ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

დაკითხვა და სარეაბილიტაციო ცენტრი
სანამ დამკითხავდნენ, პოლიციელებმა კამერაში გადამიყვანეს. ძალიან გაბრაზებული ვიყავი საკუთარ თავზე. საკმაოდ ბევრი კოკაინი აღმომიჩინეს იმისთვის, რომ სისხლის სამართლის მძიმე ბრალდება წაეყენებინათ. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ციხეში ვიჯექი, ყოველთვის მოინახებოდა თეთრი ბიჭი, რომელიც მთელ ამ სამზარეულოში კარგად ერკვეოდა. ეს შემთხვევაც არ ყოფილა გამონაკლისი.

- ეი, ჩემპიონო, რატომ ხარ აქ? - დაინტერესდა ერთი თეთრი ბიჭი.

- კოკაინის გამო, - ვუპასუხე მე.

- ადრე დაუჭერიხართ ნარკოტიკებისთვის? - მკითხა მან.

- ბევრჯერ დავუპატიმრებივარ, მაგრამ ნარკოტიკებისთვის არა.

სახე გაუნათდა.

- არ ინერვიულო, ძმაო. ციხეში არ წახვალ, - მითხრა მან. - არ შეუძლიათ პირველი დაკავების შემდეგ საპყრობილეში ჩაგსვან ნარკოტიკებზე. თავდაპირველად, დახმარება უნდა აღმოგიჩინონ.

ახლა უკვე კარგად ვიცოდი საქმის არსი დპ მზად ვიყავი დაკითხვისთვის. პოლიციელმა, რომელმაც დამაპატიმრა, თავის კაბინეტში შემიყვანა.

- რომელ ნარკოტიკს ან წამალს იღებთ? - მკითხა მან.

- ზოლოფტს, - ვუპასუხე მე.

- კიდევ სხვა რამეს?

- მარიხუანა და კოკაინი. ზოლოფტს დღეში ერთ აბს ვიღებ.

- მარიხუანას რამდენს ეწევით?

- ორი სიგარეტი, ადრე დილით.

- დღევანდელ დღემდე ბოლოს როდის მიიღეთ კოკაინი?

- გუშინ.

- რამდენად ხშირად მოიხმართ?

- ყოველთვის, როცა ვშოულობ. დღეს დილით მივიღე, დაახლოებით ათ საათზე.

- რატომ იღებთ მარიხუანასა და კოკაინს?

- მიდრეკილება მაქვს.

- ერთდროულად მოიხმართ?

- დიახ. როცა ორივეს ერთად ვიღებ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

- ზოლოფტი რაში გჭირდებათ? - დაინტერესდა ის.

- წესრიგში მოვყავარ. ცუდად ვარ.

- არ ჰგავხართ ადამიანს, რომელიც ცუდად არის, - თქვა მან.

- ვიცი, რომ ჩემი საქმე ცუდად არის, - ვთქვი მე და ხმამაღალი სიცილი დავიწყე - ზუსტად ისე, როგორც ბიჭი ფილმიდან "მარიხუანის სიგიჟე" (1936 წელს გამოშვებული ამერიკული ფილმი მარიხუანის მავნებლობაზე. გადაიღეს ეკლესიის დაკვეთით).

მოვუყევი მას, რომ კოკაინს "მარლბოროს" სიგარეტის მეშვეობით ვეწევი. დაინტერესდა - როგორ ვაკეთებ ამას და დაწვრილებით ავუხსენი პროცესი.

- მადლობას გიხდით იმისთვის, რომ თანამშრომლობისთვის მზად ხართ, - მითხრა პოლიციელმა.

- საკმაოდ კარგი ბიჭი ვარ, - ვუთხარი მე.

- თქვენ რომ დაგაპატიმროთ, ჩემს ქალაქში შერცხვენილი ვიქნები, - თქვა მან.

არ ვიცოდი, როგორი რეაგირება უნდა მქონოდა ამაზე, ამიტომაც ნამდვილი შეშლილივით მოვიქეცი. იატაკს მივაშტერდი და დაბალი ხმით ვთქვი:

- ჯანდაბა, ვერ გიტან! წადი შენი, პარაზიტო!

- მაიკ, ოდესმე ვინმე უსიამოვნებას განიჭებდათ? - მკითხა პოლიციელმა.

- ყოველთვის. მაგრამ არ ვაქცევდი ამას ყურადღებას და გულთან ახლოს არ მიმქონდა, - ვუპასუხე მე.

პოლიციელმა მაგნიტოფონი გამორთო და მარიკოპის ოლქის სახელმწიფო აღმასრულებელი სამსახურის მობილურ განყოფილებაში გამაცილა. იქ გამაფორმეს და ერთკაციან კამერაში შემიყვანეს. კამერაში ტელეფონიც კი იყო და საღამოს დიდი ნაწილი ლაპარაკში გავატარე.

მეორე დილას გირაოს თანხა შეიტანეს და დერილი მოვიდა ჩემ წასაყვანად. ერთმანეთს გადავეხვიეთ. მთელი ეს წლები - ლას ვეგასიდან დაწყებული და ამსტერდამით დამთავრებული - დერილი ცდილობდა, სწორ გზაზე დავეყენებინე. ეს რთული სამუშაო აღმოჩნდა.

- მაიკ, რატომ გაიქეცი გუშინ ისე, რომ არაფერი მკითხე? - მკითხა მან.

- ცხოვრება რთულია, ძმაო. ძალიან რთული, - მხოლოდ ეს ვუპასუხე.

დერილმა შელის სახლში წამიყვანა, სადაც შხაპი მივიღე, ჩემი შვილები ვნახე - მიგელი და ექსოდუსი, გემრიელად ვისადილე. შემდეგ ადვოკატი დავიქირავე. ჩემს ნაცნობებს დავურეკე ლას ვეგასში და მათ დევიდ ჩესნოფი შემომთავაზეს - ადვოკატი, რომელსაც დიდი კავშირები ჰქონდა.

ის იყო ოსკარ გუდმენის პარტნიორი, რომელიც, თავის მხრივ, ჩემს ინტერესებს წარმოადგენდა საკრივო ლიცენზიის აღდგენის საქმეში. მართალია, ამის საჭიროება არ იყო, მაგრამ ჩესნოფის მოქმედების გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: რაც შეიძლება სწრაფად გავეფორმებინე სარეაბილიტაციო ცენტრში. გარდა ამისა, დაკავებული უნდა ვყოფილიყავი საზოგადოებრივი საქმიანობით, რათა სასამართლოსთვის გვეჩვენებინა, რომ სერიოზულად ვაპირებ სწორი ცხოვრების წარმართვას.

მაშ ასე, ფინიქსის რიგით მესამე სარეაბილიტაციო ცენტრში მოვხვდი. ეს იყო პატარა სახლი, სადაც ცხოვრობდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამ ცენტრს ხელმძღვანელობდა. ეს ბიჭი ნამდვილი ნაძირალა იყო. ყველანაირად ცდილობდა, საკუთარი ინტერესებისთვის გამოვეყენებინე. მე იქ დავუმეგობრდი ერთ ბიჭს ბრუკლინიდან. იტალიელი იყო - ერთ-ერთი იმათგანი, ვინც იმპულსებით ცხოვრობდა. ფართო ღიმილი, უშრეტი ენერგია. ის რომ არა, იქიდან გაცილებით ადრე გამომაგდებდნენ. დანარჩენებს ეშინოდათ ჩემი. მეპატრონემ მაინც მომიშორა იმ საბაბით, რომ ჩემი წამლების ჩაკეტვა დამავიწყდა.

იმ მომენტში შემეძლო უბრალოდ მეთქვა: "წადით, თქვენი! საკმარისია!" მაგრამ იმ დროისთვის, მე და მერილინი ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და ერთმანეთის მიმართ გარკვეული ვალდებულებები გვქონდა.

ამიტომაც მერილინმა და ჩემმა ადვოკატებმა მოილაპარაკეს და დოქტორ შეილა ბალკანზე გავიდნენ - ცნობილ კრიმინოლოგზე, რომელიც პატიმრობის შემცვლელი ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების შემუშავებაზე სპეციალიზდებოდა. მან გამაგზავნა მორიგ სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც ჰოლივუდ-ჰილზის რაიონში მდებარეობდა და "უანდერლენდი" ეწოდებოდა. პირადად შეილა და მისი ერთ-ერთი კოლეგა ჰაროლდი ჩამოვიდნენ ჩემს იქ წასაყვანად. ჩემი სხეულის ერთი ნაწილი განრისხებული იყო იმის გამო, რომ ისევ და ისევ მიწევდა ასეთ ადგილას დაბრუნება. ამიტომაც გამგზავრების წინ ისევ ძლიერ კაიფზე გადავედი. ბევრი ნარკომანი, იქამდე, სანამ მკურნალობას დაიწყებს, ძლიერი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ექცევა. თუმცა შეილა და ჰაროლდი მართლაც შესანიშნავი ადამიანები აღმოჩნდნენ. მათ არ დაუწყიათ ჩემი გაკიცხვა. ასე რომ, როცა "უანდერლენდში" ჩავედით, ამდენი ნარკოტიკისგან სრულიად არეული ვიყავი.

განსხვავებით ყველა სარეაბილიტაციო ცენტრისგან, სადაც კი ოდესმე მიმკურნალია, "უანდერლენდი" რეალობასთან მიახლოებული იყო. აქ არ არსებობდა არიზონას შტატის ტრადიციები: გარკეული თავისუფლება გვქონდა. არ გვიწევდა ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გაკიცხვით იყვნენ დაკავებულნი. აქ იყვნენ საინტერესო ადამიანები, რომლებსაც არ ეშინოდათ ჩემნაირი რთული ტიპების.

"უანდერლენდი" მიეკუთვნებოდა იმ ხარისხიან სარეაბილიტაციო ცენტრებს, რომლებიც ელიტის ბავშვების უზრუნველყოფისთვის იყო შექმნილი: კინოს ვარსკვლავები, ბანკირები და მათი მსგავსები. იქ ყოფნა ერთ დიდ მამულში ცხოვრებას ჰგავდა, როგორსაც მე ვიყავი მიჩვეული. ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ღირდა, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემთვის გამონაკლისი გაკეთდა, რადგან იმ დროს ფული საერთოდ არ მქონდა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]

"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა

"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა

ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა

"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი