ლიცენზიის გარეშე დარჩენილი კლუბი ლევან კობიაშვილს მიმართავს და აღმასკომის სხდომის მოწვევას ითხოვს
ცნობილია, რომ პირველი ლიგის მეორეადგილოსანმა თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" ეროვნული ლიცენზია ვერ მიიღო - კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება არც საფეხბურთო ტრიბუნალმა შეცვალა (ისევე, როგორც ცხინვალის "ლიახვის" შემთხვევაში, თუმცა ეს კლუბი თავის მინუსებს აღიარებს) და გუნდი უმაღლეს ლიგაში ვერ ითამაშებს...

"ვიტ ჯორჯიას" ლიცენზიაზე უარი ორი მიზეზით ეთქვა: 1) "მცხეთა პარკი" უმაღლესი ლიგისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა; 2) თანამშრომლების მიმართ დავალიანებები ჰქონდა.

გუშინ "ვიტ ჯორჯიამ" მიმართვა გაავრცელა:

"მიგვაჩნია, რომ ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოს საფეხბურთო ნორმატიული აქტების განაწესებს არ შეესაბამება.

ლიცენზირების კომიტეტის ძირითადი შეცდომაა, რომ დაეყრდნო უეფას ტურნირებში მონაწილეობის შესახებ სფფ-ის ლიცენზირების დებულების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რომ მოედანი უეფას მინიმალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

მაგრამ ლიცენზირების კომიტეტს გამორჩა, რომ სფფ-ის ლიცენზირების დებულების დამატებაში ეს მუხლი ამოღებულია და ამის გამო ეროვნული ლიცენზიის გაცემაზე უარი აბსოლუტურად უკანონოა.

აღსანიშნავია, რომ 27-ე ეროვნული ჩემპიონატის დებულების დანართის პრეამბულაში, სიმკაცრის მიხედვით, უმაღლესი ლიგის კლუბების სტადიონებისადმი მოთხოვნები 3 თანრიგად იყოფა: A - სავალდებულო, B - აუცილებელი და C - გასათვალისწინებელი.

ლიცენზირების კომიტეტი ლიცენზიის გაცემაზე უარის მოტივად აუცილებელ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს მიუთითებდა, რაც B თანრიგის მოთხოვნებს განეკუთვნება და მათი შეუსრულებლობა ავტომატურ უარს არ იწვევს, თუმცა კლუბს ფინანსური სანქციები დაეკისრება", - ვკითხულობთ მიმართვაში.

"ვიტ ჯორჯია" აცხადებს, რომ სავალდებულო და აუცილებელი ინფრასტრუქტურული მოთხოვნები დადგენილ ვადებში ბოლომდე შეასრულა:

"სტადიონების ინსპექტირების (საშეჯიბრო და სალიცენზიო) კომისიის მივლინების თაობაზე კლუბს 8 თებერვალს ეცნობა. 18 მარტს "ვიტ ჯორჯიას" ლიცენზირების კომისიის წევრმა და ინფრასტრუქტურის კრიტერიუმების ექსპერტმა თამარ ასათიანმა მიმართა და კლუბს ხარვეზები განუსაზღვრა, რაც ლიცენზირების პერიოდში კლუბმა სრულად აღმოფხვრა.

ასათიანი 18 მარტის წერილში აღნიშნავდა, რომ სხვა ხარვეზების დადგენის შემთხვევაში, კლუბს დამატებით აცნობებდა. თუმცა ამის შემდეგ სტადიონები და სავარჯიშო მოედნები ადგილზე აღარ შეუმოწმებია, არანაირი შენიშვნა აღარ მიგვიღია და სხვა ხარვეზებიც არ დადგენილა.

შესაბამისად, ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება, რომ "მცხეთა პარკი" უმაღლესი ლიგის აუცილებელ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, სრულიად უსაფუძვლოა, ხოლო ეროვნულ ლიცეზიაზე უარი - უსამართლო".

დავალიანებებზე "ვიტ ჯორჯია" აცხადებს შემდეგს:

"სფფ-ის ლიცენზირების დებულებით, დავალიანება ვადაგადაცილებულად არ ითვლება, თუ კრედიტორთან დავალიანების დაფარვის ვადის გაგრძელებაზე შეთანხმდება.

25 მარტს "ვიტ ჯორჯიამ" დავალიანების ივნისამდე გადავადებაზე თანამშრომლებთან შეთანხმება გააფორმა, რასაც სრული შემადგენლობა დაეთანხმა. ეს შეთანხმება 28 მარტს "ვიტ ჯორჯიამ" სფფ-ის კონტრაქტორ აუდიტორულ კომპანია PWC-ს გადაუგზავნა, რასაც კომპანია წერილობით ადასტურებს.

აქედან გამომდინარე, ლიცენზირების კომიტეტს არანაირი საფუძველი არ გააჩნდა, დავალიანება ვადაგადაცილებულად მიეჩნია და ეროვნულ ლიცენზიაზე უარი ეთქვა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 28 აპრილისთვის დავალიანება სრულად დაიფარა. თუმცა ეს ფაქტობრივი გარემოებაც არ გაითვალისწინეს".

კლუბი წერს, რომ ყველა სააპელაციო ორგანოს მიმართეს:

"...თუმცა მათი ქმედებები და გადაწყვეტილებები იყო ფორმალური. ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მათ სამართლიანობის აღდგენის სურვილი ამოძრავებდათ. დოკუმენტალური მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, უკანონო გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს.

გამომდინარე იქიდან, რომ საქმე გაუგონარ უსამართლობასთან გვაქვს და "ჩაკეტილი წრის" პრინციპი სამართლის პოვნის არანაირ საშუალებას არ გვაძლევს, ერთადერთი სამართლებრივი გზა გვრჩება: მივმართოთ სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს და ვთხოვოთ, მოიწვიოს აღმასკომის სხდომა, რომელიც სფფ-ის წესდების საფუძველზე, ფეხბურთის განვითარებისა და სამართლიანობის პოლიტიკის შესაბამისად, "ვიტ ჯორჯიის" უმაღლეს ლიგაში დაშვების საკითხს განიხილავს".

ჩვენი მხრივ, ვეცდებით, სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის კომენტარი ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gomesh
ეგრე თუ მივყევით ლიცენზია არც ცხინვალს ეკუთვნის,სულ იწერებოდა რომ ფეხბურთელები უხელფასოდ თამაშობდნენ და მხოლოდ ერთხელ აიღეს ხელფასიო. როგორც ვიცი კლუბს თანამშრომლების ვალი თანაც 3-4 თვის დღემდე აქვს.რა ხდება?
ნიკა
ლიახვი უმაღლეს ლიგაში!
Irakli 88
Kvaracxelia sad xar she dakargulo,modi aq modiii
Kote
ინებოს ფედერაციამ და გააკეთოს განცხადება. ოღონდ პოლიტიკური არა, დეტალები ახსნან, რა და როგორაა.
დათო
რაც მათი წერილიდანაც სჩანს არის რომ დადგენილ ვადებში არ ქონდათ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული. რაც შეეხება თანამშრომელთა დავალიანების გადავადებას, ძალიან კარგად მოგეხსენებათ თანამშრომელთა თანხმობა დამსაქმებლის მხრიდან როგორ მიიღება. ასე რომ,ჩემი აზრით, სრულიად სამართლიანად არ უშვებენ ვიტ-ჯორჯიას უმაღლესში. ქართული ფეხბურთი მექრთამეობამ, უპასუხისმგებლობამ და ძალიან ლოიალურმა დამოკიდებულებამ მიიყვანა სიკვდილის პირას. უფრო მეტი მკაცრი ზომებიც არის მისაღები, უნაღლეს ლიგაში 10-12 გუნდამდე უნდა შემცირდეს მონაწილეთა რაოდენობა და მკაცრად მოეთხოვოთ ყველანაირი რეგლამენტის დაცვა. ამ შემთხვევაში სრულიად ვეთანხმები ფედერაციას.
jordanos
კარგი იქნება ჩემო ჯორდანო თუ უბრუნებელს შეცვლი გამო-ეებულით.
tengo
ვიტ ჯორჯია ყველა კანონით იმსახურებს უმაღლესში ყოფნას !
kvaji
კარგით რა რუხაძემ დაღუპა ქართული ფეხბურთი ან რა ლიახვი სირცხვილია
kisho
რუხაძემ დაღუპა ქართული ფეხბურთი ან რა ლიახვი კარკით რა სირცხვილი არა რის
kkk
ასე თუა მართლა მაშინ დაანებეთ ამ ფეხბურთს თავი და რაგბი ითამაშეთ რაგბი/// ბატონო კობი გვეშველება რამეეეე.... ვაი რომ უახლოეს 10 წელში არაააა......
ჯორდანო უბრუნებელი
კობიაშვილო, რეკორდსმენი ხარ 6 თვეში სისულელეების ჩადენის ოდენობით. ფეხბურთის მოკვლის გეგმა სრულიად მოგყავს აღსრულებაში.რაც რაიმე სახელი მინდორზე მოიპოვე,ყველაფერი კაბინეტში გაანიავე. მთელი ქვეყნის მასშტაბით რაც ფული იხარჯებოდა ფეხბურთთან დაკავშირებით, იმის კონსოლიდირება მოახდინეთ და არაფერი ახალი მოიტანეთ,გაუგებარი ფორმულებით ხდება მისი გადანაწილება,კაციშვილმა დღემდე არ იცის თუ რა თანხებს მიიღებნ პირველი ხუთეულის გუნდები ჩემპიონატის წარმატებით დასრულებისათვის.უცნაური სქემებია თანხების გადანაწილების,მდიდრებს გამდიდრებას უპირებთ, ღარიბებს კი გაღარიბებას. დამსახურებულ კლუბს უმაღლეს ლიგაში არ უშვებთ და კერძო მესაკუთრეს კი არ ეხმარებით ხელს უშლით, სახელმწიფო კლუბებს კი ცალკე ბობოლები დაუნიშნეთ მმართველებად. ასე არაფერი გამოვა. გამოდი ლევან კაბინეტიდან და დაბრუნდი მინდორზე, ან მწვრთნელად ან რაიმე ფუნქციით.
tornike gugeshashvili
აუ,მორჩით რააა..... იყავით უმაღლესში რა გააკეთეთ ფულის კეთების მეტი? ცოტა მაინც შეგენახათ ლიცენზირებისათვის..... ერთხელ და სამუდამოდ დავემორჩილოთ კანონს! გადაწყვითა კომისიამ?! ხოდა დაემორჩილეთ და თუ ფეხბურთი გიყვართ ელემანტარულად ლიცენზირების მინიმუმი მაინც გააკეთეთ,წივილ-კივილი არ უნდა მაგას! გაიგეს აფინანსებს ფედერაციაო და გაეხსნა ახლა ყველას მადა!
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ეროვნული ლიგა 2. VIII ტური:"ვიტ ჯორჯიამ" ისევ იმარჯვა, ბათუმის "დინამო" ისევ დამარცხდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."
ეროვნული ლიგა 2. VI ტური:"თელავი"-"შევარდენი" და "ვიტ ჯორჯია"-"შუქურა უგოლოდ დასრულდა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
ეროვნული ლიგა 2. V ტური: მცხეთაში ლიდერების შეხვედრა უგოლოდ დასრულდა
"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა