შინ 3:0 მოგების შემდეგ "ზესტაფონა" ბანსკა-ბისტრიცას "დუკლა" 22 ივლისს უკვე სტუმრად ეთამაშება...

შინ 3:0 მოგების შემდეგ "ზესტაფონა" ბანსკა-ბისტრიცას "დუკლა" 22 ივლისს უკვე სტუმრად ეთამაშება. ზესტაფონელები სლოვაკეთში დღეს, ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრებიან. იმერლებს ჩვენი გაზეთის კორესპონდენტი ლევან ჯანეზაშვილიც თან გაჰყვება და სლოვაკეთიდან მის რეპორტაჟებს მომდევნო ნომრებში იხილავთ. გია გეგუჩაძის გუნდში, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. ერთადერთი დანაკლისი ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილია, რომელიც ჩვენს გუნდს სლოვაკეთში გაფრთხილებათა სიმრავლის გამო ვერ დაეხმარება.

ვნახოთ თუ რა ხდება მეტოქის ბანაკში. გასულ უქმეებზე სლოვაკეთში ახალმა საფეხბურთო სეზონმა აიღო სტარტი. სასტარტო ტურში "დუკლამ" "დუნაისკა სტრედას" უმასპინძლა და 2:0 მოიგო. მარკო კაროლის გუნდმა ორივე ბურთი მეორე ტაიმში გაიტანა. 62-ე წუთზე მცველმა იოზეფ ადამიკმა გახსნა ანგარიში, 87-ე წუთზე კი თავდამსხმელმა რობერტ პიჩმა მატჩს წერტილი დაუსვა. ამ შეხვედრაში "დუკლამ" 4-1-3-2 ტაქტიკური სქემით ითამაშა. მარკო კაროლის გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:

ბოროში - ტურნა, ადამიკი, ვაიდა, სავიჩი - პლევა - პოვაჟანეცი (46. მ. პანჩიკი), პეტერ დურიცა (60. გაიდოში), ჰუჩკო - პავოლ დურიცა, სეიე (67. პიჩი).

"ძალიან გვინდოდა სეზონი მოგებით დაგვეწყო, მაგრამ "ზესტაფონთან" საქართველოში ჩატარებულ თამაშში წაგების შედეგ ჩვენი გუნდი ფსიქოლოგიურად იყო გატეხილი. მიუხედავად ამისა, ჩემმა გუნდმა ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლო. რთული მატჩი გვქონდა, მაგრამ წარმატებით დავასრულეთ. ფეხბურთელებმა ჩემი დავალებების შესრულებას თავი გაართვეს და იმედი მაქვს მომდევნო მატჩებში უკეთ ვითამაშებთ. "დუნაისკა სტრედა" უკანა ხაზზე საიმედოდ გამოიყურებოდა და დაცვიდან ააგო თამაში. "ზესტაფონთან" საპასუხო მატჩის წინ, კარგი რეპეტიცია გვქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ "ზესტაფონს" მოგებული განწყობითა და უკეთესი ფსიქოლოგიური მდგომარეობით დავუხვდებით", - პრესასთან საუბარში აღნიშნა "დუკლას" მთავარმა მწვრთნელმა მარკო კაროლმა.

დაბოლოს, 22 ივლისს, "დუკლა"-"ზესტაფონის" მატჩი ბანსკა-ბისტრიცაში "შტიავნიცკიზე", თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. შეხვედრას სერბი მსაჯები გაუძღვებიან. მატჩის არბიტრი დრაგომირ სტანკოვიჩი იქნება.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა