ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მოსკოვურ გუნდს ყურბან ბერდიევი ჩაიბარებს
ფოტოზე: შესაძლოა, საბა კვირკველია და ჯანო ანანიძე თანაგუნდელები გახდნენ

რუსული მედიის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია, შესაძლოა, მოსკოვის "სპარტაკში" აღმოჩნდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მოსკოვურ გუნდს ყურბან ბერდიევი ჩაიბარებს, რომელმაც ახლახან "როსტოვი" რუსეთის ვიცე-ჩემპიონი გახადა.

bobsoccer.ru-ს ინფორმაციით, თუკი ბერდიევი "როსტოვს" დატოვებს და "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნება, ის გუნდში სხვებთან ერთად, 24 წლის ქართველ მცველსაც მიიწვევს. ცნობისთვის, 63 წლის სპეციალისტი საბას საკმაოდ კარგად იცნობს "რუბინიდან", სადაც 2014 წლამდე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე იცავს, გუნდს კი, რომელმაც ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს, დმიტრი ალენიჩევი წვრთნის.

ამასობაში, გამოცემა footballtop.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო, 30-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში საბა კვირკველიასაც მიუჩინა ადგილი.

"ხმა დაირხა, რომლის თანახმად, თუკი ყურბან ბერდიევი "სპარტაკს" ჩაიბარებს, ის, პირველ რიგში, "რუბინიდან" სოლომონ კვირკველიას შეიძენს, რაც გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს. ქართველი მცველი მართლა ტალანტია. 30-ე ტურში, დაცვითი ფუნქციების შემსრულებელ მოთამაშეთა შორის, ის საუკეთესო იყო ყველა სტატისტიკური მაჩვენებლით. ვგულისხმობთ სუფთად ართმევებს, ჩაჭრებსა და მოგებულ საჰაერო ორთაბრძოლებს. და მისი ბრალი სულაც არაა, რომ დენის ტკაჩუკმა ალან ძაგოევისთვის გოლით დასაჩუქრება მოინდომა...", - წერს გამოცემა.

svani
საბა წადი ევროპაში ოღონდ რუსეთიდან წადიიიიი ან გერმანიაში ან საფრანგეთში ან იტალიაში ოღონდ წადიიიი
ლერი
როგორი კარგი პირობებიც არ უნდა შეთავაზონ ,როგორც ფეხბურთელი ვეღარ განვითარდება.დამისახელეთ ერთი ქართველი ფეხბურთელი,რომელმაც წინსვლა რუსეთიდან განაგრძო.ამ ბიჭს დიდი პოტენციალი აქვს.ასეთი ნიჭიერი მცველი საშა ჩივაძის მერე საქართველოს არ ჰყოლია.
ზაზა
სპარტაკი ახალს არაფერს შესძენს და რუბინიდან ევროპის ტოპ–5 ჩემპიონატში!
ზაზა
საბა–მხოლოდ ევროპაში რუბინიდან!შეგიძლია!
Shotiko
სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება იქ უნდა გადავიდეს...
geno
levan-ს. რა პერსპექტივაზე საუბრობ ჯიგარ? საბა პერსპექტიული კი არა, ჩამოყალიბებული ძლიერი მცველია და შესაბამისად უფრო ძლიერ გუნდში შეიძლება გადავიდეს. ეს შეიძლება სპარტაკი იყოს ან სხვა რუსული თუ ევროპული კლუბი. ისე იძახი ევროპაში რატომ არ გადადისო, თითქოს ევროპული გრანდების რიგი უდგას და მან სპარტაკი აირჩია. თუ გამოჩნდა უკეტესი ევროპული ვარიანტი, გადავა აბარა....
giorgi
არსენალს აქვს ხშირად უკანა მცველის პრობლემა, ხოდა იყიდონ საბა. ახალგაზრდაა.
Walkabout
Gio-ს მიაყოლა უკვე, თურქეთში გაუშვა...
ფეხბურთი
გადავიდეს, 24 წლის არი, მთავარია სტაბილურად ითამაშოს და უფრო გაიზრდება, სპარტაკში გრანდები უფრო შეამჩნევენ.სპარტაკში იყო როხო 2-3 წლის წინ და დღეს იუნაიტედშია. ან ნემანია ვიდიჩი ან კიმ კალსტრომი აიღე არსენალშია.
giorgis
ისე ამბობ ევროპაში წავიდეს ჰაჰაა მინიმუმ ცსკაში გადავიდესო თითქოს კალთებს ახევდნენ ეს გუნდები! ვისაც სჭირდება და უკეთესს პირობებს შესთავაზებს იქ გადავა! რეალი ბარსა თუნდაც ლივერპული ან დორტმუნდის დონის გუნდები რომ ეპატიჟებოდნენ დაუფიქრებლად წავიდოდა მაგრამ რეალობა დღეს სხვაა... სხვათაშორის ევროპაში სპარტაკის(ცსკა ზენიტის) თამაშებს აკვირდებიან და თუ გადავა და თავს გამოიჩენს სპარტაკიდანაც შეუძლია ევროპის რომელიმე კარგ კლუბში მოხვდეს! წარმატებები საბას!!!
Gio
დორტმუნდმა ჰუმელსს სუბოტნიჩიც თუ მიაყოლა შეიძლება მართლა დაინტერესდენე საბათი.. ან კლოპმა რო წაიყვანოს ძალიან მაგარი იქნება...
levan
კაი რაა, რა ჭირთ ამ ქართველებს, ამბიცია რატომ აღარ გვაქვს, დაიგულებენ თავს საშუალოზე დაბალი დონის გუნდებში კარგი ანაზღაურებით და ფეხებზე კიდიათ განვითარება, ასე როგორ შეიძლება. ასათიანი, ზაზა ჯანაშია, ქინქლაძე...რუსეთსი თუ დარჩა, კვირკველია ვეღარ განვითარდება და დარჩება მარად პერსპექტიულ მცველად
giorgi
არასწორი ნაბიჯი იქნება თუ გადავა სპარტაკში ჩემი აზრით!უკეთესია ევროპის წამყვანი ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდში მოსინჯოს ძალა!ბოლოს და ბოლოს თუ რუსეთში უნდა ცსკაში გადავიდეს ლიგის ჯგუფურზე მაინც ითამაშებს :)
Walkabout
ხომ ვამბობდი ამას ასათიანი დაემარტება-მეთქი...
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა