"სხვა შემოთავაზება არ მაქვს და ლოგიკურად, ამ ორიდან ერთ-ერთში ვიმუშავებ"
შოთა არველაძე არ მალავს, რომ ორი კლუბი იწვევს - ბაქოს "ნეფთჩი" და თელ-ავივის "მაკაბი", მაგრამ 42 წლის სპეციალისტი, რომელიც "ტრაბზონსფორიდან" 2015 წლის ნოემბერში წამოსვლის შემდეგ ისვენებდა, ჯერ მაინც არ ამხელს, კარიერას რომელ გუნდში გააგრძელებს.

ებრაული კლუბის ინტერესზე ინფორმაცია გუშინ თურქულმა ინტერნეტპორტალმა spor.mynet.com-მაც გაავრცელა. საიტი ამტკიცებს, რომ უახლოეს დღეებში ქართველი მწვრთნელი "მაკაბისთან" კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 1,5 მილიონ დოლარს მიიღებს, წარმატების შემთხვევაში კი - დამატებით ბონუსებსაც. თურქების ცნობით, ისრაელის კლუბში არველაძის დანიშვნა "მაკაბის" სპორტული დირექტორის, ხორდი კრუიფის (იოჰან კრუიფის ვაჟი) ინიციატივაა, რომელიც არველაძეს, თურმე, ადრეც ეპატიჟებოდა. თუმცა, შოთამ მაშინ "ტრაბზონსფორში" წასვლა ამჯობინა.

შოთა არველაძეს გუშინ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით:

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამწვრთნელო კარიერას ისრაელში, კერძოდ, თელ-ავივის "მაკაბიში" გააგრძელებთ. მართალია?

- კლუბს რომ ველაპარაკე, ფაქტია და ვნახოთ...

- ინფორმაციის მიხედვით, თქვენ არათუ თანამშრომლობაზე შეთანხმდით, ფინანსური დეტალებიც დააზუსტეთ...

- დიახ, ამაზეც ვილაპარაკეთ. როცა მუშაობას გთავაზობენ, ყველაზე დეტალზე ლაპარაკობ და ეს ბუნებრივია.

- კონკრეტული ციფრიც დაიწერა: თითქოს, წელიწადში 1,5 მილიონ დოლარს გთავაზობენ...

- ამას რა მნიშვნელობა აქვს?

- ბაქოს "ნეფთჩი" საბოლოოდ გამორიცხეთ?

- ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. მოლაპარაკებები გრძელდება.

- საბოლოო გადაწყვეტილებას როდის მიიღებთ?

- ყველაფერი უახლოეს დღეებში გეცოდინებათ.

- მაგრამ ისე ჩანს, ისრაელის ვარიანტისკენ გადაიხარეთ...

- ვნახოთ...

- რეალურად, რამდენი კლუბი გიწვევთ?

- ეს ორი კლუბია: "მაკაბი" და "ნეფთჩი". ორივე რეალურია. ახლა სხვა შემოთავაზება არ მაქვს და ლოგიკურად, ამ ორიდან ერთ-ერთში ვიმუშავებ. მოკლედ, ყველაფერი ამ დღეებში მეცოდინება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

status quo
შოთამ მაკაბის და ნეფთჩის დონეზე მეტი ვერ გაქაჩა...
ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
შოთა არველაძე "მაკაბიში", მილიონი დოლარი და შეხვედრა ალპებში
Azerisport: "თბილისელები მთლიანად მოიშალნენ და აზერბაიჯანელებმა ამით ისარგებლეს"
"ყოჩაღ აბასოვს, "დინამო" ძალიან სუსტი შემადგენლობით დაამარცხა!" - გულშემატკივართა გამოხმაურება
ხორდი კრუიფი "ბარსელონას" დატოვებს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
შოთა არველაძე: მომდევნო სამსახური ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი იქნება
თბილისის "დინამოს" კარში 2 გოლის ავტორი აზერბაიჯანელი ნოკაუტში გაუშვეს [VIDEO]
შოთა არველაძე: სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩემი ახალი გუნდის ვინაობასაც შეიტყობთ
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "იუვენტუსის" ფიასკო - "რეალი" რიუდიგერმა "შახტართან" მარცხისგან 20 ნაკერის ფასად იხსნა [VIDEO]
კაშიას და კანკავას "სლოვანი" ისრაელშიც დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება
თბილისის "დინამომ" ისევ შეგვარცხვინა [VIDEO]
შოთა არველაძე: ხორდი კრუიფთან ერთად გუნდის გაძლიერებას ვგეგმავ
ცხადაძემ აღიარა, რომ გუნდი ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არაა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
კანკავა გატანასთან ახლოს იყო - "სლოვანმა" ჩემპიონთა ლიგაზე დასანანი მარცხი განიცადა
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
რუსული გამოცემა: "ქართველებს აზერბაიჯანელებთან თანაბრად თამაში შეუძლიათ?!"
"საქართველოს დაბალი დონის ლიგის კლუბმა კი "ნეფთჩის" თამაშით აჯობა" - გულშემატკივრებმა აზერბაიჯანულ გუნდს თამაში დაუწუნეს
Azerisport: "ბაქოში "ნეფთჩი" მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს და არა იღბლის წყალობას"
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე