"ვიღაც ბურთს ძელს რომ მოარტყამს, ამასაც მე მაბრალებენ და არ უნდა დავისვენო?"
2015 წლის ნოემბერში "ტრაბზონსფორიდან" წამოსვლის შემდეგ შოთა არველაძე ისვენებს და როგორც ამბობს, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, კარიერას რომელი გუნდის მწვრთნელად გააგრძელებს.

უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხეადგილოსანი თავდამსხმელი ნიჭიერი მწვრთნელიც გამოდგა: 2008 წელს, "ალკმაარში" ლუის ვან გაალის თანაშემწეობით დაწყებული კარიერა თურქულ კლუბებში - "ქაისერისფორსა" და "ქასიმფაშაში" მთავარი მწვრთნელის რანგში გააგრძელა. 2015 წლის ივლისში შოთამ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "ტრაბზონსფორთან", სადაც 1993-97 წლებში თამაშობდა და საყოველთაო სიყვარულიც მოიპოვა ტყუპისცალ არჩილ არველაძესთან ერთად. მაგრამ არველაძე-მწვრთნელმა "ტრაბზონსფორი" წარმატებების გარეშე მალევე დატოვა...

მას შემდეგ ათასი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა. მცირე ხნის წინ ამტკიცებდნენ, თითქოს, შოთას ბაქოს "ნეფთჩიში" იწვევდნენ და ტრანსფერებში სრულ კარტ-ბლანშსაც ჰპირდებოდნენ. მერე თურქულ ვარიანტზე ალაპარაკდნენ - "ანტალიასფორმა" შესთავაზა სამსახურიო.

გუშინ კი გვითხრეს, რომ შოთამ, შესაძლოა, ისრაელის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის, ჰაიფას "მაკაბის" მწვრთნელად დაიწყოს მუშაობა...

სწორედ ამ ჭორ-მართალში გასარკვევად თბილისში ჩამოსულ შოთა არველაძეს დავუკავშირდით...

- ბოლო დროს თქვენს შესაძლო ახალ სამსახურზე ურთიერთსაწინააღმდეგო ხმები ვრცელდება...

- რაო, ახლა სად "გამიშვეს"?

- ჰაიფას "მაკაბში"...

- მე არ ვიცი, ისრაელიდან არავინ დამკავშირებია.

- "ლელომ" იცის, რომ ეს ზუსტი ინფორმაციაა...

- დამიჯერეთ, ახალი ჯერ არაფერია.

- ისიც შევიტყვეთ, თითქოს, წინადადებით ბაქოს "ნეფთჩიმაც" მოგმართათ...

- ბაქოელები ნამდვილად დამიკავშირდნენ.

- და რა უპასუხეთ, თუ საიდუმლო არ არის?

- ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან გადაწყვეტილი არაფერია.

- რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ვერსიად "ანტალიასფორიც" დასახელდა. თურქეთში დაბრუნება ხომ არ გსურთ?

- რაღა დაბრუნება, სულ თურქეთში არ ვარ?! ოჯახი იქაა, ბავშვები იქ სწავლობენ... მაგრამ მესმის, რასაც მეკითხებით - ვიმუშავებ თუ არა თურქეთში, ამაზეც ვერაფერს გეტყვით.

- ანუ საუკეთესო ვარიანტებზე მსჯელობთ?

- არა, უბრალოდ, ჯერ არსად მეჩქარება.

- სეზონი მთავრდება, მაგრამ სადაცაა, ევროტურნირები დაიწყება. გუნდები მალე დაიწყებენ ახალი ბატალიებისთვის მზადებას. საჩქარო როგორ არ არის?!

- ამხელა სტრესების შემდეგ დასვენება არ მეკუთვნის (იცინის)? ვიღაც ბურთს ძელს რომ მოარტყამს, ამასაც მე მაბრალებენ და არ უნდა დავისვენო?

- თქვენი საუბრიდან ისე ჩანს, რომ ყველაზე რეალური "ნეფთჩის" ვარიანტია...

- სანამ ახალ კლუბთან კონტრაქტს ხელს არ მოვაწერ, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. დასამალი არ არის, "ნეფთჩის" წარმომადგენელს შევხვდი და ველაპარაკე. 21 მაისს ბაქოში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალია და იქაც მიმიწვიეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

- ცნობილი გახდა, რომ არველაძეების ფონდმა საქველმოქმედო ღონისძიება სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად გამართა...

- სიმსივნით დაავადებული ბავშვების დახმარება მარტო ჩვენი ვალი არ არის და ვცდილობთ, ფონდს გვერდში დავუდგეთ. ამაში აღსანიშნავი არაფერია, ყველანი ადამიანები ვართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mdzgoli
ოგონდ სჰენ ცადი და გაიკოლე სჰენი დზმები ამას ნატრტობს ცჰემს ირგვლივ კველააა ტქვენ ქარტველ ხალხს პეხბურტი სჰეაზიზგეტტ
lali
პირადად არ ვიცნობ მარა ეს ოჯახი მიყვარს:)
Aburjga
ნეტავი ბავშვები სკოლაში თურქეთში რატომ სწავლობენ?!
koki
ხაშურის ივერიაში რომ წახვიდე ვითომ არა?
Xalxi
ნაკლებად ილაპარაკეთ, ნუ გვაწუხებთ თქვენი აზრებით, სადაც წახვალ მერე გავიგებთ.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
Azerisport: "თბილისელები მთლიანად მოიშალნენ და აზერბაიჯანელებმა ამით ისარგებლეს"
რუსული გამოცემა: "ქართველებს აზერბაიჯანელებთან თანაბრად თამაში შეუძლიათ?!"
"ყოჩაღ აბასოვს, "დინამო" ძალიან სუსტი შემადგენლობით დაამარცხა!" - გულშემატკივართა გამოხმაურება
თბილისის "დინამოს" კარში 2 გოლის ავტორი აზერბაიჯანელი ნოკაუტში გაუშვეს [VIDEO]
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"საქართველოს დაბალი დონის ლიგის კლუბმა კი "ნეფთჩის" თამაშით აჯობა" - გულშემატკივრებმა აზერბაიჯანულ გუნდს თამაში დაუწუნეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
Azerisport: "ბაქოში "ნეფთჩი" მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს და არა იღბლის წყალობას"
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა