"პაპინსტერი" ბელგიის თასის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში "მონსთან" სტუმრად 76:62 დამარცხდა

თორნიკე შენგელიას "პაპინსტერმა" ბელგიის თასის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრა "მონსთან" სტუმრად გამართა. ამ გუნდების პირველი მატჩი 10 ნოემბერს "პეპინსტერის" მოედანზე ჩატარდა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 72:65. შენგელიას თანაგუნდელები ნახევარფინალში ექვსქულიანი მარცხის შემთხვევაშიც გავიდოდნენ, მაგრამ "მონსმა" თავისი გაიტანა - "პეპინსტერი" 76:62 დაამარცხა და ნახევარფინალშიც ის გავიდა.

პეპინსტერელები ბოლო პერიოდამდე კარგად უმკლავდებოდნენ მასპინძლებს, მაგრამ მეოთხე რაუნდში 10:16 დათმეს და თასისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. თორნიკეს შეტევაში ყველაფერი ისე არ გამოუვიდა, როგორც სურდა: სამი ორქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა, ხოლო 2 სამიანიდან 1 გამოიყენა, საბოლოოდ 3 ქულას 4 მოხსნა და 1 პასი მიამატა. მატჩის ბომბარდირი "პეპინსტერის" ამერიკელი ლეგიონერი ბრენდონ გაი გახდა - 23 ქულა მიითვალა.

შენგელიას გუნდის მომდევნო მატჩი 19 თებერვალს იგეგმება - ბელგიის ჩემპიონატის ლიდერ "შარლერუას" ეწვევა. მანამდე, 12 თებერვალს, ბელგიაში მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართება, მაგრამ ამ ტურში "პაპინსტერი" ისვენებს (რადგან პირველობაზე გუნდების კენტი რაოდენობაა).

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა