მალიორკაში ბრწყინვალედ ათამაშდა 19 წლის ეკა გორგოძე, რომელმაც ჯერ ერთი 10-ათასიანი მოიგო, შემდეგ მეორეში ჩაერთო წარმატებით

პარიზის კორტებზე დასასრულს მიუახლოვდა ვტა-ს ტურნირი "ოფენ გაზ სუეცი", რომლის საპრიზო ფონდი 618 ათასი დოლარია. საფრანგეთის დედაქალაქში ძალებს მაკა ჩახნაშვილი (234) და სოფიო შაფათავა (280) ცდიდნენ, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ჩვენებურები პირველივე საკვალიფიკაციო წრიდან გამოვარდნენ, ტურნირის შესახებ მხოლოდ უცხოური სპორტის გვერდში თუ წაიკითხავდით.

არადა, მაკა ჩახნაშვილმა წყვილთა თანრიგში მოულოდნელ წარმატებას მიაღწია: ის ფინელ ემა ლაინესთან ერთად ძირითად ტურნირში რეიტინგით მოხვდა. პირველ წრეში მათ ჩეხების დუეტი (კვიტოვა, საფაროვა) არ გამოუცხადდა. მეოთხედფინალში მაკამ და ემამ დაძაბულ ბრძოლაში ფრანგებთან (კორნე, რაზანო) წააგეს. - 7:5, 1:6, 7:10.

გავრცელდა ხმა, თითქოს, ჩახნაშვილმა მეოთხედფინალში გასვლით 110 სარეიტინგო ქულა და 4 850 დოლარი მიიღო, რაც, სამწუხაროდ, მართალი არაა - ვტა-ს წესებით ჩოგბურთელმა ტურნირზე თამაში უნდა მოიგოს, ისე სარეიტინგო ქულები არ დაეწერება - მაკამ კი მეოთხედფინალში მატჩის მოუგებლად გააღწია. საპრიზო ფონდს, რაც შეეხება, 4 800 დოლარი წყვილმა მიიღო, მაკას ამ თანხის ნახევარი შეხვდება.

მიდლენდში, 100-ათასიანი ტურნირი "დოუ ქორნინგ ტენის კლასიკი" სენსაციური მოგებით დაიწყო ანა ტატიშვილმა (129), რომელმაც გზიდან ტურნირის პირველი ჩოგანი ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 75) ჩამოიცილა, მაგრამ მოწინავე ასეულის წევრის დამარცხების შემდეგ, ქართველმა მერვედფინალში წააგო. მას ჩეხმა ლუსი ჰრადეჩკამ (106) აჯობა - 6:3, 7:5. სამაგიეროდ, ანა წყვილებში ყოჩაღობს - მან და ჯემი ჰემპტონმა (აშშ, 133) მეოთხედფინალში მე-3 ნომრად განთესილი რუსი პერვაკი და თურქი სენოგღლუ დაამარცხეს - 6:0, 6:2 და ნახევარფინალში გააღწიეს.

მალიორკაში ბრწყინვალედ ათამაშდა 19 წლის ეკა გორგოძე (623). ჩვენებურმა ბალეარებზე ჯერ ერთი 10-ათასიანი მოიგო, შემდეგ მეორეში ჩაერთო წარმატებით. მერვედფინალში გორგოძემ მე-2 ნომრად განთესილ იტალიელ კლაუდია ჯიოვანეს (289) მოუგო - 3:6, 6:4, 6:4. ჩვენებური მეოთხედფინალშია, სადაც ვენესუელელ ანდრეა გამისს (488) დაუპირისპირდება.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა