საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXX ტური
"დინამო არენაზე" გამართული ბოლო ტურის ეს შეხვედრა უკვე აღარაფერს წყვეტდა. თბილისელებმა მიზანს მიაღწიეს - ჩემპიონობა და თასი მოიპოვეს. თავი ქუდში ჰქონდა ქობულეთის "შუქურასაც".

თბილისელებმა ამჯერადაც მოიგეს. მატჩის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დინამოელებს ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი გადასცა, გამარჯვებულებმა კი ტრიუმფი გულშემატკივართან ერთად აღნიშნეს...

მთავარი მოვლენა მაინც ალექსანდრე იაშვილის გაცილება იყო - დინამოელთა კაპიტანმა 595-ე ოფიციალური შეხვედრა გამართა და კარიერას წერტილი დაუსვა. მატჩის დასრულების შემდეგ "დინამოს" კაპიტანს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" პრეზიდენტებმა, ლევან კობიაშვილმა და რომან ფიფიამ, სამახსოვრო ჯილდოები გადასცეს და ფეხბურთიდან მადლიერებით გააცილეს.

"იაშკამ" გუშინ შეუცვლელად და დიდი მონდომებით ითამაშა. ის "დინამოს" ლამის ყველა შეტევის სულისჩამდგმელი იყო, კარში 5-ჯერ დაარტყა, საჯარიმო 3-ჯერ შეასრულა, 10-ჯერ კი ბურთი კუთხურიდან ჩააწოდა.

ცხადია, აწ უკვე ლეგენდარულ ფეხბურთელს კარის აღებაც ძალიან სურდა. როგორ არ ენდომებოდა, როცა "ლურჯ-თეთრების" ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი გახლავთ - "დინამოს" ფორმით 113 მატჩში 90 ბურთი გაიტანა. მეკარე აზამატ ჯიოევმა იაშვილის რამდენიმე ძალზე სახიფათო დარტყმის შემდეგ "შუქურა" გადაარჩინა. მაგრამ ამჯერად, "იაშკა" მხოლოდ საგოლე გადაცემას დასჯერდა. მარცხენა ფლანგზე შეტევა ვახტანგ ჭანტურიშვილს გაუგრძელა და ამ უკანასკნელმა, ისევე, როგორც თასის ფინალში, ცენტრისკენ შეიწია და ახლო კუთხეში ზუსტი დარტყმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 1:0.

იაშვილმა 23-წლიანი კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო და იქვე დაასრულა. მას მადლობა ეკუთვნის ჩვენგან, გულშემატკივრებისგან და ქვეყნისგანაც, იმიტომ, რომ ყოველთვის სამაგალითო იყო - გუნდშიც და ნაკრებშიც. იმისთვისაც, რომ რამდენიმე ჩვენებურთან ერთად, გერმანიაში ქართველის სახელი პროფესიონალიზმთან, წესიერებასა და სანდოობასთან გააიგივა. იმიტომაც, რომ კარიერა არა უცხოეთში, არამედ სამშობლოში დაასრულა და სხვებსაც მისცა მაგალითი.

სევდიანი იყო გუშინ იაშვილი, რომელიც ემოციების გამოხატვას ყოველთვის ერიდებოდა, თუმცა ამჯერად არ გამოვიდა...

ვუსურვოთ, რომ ფეხბურთისშემდგომ საქმიანობაშიც წარმატებული იყოს. უბრალოდ, საწყენი ის არის, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გაცილებით ხალხმრავალ გაცილებას იმსახურებდა...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXX ტური

22.05. თბილისი. "დინამო არენა"

დინამო (თბ)-შუქურა 1:0

გოლი: 1:0 ჭანტურიშვილი (88. იაშვილის პასით)

დინამო: ბეგაშვილი - უ. ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა - კაკაბაძე, პარუნაშვილი (72. ცინცაძე), კიტეიშვილი (59. ალვარო), ჭანტურიშვილი - ა. იაშვილი, ჯიღაური, გელაშვილი (56. გ. ქვილითაია).

სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, გველესიანი, ს. ლობჟანიძე, ზ. ჭელიძე

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

შუქურა: ჯიოევი - გეგეჭკორი, ჩაჩუა, ჩალაძე, ბრაჭული, კომახიძე - დოლიძე, პუკანიჩი, თ. მოსიაშვილი, ურიდია - ე. ლობჯანიძე (84. ჭანუყვაძე).

სათადარიგოები: სტურუა, კალანდაძე, გერმოზაშვილი

მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

გაფრთხილებები: ჭანტურიშვილი (31), მოსიაშვილი (80)

არბიტრი: გ. ვარდიძე.

ბომბარდირები:

გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 24

ო. მარცვალაძე (დილა) 19

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16

გ. ბუხაიძე (საპოვნელა) 15

დ. ტატანაშვილი (სიონი) 14.

ევროტურნირებზე ითამაშებენ

ჩემპიონთა ლიგა (საკვალ.) დინამო, თბ

სამტრედია

ევროპალიგა (საკვალ.) დილა

ჩიხურა

უმაღლესი ლიგიდან გავარდნენ

მერანი (მარტვილი)

საპოვნელა (თერჯოლა)

პლეი ოფი

29 მაისი

ზუგდიდი-კოლხეთი (ხობი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
დინამოს და ზოგადად ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მთავარი საყვარელი გუნდის ევროთასებზე ხილვაა. დინამოს შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე მაინც. იაშვილი გუნდის ნახევარი იყო და მისი შეცვლა ძალიან რთული იქნება თუ იგივე კლასის უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელი არ დაიმატა დინამომ. საკუთარი მნიშვნელობა დინამოსთვის ყველაზე კარგად თავად იაშვილმა იცის და ჩნდება 1 კითხვა - კაცმა რომელმაც 22 წელი ითამაშა პროფესიული ფეხბურთი, რატომ ვერ მოითმინა 2 თვეც რომ დინამოს ევროთასებზე დახმარებოდა? პასუხი მარტივი და გულდასაწყვეტია! იმიტომ რომ სავარაუდოდ ბევრისმნახველი იაშვილი დარწმუნებულია დინამოს წარუმატებლობაში ევროთასებზე და არ უნდოდა ფეხბურთიდან დამარცხებული წასულიყო. შეიძლება ამაში არის ლოგიკა თუმცა თუ ლოგიკას ვიშველიებთ მაშინ ისისც ლოგიკურია რომ ასეთი საქციელი ყველაზე რბილად რომ ვთქვათ არასწორია! ეს იგივეა, მთავარსარდალმა ჯარი გადამწყვეტი ბრძოლის წინ რომ მიატოვოს... პ.ს. ვინ იცის იქნებ სწორედ იაშვილის ამ ნაბიჯის გამო, ქართულმა ფეხბურთმა ისტორიული შანსი დაკარგა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება...
ika
თბილისში ცხოვრობს 1.5 ნახევარი ადამიანი და 150 კაციც არ დასწრებია მატჩს ! ქენით რამე თორემ მაგრად შევრცხვებით ევრო ტურნირებზე !
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
ალექსანდრე იაშვილი: გვჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ისევ ვითამაშებთ!
ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინმა" ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში გაიმარჯვა
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
ჭანტურიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა ჩეხეთის ჩემპიონატში
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
ქართული ლეგიონის ამბები: მერებაშვილის გამომუშავებული პენალტი, ჭანტურიშვილის არჩათვლილი გოლი [VIDEO]
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ევროტურნირებზე ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
ჭანტურიშვილმა გაიტანა და "ფასტავ ზლინი" თასის ნახევარფინალში გავიდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა