ჩოგბურთი. ტურნირების მიმოხილვა

როტერდამის ტურნირს კინაღამ გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი და პირველი ნომერი რობინ სიოდერლინგი. შვედს მატჩბოლის მოგერიება მოუწია გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან შეხვედრაში, რომელიც ორ საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. სიოდერლინგმა ეისებში აჯობა მეტოქეს (16:12), მაგრამ ბრეიკ-პოინტების რეალიზაციაში მოიკოჭლებდა (რვიდან სამი შანსი გამოიყენა) და ამიტომაც მოუწია მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე ნერვიულობა.

ასევე კარგად აწვდიდნენ მარკოს ბაღდატისი და ფელისიანო ლოპესი (ჯამში 21 ეისი). მათ შეხვედრაში სულ ორი ბრეიკ-პოინტი დაფიქსირდა. ორივე კვიპროსელ ჩოგბურთელს ჰქონდა, რომელთაგანაც ერთი გამოიყენა. გამარჯვებაც სწორედ კუნძულელს დარჩა.

ივან ლუბიჩიჩმა და ტომაშ ბერდიხმა კვალიფიკაციის გამარჯვებულები - ბენუა პერი და დმიტრი ტურსუნოვი დაამარცხეს. თუმცა ბერდიხს არ გაუმართლა. მან ტრავმა მიიღო და გუშინ ჟო-ვილფრიდ ცონგას წინააღმდეგ კორტზე გასვლა ვერ შეძლო. ასე გავიდა ფრანგი უბრძოლველად ნახევარფინალში.

გადავინაცვლოთ სან ხოსეში, სადაც ძალიან საინტერესო მეოთხედფინალია მოსალოდნელი ხუან მარტინ დელ პოტროსა და ლეიტონ ჰიუიტს შორის. არგენტინელმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვა ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში თამაშის უფლება. ამისთვის მან ორი სეტი იკმარა სლოვაკი ლუკაშ ლაჩკოს წინააღმდეგ. პირველ სეტში ამერიკის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო მეტოქეს, მეორეში საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, იქ კი არგეტინელმა ისევ დიდი უპირატესობა მოიპოვა და "შემოკლებულ გეიმში" 7:1 გაიმარჯვა.

რაც შეეხება ლეიტონ ჰიუიტს, მას უფრო რთული მატჩი ჰქონდა კიდევ ერთ არგენტინელ ბრაიან დაბულთან, რომელიც 106-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს კლასიფიკაციაში. პირველი სეტის წაგების შემდეგ ჰიუიტს მეორე პარტიაშიც რთული ბრძოლის გადატანა მოუხდა და მხოლოდ ბოლოსკენ გატეხა სამხრეთამერიკელის წინააღმდეგობა, მესამეში კი ერთადერთი ბრეიკით გაიმარჯვა. დელ პოტროსა და ჰიუიტს აქამდე ორჯერ უთამაშიათ ერთმანეთში და ანგარიში 1:1 გახლავთ.

როტერდამისა და სან ხოსეს ტურნირებს ერთი ეტაპით უსწრებს ბრაზილიის კოშტა დო სოიპე, სადაც უკვე ნახევარფინალური წყვილები დაკომპლექტდა. აქ ოთხივე მეოთხედფინალში აშკარა იყო ერთი ჩოგბურთელის მეორეზე უპირატესობა. მეტნაკლები წინააღმდეგობა შეხვდა უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს იტალიელი პოტიტო სტარაჩესგან, თუმცა ამ მატჩშიც ყველაფერი ორ სეტში გაირკვა.

არგენტინელ ხუან-იგნასიო ჩელასთან წააგო ადგილობრივი პუბლიკის მთავარმა იმედმა ტომაშ ბელუჩიმ, მაგრამ ნახევარფინალურ ეტაპს მაინც შემორჩა ერთი ბრაზილიელი ჩოგბურთელი. ეს არის რიკარდო მელო, ვინც 59 წუთში მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო ესპანელ პაბლო ანდუხარს. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა ხუთიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ახლა ნახევარფინალში დოლგოპოლოვს შეხვდება.

ATP

ABN AMRO World Tennis

როტერდამი (ჰოლ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 150 000 ევრო

1/8 ფინალი

მარკო ბაღდატისი (კვიპ)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 7:6(3), 6:3; ივან ლუბიჩიჩი (ხორ, 7)-ბენუა პერი (საფ) 6:0, 6:4; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს) 6:4, 4:6, 7:5; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 1)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 6:3, 5:7, 7:6(7); მიხაილ იუჟნი (რუს, 6)-ტიემო დე ბაკერი (ჰოლ) 6:4, 6:4.

1/4 ფინალი

სიოდერლინგი (1)-იუჟნი (6); ჩილიჩი-ტროიცკი; ცონგა (8)-ბერდიხი (4); ლუბიჩიჩი (7)-ბაღდატისი.

SAP Open

სან ხოსე (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 531 000 დოლარი

1/8 ფინალი

დენის ისტომინი (ყაზ, 5)-მაიკ რასელი (აშშ) 7:6(7), 7:6(4); ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 6:1, 7:6(1); ტიმ შმიჩეკი (აშშ)-კეი ნიშიკორი (იაპ, 8) 6:4, 3:6, 6:1; ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა, 7)-ბრაიან დაბული (არგ) 3:6, 7:5, 6:3; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 1)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 7:5, 7:5; გაელ მონფილსი (საფ, 2)-რობერტ კენდრიკი (აშშ) 6:2, 5:7, 6:4.

1/4 ფინალი

ვერდასკო (1)-ისტომინი (5); დელ პოტრო-ჰიუიტი (7); ბერანკისი-რაონიჩი; შმიჩეკი-მონფილსი (2).

Brasil Open

კოშტა დო სოიპე (ბრაზილია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 442 500 დოლარი

1/4 ფინალი

ალესანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 4)-პოტიტო სტარაჩე (იტა, 7) 6:3, 6:4; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 1)-რუი მაშადო (პორ) 6:2, 6:4; ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 5)-ტომაშ ბელუჩი (ბრა, 3) 6:1, 6:2; რიკარდო მელო (ბრა)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:1, 6:0.

1/2 ფინალი

ალმაგრო (1)-ჩელა (5); დოლგოპოლოვი (4)-მელო.

WTA

Open GDF Suez

პარიზი (საფრანგეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 618 000 დოლარი

1/8 ფინალი

კაია კანეპი (ესტ, 3)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:3, 6:4; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 6:4, 6:7(6), 7:6(9); ელენა დოკიჩი (ავსტრა)-ნადეჟდა პეტროვა (რუს, 5) 6:4, 7:6(4); ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 6)-კრისტინა კუკოვა (სლოვაკ) 6:4, 6:2; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 7)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:1, 6:3; ბეტანი მატეკი (აშშ)-სტეფანი კოენ-ალორო (საფ) 7:5, 6:3.

1/4 ფინალი

კლაისტერსი (1)-დოკიჩი; კანეპი (3)-ციბულკოვა (8); ვიკმაიერი (7)-კვიტოვა (4); პეტკოვიჩი (6)-მატეკი.

PTT Pattaya Open

პატაია (ტაილანდი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/8 ფინალი

ვერა ზვონარევა (რუს, 1)-ნუნადა ვანასუკი (ტაილ) 6:1, 7:5; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 4)-კიმიკო დატე (იაპ) 7:6(3), 6:3; სარა ერანი (იტა, 8)-აიუმი მორიტა (იაპ) 2:6, 7:5, 6:2; აკგულ ამანმურადოვა (უზბ)-ჩენელ სხეპერსი (ს. აფრკ) 6:2, 6:4.

1/4 ფინალი

ზვონარევა (1)-პენგი (6); ჰანტუხოვა (4)-ამანმურადოვა; ერანი (8)-ვოსკობოევა; ვინჩი-ივანოვიჩი (2).

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის