ტოპ-ათეულის ყველა წევრი მეორე წრეში გადავიდა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსის პირველ ტიტულზე მორიგი იერიში ტაივანელ იენ-ჰსუნ ლუსთან მატჩით დაიწყო. სერბს ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში მოუწია, რომელშიც ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა იქვე დაკარგა საკუთარი მოწოდება. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა იზრუნა იმაზე, რომ საქმე ტაი-ბრეიკამდე არ მისულიყო და მეორე ბრეიკით შეძლო ამის გაკეთება.

სულ ნოვაკმა შვიდჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, 34 "ვინერსი" და 22 უნებლიე შეცდომა დააგროვა და ლუზე თითქმის ორჯერ მეტი ქულა მოიპოვა - 92:55. მეორე წრეში ჯოკოვიჩი ბელგიელ სტივ დარცისს შეხვდება, რომელიც ისტორიაში იმით არის შესული, რომ პირველი მოთამაშეა, ვინც რაფაელ ნადალი "დიდი სლემის" ტურნირის პირველ წრეში დაამარცხა - ეს 2013 წლის უიმბლდონზე მოხდა.

გუშინ დასრულდა წინა დღიდან გადმოტანილი შეხვედრა ენდი მარეისა და რადეკ შტეპნეკს შორის. მატჩი იმ დროს შეწყდა, როცა შტეპანეკი სეტებში 2:1-ს იგებდა, მაგრამ მეოთხე სეტში ბრეიკით იყო ჩამორჩენილი. ეს პარტია ბრიტანელმა მოიგო და მეხუთე სეტში ისევ ბრძოლა მოუწია ვეტერანი ჩეხის წინააღმდეგობის გასატეხად. მეათე გეიმში, 5:4-ზე რადეკი ორჯერ ორ ქულამდე იყო დაშორებული საბოლოო გამარჯვებასთან, მაგრამ მატჩბოლამდე მაინც ვერ მივიდა. მარეიმ კი ბოლოსკენ მოუმატა და ზედიზედ სამი გეიმის აღებით შეძლო ამ ორდღიანი თრილერის მოგება.

მარეიმ კარიერაში მეცხრედ შეძლო 0:2-დან თამაშის მოგება. ამ მაჩვენებლით მასზე წინ მხოლოდ ბორის ბეკერი და აარონ კრიკშტეინი (ათ-ათი) არიან.

ადგილობრივი პუბლიკის მთავარმა იმედმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ სამ სეტში მოუგო გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს - 6:3, 6:4, 6:4. ფრაგმა ცხრა ცდიდან მერვედ გადალახა როლან გაროსზე პირველი წრის ბარიერი. ცონგა მეორე რაუნდში მარკოს ბაღდატისს ხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 6:0-ს უგებს.

ძალიან დამაჯერებელი სტარტი გამოუვიდა დავიდ ფერერს. მან რუსი ევგენი დონსკოი გაანადგურა - 6:1, 6:2, 6:0. ესპანელმა პირველი მოწოდებით ქულების 82 პროცენტი აიღო და მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. ფერერი შემდეგი მეტოქეა არგენტინელი ხუან მონაკო.

ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა 6:3, 6:2, 6:1 გაანადგურა ვასეკ პოსპიშილი, რითაც ამ ჩოგბურთელს პირველად მოიგო მეოთხე ცდიდან. ჩეხმა 13-დან რვა ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

I წრე

კაცები

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ლუ (ტაივ) 6:4, 6:1, 6:1

დარცისი (ბელ)-ილჰანი (თურ) 6:3, 6:4, 6:0

ბედენე (ბრიტ)-მელცერი (ავსტრია) 4:6, 6:3, 6:4, 6:4

კარენო ბუსტა (ესპ)-დელბონისი (არგ, 31) 7:6(3), 6:7(4), 6:4, 6:4

ტომიჩი (ავსტრა, 20)-ბეიკერი (აშშ) 6:3, 6:4, 6:4

ჩორიჩი (ხორ)-ფრიცი (აშშ) 6:3, 6:1, 6:3

მატიო (საფ)-ხირალდო (კოლ) 6:4, 6:7(2), 6:4, 1:6, 6:3

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 14)-ტურსუნოვი (რუს) 6:3, 6:3, 6:1

ფერერი (ესპ, 11)-დონსკოი (რუს) 6:1, 6:2, 6:0

მონაკო (არგ)-ისტომინი (უზბ) 3:6, 6:4, 6:3, 7:5

ესტრელია (ესპ)-მარჩენკო (უკრ) 7:5, 6:4, 6:3

ლოპესი (ესპ, 21)-ფაბიანო (იტა) 6:4, 6:4, 3:6, 6:2

კუევასი (ურუ, 25)-კამკე (გერ) 3:6, 6:2, 6:3, 7:6(4)

ჰალისი (საფ)-ჩუნგი (ს. კორ) 6:1, 6:4, 6:4

ჟაზირი (ტუნ)-ფ. მაიერი (გერ) 6:4, 3:6, 6:1, 6:2

ბერდიხი (ჩეხ, 7)-პოსპიშილი (კან) 6:3, 6:2, 6:1

ნადალი (ესპ, 4)-გროტი (ავსტრა) 6:1, 6:1, 6:1

ბანისი (არგ)-დე შეპერი (საფ) 6:0, 6:2, 7:6(2)

მაუ (საფ)-ბერანკისი (ლიტ) 7:6(4), 6:2, 6:1

გრანოლერსი (ესპ)-ფონინი (იტა, 32) 7:5, 6:4, 6:3

რობერი (საფ)-ანდერსონი (ს. აფრ, 18) 6:4, 6:2, 1:6, 7:5

გარსია ლოპესი (ესპ)-დე ბაკერი (ჰოლ) 6:4, 6:4, 5:7, 7:6(3)

ტიმი (ავსტრია, 13)-სერვანტესი (ესპ) 3:6, 6:2, 7:5, 6:1

გოფენი (ბელ, 12)-ბარერი (საფ) 6:3, 6:3, 6:4

ბერლოკი (არგ)-ლორენცი (იტა) 6:3, 6:0, 6:2

ვესელი (ჩეხ)-რამი (აშშ) 6:4, 6:4, 6:7(5), 6:0

ალმაგრო (ესპ)-კოლშრაიბერი (გერ, 24) 5:7, 6:2, 6:2, 6:4

სოუზა (პორ, 26)-ძუმჰური (ბოს) 2:6, 7:6(8), 6:4, 7:5

გულბისი (ლატ)-სეპი (იტა) 6:3, 7:5, 6:4

ბაღდატისი (კვიპ)-მიულერი (ლუქ) 7:5, 6:4, 6:1

ცონგა (საფ, 6)-შტრუფი (გერ) 6:3, 6:4, 6:4

პუიე (საფ, 29)-ბენეტო (საფ) 6:3, 4:6, 6:4, 7:6(4)

ისნერი (აშშ, 15)-მილმენი (ავსტრა) 6:7(4), 7:6(12), 7:6(7), 7:5

მარეი (ბრიტ, 2)-შტეპანეკი (ჩეხ) 3:6, 3:6, 6:0, 6:3, 7:5

ზვერევი (გერ)-ერბერი (საფ) 5:7, 6:2, 7:6(6) შეწყდა

ქალები

ს. უილიამსი (აშშ, 1)-რიბარიკოვა (სლოვაკ) 6:2, 6:0

პერეირა (ბრა)-კრ. პლიშკოვა (ჩეხ) 7:5, 3:6, 9:7

ბაბოში (უნგ)-კროუფორდი (აშშ) 6:4, 6:0

მლადენოვიჩი (საფ, 26)-სკიავონე (იტა) 6:2, 6:4

სვიტოლინა (უკრ, 18)-კირსტეა (რუმ) 6:1, 6:3

თაუნსენდი (აშშ)-ჰესე (საფ) 6:2, 6:1

ნარა (იაპ)-ალერტოვა (ჩეხ) 5:7, 6:3, 2:0 უარი

ივანოვიჩი (სერ, 14)-დოდენი (საფ) 6:0, 5:7, 6:2

ს. ნავარო (ესპ, 12)-სინიაკოვა (ჩეხ) 6:2, 4:6, 6:2

ვანგი (ჩინ)-ანდრიანჟაფიტრიმო (საფ) 6:0, 6:0

კონიუხი (ხორ)-როდიონოვა (ავსტრა) 6:2, 6:3

ციბულკოვა (სლოვაკ, 22)-ს. ჟენგი (ჩინ) 6:3, 6:1

პეტკოვიჩი (გერ, 28)-რობსონი (ბრიტ) 6:2, 6:2

პუტინცევა (ყაზ)-ვოზნიაკი (კან) 6:1, 6:1

სევასტოვა (ლატ)-ვიკერი (აშშ) 6:2, 6:2

კნაპი (იტა)-აზარენკა (ბლრ, 5) 6:3, 6:7(6), 4:0 უარი

ბერტენსი (ჰოლ)-კერბერი (გერ, 3) 6:2, 3:6, 6:3

ჯორჯი (იტა)-ლიმი (საფ) 6:3, 6:2

რაზანო (საფ)-სოილუ (თურ) 4:6, 6:1, 6:0

კასატკინა (რუს, 29)-ფრიდზამი (გერ) 6:1, 4:6, 6:3

გორგესი (გერ)-კონტა (ბრიტ, 20) 6:2, 6:3

პუიგი (პ-რიკ)-გოვორცოვა (ბლრ) 7:5, 6:3

დუკე მარინო (კოლ)-გავრილოვა (ავსტრა) 5:7, 6:4, 6:4

კისი (აშშ, 15)-ვეკიჩი (ხორ) 6:3, 6:2

ვ. უილიამსი (აშშ, 9)-კონტავეიტი (ესტ) 7:6(5), 7:6(4)

ჩირიკო (აშშ)-დევისი (აშშ) 6:2, 2:6, 8:6

კორნე (საფ)-ფლიპკენსი (ბელ) 6:1, 6:0

მარია (გერ)-იანკოვიჩი (სერ, 23) 6:3, 3:6, 6:3

პარმენტიე (საფ)-ნიკულესკუ (რუმ, 31) 6:2, 7:6(2)

ფალკონი (აშშ)-ბარტელი (გერ) 6:4, 0:6, 6:2

ბუშარი (კან)-ზიგემუნდი (გერ) 6:2, 6:2

ბაშჩინსკი (შვეიც, 8)-სოლერი (ესპ) 6:3, 6:1

მაკაროვა (რუს, 27)-ლეპჩენკო (აშშ) 5:7, 6:4, 6:3

სტოსური (ავსტრა, 21)-დოი (იაპ) 6:2, 4:6, 6:3

ს. ჟანგი (ჩინ)-ვოსკობოევა (ყაზ) 7:5, 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა