გია გურული: "ის, რაც "ბეთლემთან" მატჩში მოხდა, ხობის "კოლხეთის" მოთამაშეებს არ ეხება"
ხობისა და ზუგდიდის გუნდების დაპირისპირება სამეგრელოს რეგიონის ყველაზე დაძაბულ დერბებად ითვლება. როგორც ჩანს, სწორედ ეს უნდა იქცეს მთავარ ინტრიგად 29 მაისის გადათამაშების მატჩისა, რომელშიც ხობის "კოლხეთი" "ზუგდიდს" დაუპირისპირდება.

პლეი ოფის მატჩი "ზუგდიდსა" და ხობის "კოლხეთს" შორის ფოთში გაიმართება

ცნობილია, რომ ეროვნული ლიცენზიის არმქონე ხობელები უმაღლეს ლიგაში ვერ გადადიან. მაგრამ ამტკიცებენ, რომ გადათამაშების მატჩი ფორმალობა არ იქნება და "ზუგდიდს" ბრძოლას გაუმართავენ.

"სულაც არ მიმაჩნია, რომ "ზუგდიდთან" მატჩი ფორმალური იქნება. ამ შეხვედრას ბევრი სპეციალისტი დაესწრება და თითოეულ ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.

მე უმაღლეს ლიგაშიც მითამაშია და რუსთავის "მეტალურგში" საქართველოს ჩემპიონიც გავხდი. სამწუხაროდ, კარიერა ისე არ ამეწყო, როგორც მსურდა და ახლა პირველ ლიგაში ვთამაშობ. მაგრამ 27 წლის ვარ და მინდა დავამტკიცო, რომ უმაღლესი ლიგის გუნდის წინააღმდეგ თამაში შემიძლია.

ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ და მატჩისთვის მთელი გუნდი სერიოზულად ვემზადებით. ისევ მოვესწარი, ჩემი რაიონის გუნდი უმაღლეს ლიგას რომ მიუახლოვდა. ასე რომ, ჩვენს სათქმელს ბოლომდე ვიტყვით", - ამბობს ხობელთა თავდამსხმელი გიორგი ჭედია, რომელიც წლების წინათ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახლდათ.

"ლელო" ხობელების მთავარ მწვრთნელ გია გურულსაც ელაპარაკა. აი, რა გვითხრა თბილისის "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა:

- გასაგებია, რომ უმაღლეს ლიგაში ვერ გადავდივართ, მაგრამ ეს პრესტიჟის მატჩია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ღირსეულად ვითამაშოთ. ჩვენ დიდი ბიუჯეტი არ გვაქვს, სულ 300 ათასი ლარით გვაფინანსებდნენ და მოგებაზე ბიჭები პრემიად სულ რაღაც 50 ლარს იღებდნენ. მაგრამ მეგობრული, შეკრული გუნდი ჩამოვაყალიბეთ და იმის დამტკიცება გვსურს, რომ უმაღლეს ლიგაში გადასვლას ვიმსახურებდით.

- თამაშისთვის როგორ ემზადებით?

- რთული სეზონი იყო და ბიჭები გადაღლილები არიან. ამიტომ, ბოლო ტურის შემდეგ ფეხბურთელები ორი დღით ამოვასუნთქეთ და ახლა "ზუგდიდისთვის" დასვენებულები მოვემზადებით.

- "კოლხეთის" წარმატების შემდეგ ხობში გუნდს მეტ ყურადღებას არ აქცევენ?

- სწორედ ესაა ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი წარმატება. ხობში ძალიან კარგი სტადიონია, რომელიც ძველებურად ვეღარ გამოიყურება, მაგრამ გუნდის კარგი გამოსვლის შედეგად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არენის გენერალური რეკონსტრუქცია გადაწყვიტა და ტენდერი ჩაატარა. მისი გამარჯვებული უკვე ცნობილია და მალე სტადიონზე სრულად შეიცვლება სკამები, 3500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები გვექნება და გასახდელები გარემონტდება.

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს ლიგაში ვერ გადავდივართ, მიმაჩნია, რომ "კოლხეთმა" თავისი დადებითი როლი მაინც შეასრულა. აქ რომ ჩამოვედი, სტადიონზე 50-მდე ადამიანი თუ იკრიბებოდა. ახლა კი ბევრი შემთხვევა მახსენდება, როცა 1000-მდე ადამიანი მოსულა საქომაგოდ.

ხალხი აშკარად შემოვატრიალეთ ფეხბურთისკენ. ხობში რომ გახვალთ, სულ ფეხბურთსა და "კოლხეთზე" ლაპარაკობენ. ამისთვის შრომა ნამდვილად ღირდა.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ქედის "ბეთლემი", მისი ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სწორედ ხობის "კოლხეთთან" თამაშის გამო დასაჯა. ასეთ დროს ყოველთვის ჩნდება კითხვა, მომხდარში მეორე გუნდი ხომ არ იყო გარეული?

- ამასთან ჩვენ ისეთივე კავშირი გვქონდა, როგორიც თქვენ - ჩინეთის კედლის მშენებლობასთან. მოკლედ ვიტყვი და აღარ განვავრცობ - იმ დღეს მოედანზე ჩემთვისაც ბევრი გაუგებარი რამ მოხდა. მაგრამ ეს ხობის "კოლხეთს" და მის მოთამაშეებს ნამდვილად არ ეხებათ. ამას ყველგან თამამად ვიტყვი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vep1963
გია ძამიკო თავს რატომ ისულელებ.არაფერი გეშველებათ თუ ბოლოსდაბოლოს წერტილს არ დაუსვავთ ამ ჩაწყობა მოწყობებს.
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ქალთა ლიგის მე-4 ტური - პოკერი და დაძაბული ბრძოლა ჩემპიონატის სტარტზე
ქობულეთის "შუქურა" გიორგი დარასელიამ ჩაიბარა
"თუ ხვიჩა "რუბინში" ამას გააკეთებდა, "ნაპოლიში" არავინ წაიყვანდა" - გია გურული კვარაცხელიას შესახებ
შუქურა-დილა 0:0 - მარტო ბრძოლა რომ კმაროდეს...
"ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ ხობის "კოლხეთი" დახურონ" - მეგრული კლუბი ხობის მერიასთან აქციას მართავს
ეროვნული ლიგა. VIII ტურის წინ: როცა ყველა ფავორიტია
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
"არ ვართ ისეთი პროფესიონალები, საკუთარ თავს მაქსიმუმი რომ მოვთხოვოთ"
ხობის "კოლხეთის" კაპიტანმა "მეშახტეს" ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. VI ტურის წინ: ტურიც უფავორიტო და სეზონიც
როინ ონიანი ფეხბურთიდან გააცილეს
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა