სუპერლიგის მე-19 ტური საინტერესო მატჩით დასრულდა
სუპერლიგის მე-19 ტური "სოხუმისა" და "დინამოს" საინტერესო მატჩით დასრულდა. სატურნირო თვალსაზრისით ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში "დინამო" სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი ხდებოდა, "სოხუმს კი გამარჯვება "ქუთაისთან" მეორე ადგილს უქადდა.

შეხვედრის პირველი, მეორე და მესამე პერიოდები უაღრესად დაძაბული გამოდგა, რასაც ვერ ვიტყვით ბოლო მეოთხედზე, რომელიც სოხუმელთა აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა და შეხვედრა, რომლის დაძაბულ ფინალს ელოდნენ, 24-ქულიანი სხვაობით - 85:61 დასრულდა.

სოხუმელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მძიმე პირველი ტაიმისა, რომლის განმავლობაშიც ძირითადად დინამოელები ლიდერობდნენ, ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა მოახერხა რეაბილიტაცია და მატჩის ბოლო 12 წუთი მეტოქეს 31:7 სძლია. ბოლო პერიოდში სოხუმელებმა დიდებულად ითამაშეს. ლევან ფაცაცია, ფილიპ მილერი, ანდრე სმიტი, გიორგი ჯგერენაია, ირაკლი ალხანაიძე და დანარჩენი სოხუმელები უბადლოდ ირჯებოდნენ. საბოლოოდ კვარაცხელიას გუნდმა მნიშვნელობან გამარჯვებას მიაღწია და ქულებით "ქუთაისს" გაუთანაბრდა, რომელთანაც 3-4 ადგილებს იყოფს.

სოხუმელებს 29 ქულით ფილიპ მილერმა ულიდერა. 21 ქულა მიითვალა ლევან ფაცაციამ, ანდრე სმიტმა და გიორგი ჯგერენაიამ 12-12 ქულა მიითვალეს. "დინამოში" 19 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი არაბიძე.

თამაშის დასრულების შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ მოწინააღმდეგეს, ძალიან ცუდად, კატასტროფულად ვითამაშეთ და ამის საპირისპიროდ, ძალიან კარგად ითამაშა "სოხუმმა". ძალიან ბევრი შეცდომები გვქონდა და ისღა დაგვრჩენია მოვემზადოთ შემდეგი თამაშისთვის რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): "დინამო" ჩვენი უშუალო კონკურენტია და ამ გუნდთან რევანში გვქონდა ასაღები. აქამდე ამ სეზონში 2-ჯერ შევხვდით და ანგარიში 1:1 იყო. მათთან სათამაშოდ სპეციალურად ვემზადებოდით და საწადელსაც მივაღწიეთ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში პრობლემებია და ხელფასის გასაცემად ჩემი საკუთარი ბინა ბანკში ჩავდე, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს ამ პრინციპული შეხვედრის მოსაგებად.

სუპერლიგის მორიგი, მე-20 ტური 3, 4 და 5 მარტს თბილისსა და ბათუმში გაიმართება.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
სუპერლიგა. პლეი ოფი: "დინამო" და "ქუთაისი" დაწინაურდნენ
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
ირაკლი ხოშტარია: ყველაზე რთული მეტოქე გვერგო - ესპანური გუნდი
საქართველო ძალიან მაგარი ქვეყანაა! - ინტერვიუ "სოხუმის" ლეგიონერებთან
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დღევანდელ პროცესზე, შესაძლოა, დანაშაული აღიარონ
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
ზუროსი ნაკრებში ცქიტიშვილის დაბრუნებაზე ფიქრობს
ირაკლი ხოშტარია: ამ დონის გუნდებთან მოსაგებად მზად არ ვართ
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
ანატოლი ბოისა: მე პირადად თავდებში ვუდგებოდი ზაზა მაჩალაძეს, რომ არსად მიიმალებოდა
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი: სუპერლიგელთმმუსვრელი
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
სუპერლიგა. XXIV ტური: სეზონის პირველი სამმაგი დუბლი ლევან ფაცაციამ შეასრულა
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"დინამომ" "ოლიმპს" სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ცვლილებები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
რატომ გახდა "დინამო" ჩემპიონი? ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი: "ქუთაისი" და "სოხუმი"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
სუპერლიგა. მატჩი III ადგილისთვის: ბრინჯაო "ბათუმისაა"
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]