სუპერლიგის ოფიციალურმა საიტმა "სოხუმის" ამერიკელ ლეგიონერებთან, ფილიპ მილერსა და ანდრე სმიტთან ინტერვიუ გამოაქვეყნა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ოფიციალურმა საიტმა "სოხუმის" ამერიკელ ლეგიონერებთან, ფილიპ მილერსა და ანდრე სმიტთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

- მოგვიყევით თქვენ შესახებ ორიოდე სიტყვით, როგორ მოხვდით საქართველოში?

ფილიპ მილერი: ჯუნიორთა კოლეჯში ვსწავლობდი, სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე. 2 წელი ვსწავლობდი და ვთამაშობდი სხვადასხვა დროს დ1, დ2 და დ3 დივიზიონებში. იქ ALL STAR-ის თამაშზე ერთ-ერთმა აგენტმა შემამჩნია და ასე აღმოვჩნდი თბილისში.

ანდრე სმიტი: მე ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპადან ვარ. იქ ვინტროფის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ვთამაშობდი კოლეჯის გუნდში. დასრულების შემდეგ რამდენიმე თვე ველოდებოდი, რომ სამსახური მიმეღო. ანდრე ჯონსმა, ჩემმა მეგობარმა, რომელიც აქაური "ა"-ლიგის გუნდ „ვითაში“ თამაშობდა, დამაკავშირა სხვადასხვა მწვრთნელთან და ასე მოვხვდი "სოხუმში".

- რას იტყვით სუპერლიგასა და ქართულ კალათბურთზე?

მილერი: აქაური ჩემპიონატი ძალიან განსხვავებულია ამერიკულ წესებთან შედარებით. როდესაც პირველად მომიწია თამაში და პირველი ჯარიმა მივიღე, მოვითხოვე წუთშესვენება, მაგრამ მსაჯებმა ყურადღება არ მომაქციეს და უცებ ვგებულობ, რომ თურმე მოთამაშეებს აქაური წესების თანახმად არ შეუძლიათ. წუთშესვენების აღების უფლება მხოლოდ მწვრთნელებს აქვთ.

ზოგადად, თამაშს რაც შეეხება, ძალიან მომეწონა და კარგი დრო გავატარე.

სმიტი: მართალია, განსხვავებულია, მაგრამ თუკი სერიოზულად მოეკიდები, რთული ნამდვილად არ არის. ამასთანავე, სპორტი ხომ გართობაცაა.

- რას გვეტყვით "სოხუმის" კლუბის შესახებ, როგორია გუნდია და რამდენად კმაყოფილნი ხართ ამ გუნდში თამაშით და მუშაობით?

მილერი: რასაკვირველია, ალბათ, გულშემატკივარი არ იყო კმაყოფილი საბოლოო შედეგით და შეიძლება სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ უმეტესწილად, ვაერთიანებდით ჩვენს ძალებს და ვცდილობდით, საუკეთესოდ წარმოგვეჩინა თავი - გაგვეკეთებინა ყველაფერი, რაც შეგვეძლო.

სმიტი: რა თქმა უნდა, ბევრი წარმატებული თუ წარუმატებელი პერიოდი გვქონდა, როგორც გუნდს, მაგრამ ეს ყველას ემართება და ხდება ხოლმე. რაც მთავარია, საერთო ჯამში, ყველაფერი ძალიან კარგი იყო, თანაგუნდელებიც და ხელმძღვანელობაც. ყველანი კარგად საუბრობდნენ ინგლისურად და ეს ძალიან გვეხმარებოდა ერთმანეთის უკეთ გაგებაში. ძალიან კარგი დრო გავატარეთ ამ გუნდთან ერთად.

მილერი: კმაყოფილებას რაც შეეხება, კმაყოფილი არასდროს ვარ შედეგით, ყოველთვის უკეთესი მინდა. მართალია, დიდი მიღწევები, სამწუხაროდ, ამ სეზონზე არ გვქონია, მაგრამ ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად და ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო.

- ადევნებდით თუა არა თვალს სხვა ასაკობრივ ჩემპიონატს და რაიმეს ხომ არ ურჩევთ ახალგაზრდა კალათბურთელებს?

მილერი: როცა ამის დრო გვქონდა, ყოველთვის ვესწრებოდით ჩვენი ახალგაზრდული გუნდების თამაშებს. მათ ვურჩევდი, რომ დადებითად განეწყონ და თავდაუზოგავად ივარჯიშონ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყველას სხვადასხვანაირად გვწამს. სწამდეთ იმისი, რისიც სჯერათ და დანარჩენი უკვე თავისით მოვა და დალაგდება.

სმიტი: იშრომონ საკუთარ თავზე და ივარჯიშონ ძალიან ბევრი უნარების გასაუმჯობესებლად, იქნება ეს ტექნიკა თუ ნახტომში სროლა. სერიოზულად მოეკიდონ მუშაობას, რადგან ბევრი მათგან დღესაც თამაშობს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს შეუძლია ითამაშოს სუპერლიგაში.

- რამდენად კმაყოფილნი ხართ წლევანდელ ჩემპიონატში "სოხუმის" შედეგით?

მილერი: ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ მოგვეგო ჩემპიონატი. გავედით კიდეც ნახევარფინალში, "ქუთაისს" დიდი წინააღმდეგობაც გავუწიეთ. ბოლო თამაშში დავმარცხდით.

ჩემს გუნდთან კარგი მოგონებები და გამოცდილება მაკავშირებს და მომენატრება "სოხუმთან" გატარებული დრო.

სმიტი: არავის სურს, მე-4 ადგილით დაამთავროს სეზონი, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ბევრი გააკეთა ერთად. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. გუნდში არცერთი არ ვიყავით კმაყოფილი, რომ მე-4 ადგილით დავასრულეთ ჩემპიონატი.

ძალიან გვინდოდა და ვეცადეთ, დაგვემარცხებინა "ქუთაისი" მე-5 თამაშში. მე ასე ვიტყოდი: კმაყოფილი არა, მაგრამ ძალიანაც უკმაყოფილონი არ ვიყავით. საბოლოო ჯამში, არ იყო ცუდი.

- რას იტყვით საქართველოზე, ქალაქებზე, სადაც იყავით და ზოგადად, ქართველ ხალხზე?

მილერი: საქართველო ძალიან მაგარი ქვეყანაა. ხალხი ძალიან მეგობრულია. სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველა ღიმილით გვეგებებოდა და თბილად გვღებულობდა. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის აქ ყოფნა და მოღვაწეობა.

მადლობელი ვარ. არ მინდა ტრაბახში ჩამეთვალოს, მაგრამ ძალიან ბევრი გულშემატკივარი მწერდა და ბევრი სითბო მივიღე მათი მხრიდან.

სმიტი: საქართველო ძალიან კარგია, მეგობრული ხალხით, უსაფრთხო გარემოთი. ნებისმიერ დროს შეგვეძლო გარეთ გავსულიყავით და თავი დაცულად გვეგრძნო. ჩვენს ქვეყანაში ასე არაა. სამზარეულო ძალიან გემრიელია, მარტო მხოლოდ ამისთვის დავბრუნდებოდი, რომ შემეძლოს.

- ჩამოხვალთ თუ არა კიდევ საქართველოში და გაქვთ თუ არა გარკვეული გეგმები სამომავლოდ?

მილერი: სეზონის განმავლობაშიც და განსაკუთრებით, ბოლო თამაშის შემდეგ ძალიან ბევრ შეტყობინებას ვღებულობდი გულშემატკივრებისგან. ზოგი ბათუმში, ზოგიც ქუთაისში გადასვლას მთხოვდა. აგრეთვე, მთხოვდნენ, რომ ისევ დავბრუნებულიყავი საქართველოში. მარტო ბოლო თამაშის შემდეგ 40 შეტყობინება მივიღე.

სავსებით შესაძლებელია, რომ დავბრუნდეთ, რადგან როგორც ვთქვი, ძალიან შემიყვარდა საქართველო და აქაური ხალხი.

სუპერლიგა ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის. თუმცა სამომავლოდ ვნახოთ, რა იქნება. ამ დროისათვის წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლება მოხდეს. ჯერჯერობით უნდა დავბრუნდე შეერთებულ შტატებში, გავესაუბრო ჩემს აგენტს და გადავხედავთ, თუკი ვინმე დაინტერესებული დარეკავს, დიდი სიამოვნებით დავბრუნდები.

სმიტი: თუკი რომელიმე გუნდი შემომთავაზებს, დავბრუნდები, რამდენადაც ამის შესაძლებლობა იქნება. აუცილებლად გავითვალისწინებ ნებისმიერ შემოთავაზებას. ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანაც და ქალაქიც. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისიც და ბათუმიც ძალიან ლამაზი ქალაქებია.

წყარო: superleague.ge

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
სუპერლიგა. პლეი ოფი: "დინამო" და "ქუთაისი" დაწინაურდნენ
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი: "ქუთაისი" და "სოხუმი"
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
"სოხუმმა" "დინამო" მნიშვნელოვან შეხვედრაში დაამარცხა
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი: სუპერლიგელთმმუსვრელი
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
სუპერლიგა. პლეი ოფი: "დინამო" ფინალშია, "ქუთაისი" თუ "სოხუმი"?
სუპერლიგა. XXIV ტური: სეზონის პირველი სამმაგი დუბლი ლევან ფაცაციამ შეასრულა
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სუპერლიგა. მატჩი III ადგილისთვის: ბრინჯაო "ბათუმისაა"