მაკარიძემ მკითხველთა კითხვებს უპასუხა, მათგან საუკეთესოს ავტორი თავად შეარჩია და თავის "მორეირენშეს" მაისურს უსახსოვრებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების და პორტუგალიურ კლუბ "მორეირენშეს" მეკარე გიორგი მაკარიძემ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, მაკარიძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად "მორეირენშეს" მაისურს უსახსოვრებს. აღსანიშნავია, რომ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" გამარჯვებული უკვე მეორედ ლაშა ჯარიაშვილი გახდა. პირველად მან რომან ჭანტურიას მაისური მოიგო.

მაკარიძემ ლაშას მიერ დასმული შემდეგი კითხვა მოიწონა: "რას განიცდიდა ბევრისთვის უცნობი გიორგი მაკარიძე საქართველო-შოტლანდიის მატჩამდე ცოტა ხნით ადრე და რას განიცდიდა უკვე ყველასთვის ნაცნობი, მატჩის ერთ-ერთი გმირი გიორგი მაკარიძე აღნიშნული თამაშის შემდეგ?"

ლაშას თხოვნა იყო, გამარჯვების შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნებოდა, მაისურის ნაცვლად, მაკარიძეს მას მეკარის ხელთათმანები ეჩუქებინა თავისი პატარა ახლობლისთვის, რომელიც, გიორგის მსგავსად, ასევე მეკარეა. მაკარიძემ გაითვალისწინა გამარჯვებულის თხოვნა და მაისურთან ერთად, მას თავის ხელთათმანებსაც გადასცემს.

მკითხველი:

- გამარჯობა, გიორგი. პირველ რიგში, წარმატებას გისურვებ ახალ კლუბში, სათამაშო პრაქტიკა არ მოგკლებოდეს. ახლა კი შეკითხვა: წარმატებით დაწყებული საფეხბურთო კარიერის შემდეგ იყო პატარა ჩავარდნა, რომელიც, ძირითადად, განპირობებული იყო არასაფეხბურთო პრობლემებით (პასპორტის არქონა, რამდენადაც ვიცი). ამ ხნის განმავლობაში შენ მოგიწია უქმობა და მაინც არ დანებდი: დარჩი უცხოეთში, მოიპოვე თამაშის უფლება და ახლიდან დაიწყე ყველაფერი. მთელი ამ დროის განმავლობაში რითი იყო დაკავებული გიორგი მაკარიძე, რითი ავსებდა უფეხბურთობით გამოწვეულ ვაკუუმს სამშობლოსგან და ახლობლებისგან შორს?

- მადლობა, გაიხარე. ერთი წლის მანძილზე უგუნდოდ დარჩენა მხოლოდ პასპორტის ბრალი არ ყოფილა. გარკვეულწილად, ის ფაქტორიც იყო, რომ საფრანგეთში კონტრაქტის შესათავაზებლად არ ჩამთვალეს საჭირო დონის მეკარედ. ამიტომაც ერთი წლის მანძილზე უფრო მეტი ვივარჯიშე, რაშიც ხელი იმ პერიოდში ამირან სანაიამ შემიწყო: მასთან ერთად ვცხოვრობდი და მის გუნდ "ლუზენაკში" ვვარჯიშობდი ხანდახან.

მკითხველი:

- შენი პირველი გამოჩენა ფართო საზოგადოებაში მოხდა მეტად მოულოდნელად. შენ გამოგიძახეს ეროვნულ ნაკრებში და უფრო მეტიც, განდეს ადგილი ძირითად შემადგენლობაში, შოტლანდიასთან ოფიციალურ მატჩში. მიუხედავად შენი პატარა ასაკისა და საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილების არქონისა, გამოხვედი და ითამაშე ისე, როგორც ბევრ გამოცდილ მეკარეს შეშურდებოდა. ვინ ან რამ განაპირობა შენი ასეთი თავდაჯერება?

- იმ პერიოდისთვის ჩემი კარიერა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა - სულ წინ და წინ მიიწევდა და ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ისიც, რომ თავს თავდაჯერებულად ვგრძნობდი იმ კონკრეტულ შეხვედრაში.

მკითხველი:

- მინდა გკითხო დიდიე ოვონოზე. რაოდენ პარადოქსიც უნდა იყოს, შენ მისი თანაგუნდელი იყავი "დინამოში" და მერე, როცა ის წავიდა, შენც კვალდაკვალ გაჰყევი "ლე მანში". გაბონელი მეკარე იმ დროს საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მიუხედავად ამისა, მოახერხე და უკვე საფრანგეთში შენი კარგი თამაშით, მწვრთნელს თავსატეხი გაუჩინე. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ შენ და ოვონო ხშირად ენაცვლებოდით ერთმანეთს "ლე მანის" კარში. რა შეგძინა შენ მასთან ერთად გატარებულმა წლებმა და ამ დრომდე თუ ინარჩუნებ ოვონოსთან კავშირს?

- რა ვიცი... ურთიერთობა მას მერე, რაც გუნდელები აღარ ვართ, ნაკლებად გვაქვს და მიუხედავად მასთან ერთად გატარებული 3 წლისა, ბევრი არაფერი შემიძენია მისგან. ეგეც ალბათ იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა სტილის მეკარეები ვართ.

მკითხველი:

- მყავს პატარა ბიძაშვილი, რომელიც საკმაოდ პერსპექტიული მეკარეა. თავდაპირველად საკმაოდ ცუდ მინდვრებზე უწევდა მას თამაში, ისევე, როგორც ძალიან ბევრ ბავშვს საქართველოში. ბევრჯერ მინახავს ჩალურჯებული გვერდებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც აგრძელებდა ვარჯიშს და ახლაც ასეა. შენ, როგორც იმავე ამპლუის ფეხბურთელი, რას ურჩევდი მომავალ მეკარეებს, რომ მიაღწიონ იმას, რასაც მიაღწიე შენ?

- არ დაისახონ მიზნად იმის მიღწევა, რასაც გიორგი მაკარიძემ მიაღწია - ეს, პირველ რიგში. მაქსიმუმი დაისახონ და მისკენ ისწრაფონ. მთავარი შრომა, მონდომება და სწორი ვარჯიშია.

მკითხველი:

- ბევრის აზრით, მეკარის პოზიცია საკმაოდ არაპოპულარული და არამომგებიანია, თუნდაც იმიტომ, რომ მეკარე მოედანზე ერთია, თუ ის თადარიგშია, განსხვავებით სხვა ამპლუის ფეხბურთელებისა, შანსი იმისა, რომ მას თამაში მოუწიოს, ძალიან მცირეა და მხოლოდ მისი კონკურენტის ტრავმის შემთხვევაში თუ მოხდება. რას ურჩევს მეკარე გიორგი მაკარიძე მომავალ ფეხბურთელებს არჩევნის გაკეთებისას და შენ ვისი დახმარებით მიხვედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მეკარე უნდა გამოსულიყავი?

- პირველად, ჩემი მწვრთნელის, პაატა მეტრეველის გადაწყვეტილებითა და რჩევით ჩავდექი კარში. ყველა ფეხბურთელს თავისი პლუსი აქვს. ფინანსურად მომგებიანია შემტევი ფეხბურთელი - დანარჩენში დიდი განსხვავება არაა.

მკითხველი:

- შენ გითამაშია საფრანგეთსა და პორტუგალიაში. იმ ადამიანის თვალით, რომელმაც ეს ყველაფერი ადგილზე ნახა, რომელი ჩემპიონატი უფრო ძლიერია? ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, დაგვისახელე თითოეული ჩემპიონატის პლუს-მინუსები...

- როგორც ფინანსურად, ისე სხვა ბევრი ფაქტორით, საფრანგეთის ჩემპიონატი ბევრად ძლიერია. პორტუგალიაში უპირატესობას შემტევ ფეხბურთს ანიჭებენ, საფრანგეთში - ტაქტიკურსა და დაცვითს.

მკითხველი:

- ფეხბურთში ხშირად არის შემთხვევა, როცა ფეხბურთელი, თავისი ამპლუის მიუხედავად, თითქმის მთელი კარიერის მანძილზე ზის სათადარიგო სკამზე. მეკარის შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მკვეთრად იგრძნობა. არის მომენტი, როცა აგრძელებ დაუღალავ შრომას და ელოდები შენს შანსს და არის მომენტი, როცა ამბობ, რომ მორჩა და იწყებ ახალი გუნდის ძებნას. შენი აზრით, რამდენ ხანს შეიძლება ელოდოს ფეხბურთელი შანსს და როდის უნდა დაიწყოს მან ახალი გუნდის ძებნა?

- გუნდში მანამ უნდა გაჩერდე, სანამ ბედნიერი ხარ და ასევე მანამ, სანამ თავს კარგად გრძნობ, როგორც ფეხბურთის მხრივ, ისე ფინანსურად.

მკითხველი:

- არსებობს თუ არა გუნდი, რომელშიც დიდი სიამოვნებით ითამაშებდი კარიერის ბოლომდე, თუ მაინც გირჩევნია, გარკვეული დროის შემდეგ შეიცვალო გარემო?

- "რომაში" თუ გადავედი ერთ დღეს, იქიდან აღარ წამოვალ...

მკითხველი:

- რას განიცდიდა ბევრისთვის უცნობი გიორგი მაკარიძე საქართველო-შოტლანდიის მატჩამდე ცოტა ხნით ადრე და რას განიცდიდა უკვე ყველასთვის ნაცნობი, მატჩის ერთ-ერთი გმირი გიორგი მაკარიძე აღნიშნული თამაშის შემდეგ?

- თამაშისთვის ჩვეულებრივ ვემზადებოდი - მაშინ ნაკრებში თამაშის მნიშვნელობას ვერ აღვიქვამდი. თამაშის შემდეგ კი უკვე ბევრი ადამიანი მცნობდა და ძალიან სასიამოვნო განცდა იყო.

მკითხველი:

- შენ დაგასახელეს გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად, სეზონში, რომელშიც ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაგიცდა. რა გრძნობაა, როცა შენს შრომას ხედავენ და აფასებენ, განსაკუთრებით, უცხოეთში, შენთვის უცხო ადამიანები?

- ძალიან სასიხარულოა, როცა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად გასახელებენ და ორმაგად სასიხარულოა ის, რომ ეს უცხოეთში ხდება.

მკითხველი:

- გამარჯობა, გიორგი! გილოცავ ახალ კლუბში გადასვლას. შეადარე ეს საქართველოს ნაკრები იმ დროის ნაკრებს, როდესაც დებიუტი გქონდა, ანუ კლაუს ტოპმიოლერის დროს... რომელი ნაკრები უფრო ანაგარიშგასაწევია და რა გრძნობაა ამდენი ხნის შემდეგ ნაკრების სრულფასოვან წევრად დაბრუნება?

- რთულია შედარება... მაშინდელ ნაკრებში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობდა და ჩემი აზრით, უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებიც გვყავდა. დღეს უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა ჩვენი ნაკრები დაკომპლექტებული. პირადად მე, იმედიანად ვარ განწყობილი და მჯერა, ეს თაობა შეძლებს რომელიმე დიდ ტურნირზე თამაშს და არა მხოლოდ ერთხელ!

მკითხველი:

- ბევრი ცნობილი მეკარე გოლეადორებს ცხოველთა ზედმეტსახელებს არქმევს. მაგალითად, ერთმა ცნობილმა მეკარემ ივანოვს მელა დაარქვა, რადგან ის კარს შეუმჩნევლად უახლოვდებოდა. შენ თუ გაგიკეთებია მსგავსი შეფასება ვინმეს მიმართ?

- არა, ნამდვილად არავისთვის დამირქმევია ზედმეტსახელი.

მკითხველი:

- გამარჯობა, გიორგი! აქტიურად ვადევნებდი თვალს შენს საფეხბურთო კარიერას და შენც დამეთანხმები, რომ უკეთესის სურვილს ტოვებს მიმდინარე მდგომარეობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში, ასაკიდან გამომდინარე, გაქვს შანსი, ჩამოყალიბდე N1 მეკარედ ეროვნულ გუნდში. მაინტერესებს შენი მოლოდინი ამ საკითხზე უახლოეს მომავალში და თვლი თუ არა თავს მზად პირველი მეკარეობისთვის?

- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პირველობისთვის ვიბრძვი...

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს
ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
გიორგი ყიფიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
დაუსვი კითხვა გიორგი ყიფიანს და მოიგე საქართველოს ნაკრების მაისური
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
დაუსვი კითხვა მილტონ ჰეიგს
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
პაატა გურასპაულის რჩეულს საჩუქარი გადაეცა
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა