ტიაგომ "ატლეტიკოს" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მან ნოემბერში მძიმე ტრავმა მიიღო და მხოლოდ ახლახან გამოჯანმრთელდა. ამის გამო მან პორტუგალიის ნაკრებში ადგილი დაკარგა და ევრო 2016-ზე არ მიჰყავთ, თუმცა დიეგო სიმეონეს ტიაგო კვლავ სჭირდება და მომდევნო სეზონში მისი ეიმედება. ახლა ტიაგო მხოლოდ 28 მაისის ფინალზე ფიქრობს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ:

"ლიგის მომავალი ფინალი ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. ძალიან დიდხანს ვერ ვთამაშობდი, მიჭირდა, მაგრამ კლუბის თანადგომას მუდამ ვგრძნობდი. ახლა ეს თანადგომა ფინალში კარგი თამაშით უნდა ავანაზღაურო", - აცხადებს ის.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე "ატლეტიკომ" კონტრაქტი კიდევ ერთ ნახევარმცველს გაუხანგრძლივა - საულ ნიგესს. ტიაგოსგან განსხვავებით, ახალგაზრდა საული "როხიბლანკოს" რიგებში 2021 წლამდე დარჩება.

"ატლეტიკო" "ლანსს" ყიდულობს

ამასობაში "ატლეტიკოს" ევროპაში ბიზნესინტერესებიც გაუჩნდა, კლუბმა ლუქსემბურგულ ფირმა "სოლფერინოსთან" ერთად განიზრახა ფრანგული კლუბის, "ლანსის" აქციების 35%-ის ყიდვა.

"ლანსი" გაკოტრებულია და მისი ყიდვა-გაყიდვის საკითხს მეპატრონეები ვეღარ განაგებენ, ეს სასამართლოს წესით ხდება. "ატლეტიკოსა" და "სოლფერინოს" წინადადებასაც შესაბამისი უწყება განიხილავს.

მადრიდულ კლუბს "ლანსის" შეძენა შარშანაც სურდა, მაგრამ პროცესი შეყოვნდა. საბოლოო პასუხს "ატლეტიკოში" ფრანგული სასამართლო უწყებიდან ორშაბათს შეიტყობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ტიაგო მენდეში მადრიდის "ატლეტიკოს" 3 თვით დააკლდება
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ატლეტიკოს" ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
ენდრიუ რობერტსონი: "ლივერპულმა" ღირსეული შედეგი დადო, მაგრამ იცის, რომ უკეთესიც შეუძლია
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გულშემატკივრები გრიზმანს ამ ყველაფერს არ აპატიებენ..." - "ატლეტიკოს" პრეზიდენტი
მადრიდის "ატლეტიკო" "სელტას" კაპიტნით დაინტერესდა
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"იუვენტუსი" ტრავმირებული პოგბას შემცვლელს იმატებს
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
[VIDEO] "პერესი გაგაგდებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე" - სიმეონესა და ვინისიუსის დაპირისპირება მატჩის დროს
"ატლეტიკოს" კაპიტანი: "რეალი" პენალტებსაც იმსახურებს და ჩემპიონობასაც
აქსელ ვიტსელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს