ფინალი პენალტების სერიაში გადაწყდა
აზერბაიჯანში დასრულდა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებულიც პორტუგალიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. პენალტების სერიის გადამწყვეტ, ბოლო დარტყმაში "ლა როხას" კაპიტანმა მანუ მორლანესმა ბურთი ძელს გაარტყა და ტიტული პორტუგალიის ნაკრებმა ისტორიაში მეორედ, 13-წლიანი პაუზის მერე მოიპოვა.

ძირითად დროში პორტუგალია დიოგო დალოტმა დააწინაურა, რასაც მოჰყვა ტურნირზე პირველი გოლი პორტუგალიელთა კარში - ბრაჰიმ დიასის თავური - 1:1. პენალტების სერიას რაც შეეხება, მორლანესის გარდა, ყველამ გაიტანა - 5:4 პორტუგალიის სასარგებლოდ.

ესპანელები ამ ასაკში მეოთხედ დამარცხდნენ ფინალურ მატჩში (2003, 2004 და 2010). ტურნირის ბომბარდირი 7 გოლით წარმოშობით გვინეა-ბისაუელი ფორვარდი ჟოზე გომეში გახდა. ის მშობლიური გვინეა-ბისაუდან პორტუგალიაში 2011 წელს გადაბარდა, გომეშს მეტსახელიც შესაფერისი აქვს - "ზე გოლო".

2003 წელს, როცა პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრები გახდა ევროპის ჩემპიონი, იმ გუნდში ჟოაო მოუტინიო, მიგელ ველოზო და ვიეირინია გამოირჩეოდნენ.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა