მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" დასანანი მარცხით დაიწყო თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" დასანანი მარცხით დაიწყო თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია.

რეგულარული ჩემპიონატის მომგები "ეფესი" მეოთხეადგილოსან დარუშაფაკელებთან ფავორიტად კი ითვლებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდამდე აგებდა და რომ არა დასკვნით წუთებში გამოჩენილი შედეგიანობა, მოედნის უპირატესობას პირველსავე მატჩში დაკარგავდა.

პირველი პერიოდი "ეფესმა" 2 ქულით მოიგო, თუმცა მეორე 14:23 დათმო, მესამე - 16:19 და ბოლო ათწუთეულის წინ 10 ქულით ჩამორჩა. "დარუშაფაკამ" ვერ მოახერხა სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება და 14:33 წაგებული დასკვნითი პერიოდის შემდეგ 71:80 დამარცხდა.

მარკოიშვილმა 23:30 წუთი ითამაშა და 7 ქულასთან ერთად თითო მოხსნა-პასი მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. 17 ქულით დამარცხებულთაგან სკოტ ვილბეკინი გამოირჩა, ხოლო ეფესელებს 17 ქულით დარიო შარიჩმა ულიდერა.

სერია 3 მოგებამდეა, მომდევნო მატჩი კი ისევ ეფესელთა მოედანზე, 26 მაისს გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა