მენი პაკიაომ და შეინ მოზლიმ მომავალი ბრძოლის წინ პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართეს

გუშინ ლოს ანჯელესში პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც 7 მაისს დანიშნულ ბრძოლას მიეძღვნა. ამ დღეს რინგზე ერთმანეთის პირისპირ დადგებიან ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონი, ფილიპინელი მენი პაკიაო და სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ამერიკელი შეინ მოზლი.

ეს არ ყოფილა დიდი ბრძოლებისთვის დამახასიათებელი პრესკონფერენცია, როცა მოკრივეები ათასგვარი ფრაზებით ცდილობენ ერთმანეთის დამცირებასა და წყობიდან გამოყვანას. ამჯერად პაკიოამ და მოზლიმ კომპლიმენტები მიუძღვნეს ერთმანეთს.

32 წლის პაკიოამ განაცხადა, რომ არ აპირებს მეტოქის შესაძლებლობების შეუფასებლობას: "მოხარული ვარ, რომ ამ ბრძოლას Showtime და CBS გადასცემს - შეხვედრას კრივის უფრო მეტი მოყვარული იხილავს. ბევრი უნდა ვივარჯიშო იმისთვის, რომ არ გავაწბილო ჩემი გულშემატკივარი. მოზლი კარგი მოკრივეა, ყოფილი ჩემპიონი, ამიტომაც არ ვაპირებ მის შეუფასებლობას. შევეცდებით ეს შეხვედრა წლის ბრძოლად ვაქციოთ, ამიტომაც ორივენი კარგად მოვემზადებით".

39 წლის მოზლი თავის შანსს იმაში ხედავს, რომ მისი სტილი კარგად ერგება მეტოქის ბრძოლის მანერას. "მენი - კარგი ბიჭია. მე მასში ნამდვილ სპორტსმენს ვხედავ, რომელიც მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. მას უყვარს კრივი, - ამბობს მოზლი. - ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ბრძოლას სტილები ქმნიან. მენის შეტევა და რიკსი უყვარს და ეს დამეხმარება. რინგზე ერთმანეთს შეხვდებიან მოკრივეები, რომლებსაც ღია ბრძოლა იზიდავთ. ვფიქრობ, საკმარისად მოხერხებული ვარ იმისთვის, რომ ისტორიული გამარჯვება მოვიპოვო".

"არ ვიცი, რა ფსონებია ამ ბრძოლაზე. ეს არ მაინტერესებს. აუთსაიდერი ნამდვილად არ ვიქნები. წესით, ფსონი თანაბარი უნდა იყოს. მენი ხშირად იქნევს მუშტებს, სამაგიეროდ, ჩემი დარტყმა უფრო ძლიერია. არ ვიცი რამდენი რაუნდი გაგრძელდება ბრძოლა, მაგრამ მე-12 რაუნდამდე საქმე არ მივა. როგორც წესი, ასეთი ბრძოლები მსაჯის გადაწყვეტილებით არ მთავრდება", - დაამატა ამერიკელმა.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე