ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ისე, როგორც ავსტრიულ ფესტივალზე

ისე, როგორც ავსტრიულ ფესტივალზე

მსოფლიოს ჩემპიონატის ქალთა ნაწილი ნამდვილ ავსტრიულ ფესტივალს დაემსგავსა - მესამე სტარტი და ამ ქვეყნის ქალთა ნაკრების მესამე ოქრო

სენსაციურად დასრულდა გარმიშში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კაცებს შორის სწრაფდაშვება. კანადელმა ერიკ გუიემ არაფრად ჩააგდო ფავორიტთა კარგი მომზადება და ოქროს მედალი დაიმსახურა.

გარმიშის ტრასა ერთ-ერთი ყველაზე რთულია. თუ ავსტრიის კიტცბუელში დიდია წაქცევისა და ტრავმის მიღების შანსი, გერმანიის ამ კურორტზე სხვა პრობლემებია - აქაური ტრასა მომქანცველია, რასაც ფინიშის შემდეგ სპორტსმენთა გამომეტყველებაც ადასტურებდა. თვით ნორვეგიელმა აქსელ-ლუნდ სვინდალმა ფინიშის შემდეგ თავი ვერ შეიმაგრა და სარეკლამო ბანერს შეასკდა.

ორი საწვრთნელი დაშვების შემდეგ ასე თუ ისე გამოიკვეთა ფავორიტთა ჯგუფი. ცხადი გახდა, რომ პირველობისთვის ორი მოთხილამურე იბრძოლებდა - შვეიცარიელი დიდიე კუში და იტალიელი კრისტოფ ინერჰოფერი, რომელმაც სამი დღის წინ სუპერგიგანტი მოიგო.

ამ დუეტიდან პირველი ტრასაზე ინერჰოფერი გავიდა. კრისტოფმა ძალიან კარგი დრო აჩვენა და აშკარად ჩანდა, რომ მინიმუმ პოდიუმზე ასვლის უფლება მოიპოვა. დიდიე კუშს წესით გაუჭირდებოდა ამ შედეგის გაუმჯობესება. გაუჭირდა კიდეც, მაგრამ მაინც დაამარცხა იტალიელი, მაგრამ...

ინერჰოფერის შემდეგ სტარტზე კანადელი ერიკ გუიე გავიდა. ამ მოთხილამურეს ჩქაროსნული დისციპლინების სპეციალისტად იცნობენ. ერთ დროს ის უძლიერესთა ჯგუფში შედიოდა, პოდიუმებზეც ადიოდა და ეტაპებიც აქვს მოგებული, მაგრამ ამ სეზონში კანადელს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა. თავად განსაჯეთ: გუეიმ აქამდე ჩატარებულ მსოფლიოს თასის ეტაპებზე ერთხელაც ვერ შეაღწია ათეულში. შაბათს კი მან გარმიშის ტრასის რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალიც დამსახურებულად მოიგო.

ვერაფერი მოუხერხეს კანადელის დროს მიხაელ ვალჰოფერმა და სვინდალმა, არც ბოდე მილერს გამოუვიდა დაშვება. კუშმა და ინერჰოფერმა მედლები მოიპოვეს, მაგრამ გუეისთან ბრძოლა წააგეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ქალთა ნაწილი ნამდვილ ავსტრიულ ფესტივალს დაემსგავსა - მესამე სტარტი და ამ ქვეყნის ქალთა ნაკრების მესამე ოქრო.

კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ იმის შესახებ, რომ ამერიკელი ლინდსი ვონი და გერმანელი მარია რიში ბოლომდე ჯანმრთელები არ არიან, ამიტომაც გუშინდელ სწრაფდაშვებაში მთავარ ფავორიტად ელიზაბეტ გიორგლი მოიაზრებოდა, რომელმაც გარმიშში ბრწყინვალე სტილში მოიგო სუპერგიგანტი და სუპერკომბინაციის სწრაფდაშვების ნაწილი.

გიორგლმა გაამართლა ფავორიტის სტატუსი. ბრწყინვალე სიჩქარემ და შესანიშნავმა ტექნიკამ ელიზაბეტს ტრასის რეკორდის დამხობის საშუალება მისცა. ამ შედეგის გაუმჯობესებას მხოლოდ ვონი ან რიში თუ შეძლებდნენ.

გრიპით დასნეულებული მარია ბევრს ეცადა და იმ დღეს ყველაზე მეტი აპლოდისმენტი დაიმსახურა. მას სულ ოდნავ არ ეყო ძალა ფინალურ მონაკვეთზე, მაგრამ გუშინდელი მესამე ადგილი გერმანელისთვის გამარჯვების ტოლფასია.

ლინდსი ვონმა კი მაინც მოიპოვა ამ ჩემპიონატზე პირველი და ალბათ, უკანასკნელი მედალი. ამერიკელმა კარგად ისრიალა, განსაკუთრებით ფინალურ მონაკვეთზე, მაგრამ გიორგლისთვის კონკურენციის გაწევა მაინც ვერ მოახერხა.

ამ ჩემპიონატზე აშკარად არ უმართლებს შვეიცარიელ ლარა გუტს, რომელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა და ისევ მედლების გარეშე დარჩა. უნდა აღვნიშნოთ ტინა მაზეს მაღალი მეხუთე ადგილი დისციპლინაში, რომელიც არ ითვლება სლოვენიელის სტიქიად. ჯულია მანკუზოსგან კი პირიქით, მედალს ელოდნენ, მაგრამ ამერიკელი მხოლოდ მეექვსე იყო.

სწრაფდაშვება

კაცები

1. ერიკ გუიე (კან) 1:58.41

2. დიდი კუში (შვეიც) +0.32

3. კრისტოფ ინერჰოფერი (იტა) +0.76

4. რომებ ბაუმანი (ავსტრია) +1.10

5. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) +1.42

6. ანდრეი სპორნი (სლოვენ) +1.84

ქალები

1. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) 1:47.24

2. ლინდსი ვონი (აშშ) +0.44

3. მარია რიში (გერ) +0.60

4. ლარა გუტი (შვეიც) +0.94

5. ტინა მაზე (სლოვენ) +0.98

6. ჯულია მანკუზო (აშშ) +1.06.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება

ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე