საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ კორპორაცია "სასკი ბასკონიას" შარშან დაწყებული თანამშრომლობა გრძელდება
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ კორპორაცია "სასკი ბასკონიას" შარშან დაწყებული თანამშრომლობა გრძელდება. ეს კორპორაცია რამდენიმე კლუბის მფლობელია, რომელთა შორისაც წლევანდელი ევროლიგის ოთხთა ფინალის წევრი "ლაბორალ კუჩაა".

სწორედ ამ კლუბის საწვრთნელი კემპი ჩატარდა თბილისში. შარშანდელის მსგავსად, კემპის ჩასატარებლად თბილისში ესპანელი მწვრთნელები ჩამოვიდნენ და ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში 55 პერსპექტიულ მოზარდს ვარჯიშებს უტარებდნენ.

კემპისთვის 2001-2005 წლებში დაბადებული კალათბურთელები შეირჩნენ. სელექცია ასაკობრივი ნაკრებების უცხოელმა კოორდინატორებმა - მილოშ გლიგორიევიჩმა და ტიხომირ ბუჯანმა მოახდინეს. ეს სპეციალისტები გასულ ციკლში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობდნენ და ფედერაციამ მათ საქართველოში ჩამოსვლა და ასაკობრივი ნაკრებებისთვის ტალანტების მოძიება, მათი კოორდინაცია და სამწვრთნელო პროცესების მონიტორინგი შესთავაზა.

შერჩეული ქართველი მოზარდები ხუთდღიან კემპში მიიღეს მონაწილეობა და ესპანელი მწვრთნელებმა მათგან 16 საუკეთესოს შეარჩიეს, რომლებიც ესპანეთში, ქალაქ ვიტორიაში ივლისის თვეში დაგეგმილ "ლაბორალ კუჩას" კემპზე წაივლენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად გენერალურ კემპში მიიღებენ მონაწილეობას. სწორედ ამ კემპის შემდეგ შეირჩევა ის კონტიგენტი, რომლებიც ესპანეთში დარჩებიან და ან "ლაბორალ კუჩაში", ანდაც ამ კლუბთან დაახლოებულ სხვა გუნდებში გააგრძელებენ ვარჯიშს.

შეგახსენებთ, რომ "ლაბორალ კუჩაში" ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია. ვიტორიელთა ახალგაზრდულ გუნდშია ლუკა ბულაშვილი, ხოლო სხვა კლუბებში ლაბორალელებმა ნიკა დარბაიძე და გიორგი ტურძილაძე გაანათხოვრეს.

დღეს კემპის დახურვაზე 16 საუკეთესო მონაწილე შეირჩა, რომლებიც ესპანეთში გაემგზავრებიან და ქალაქ ვიტორიაში გააგრძელებენ სწავლასა და ვარჯიშს.

superleague.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა