ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა პარიზში დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელია და WTA-ის კლასიფიკაციაშიც პირველობა დაიბრუნა

გასული ორი დღის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ბელგიელ კიმ კლაისტერსს უკავშირდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ავსტრალიელმა ელენა დოკიჩმა ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონს. ერთადერთი, რაც დოკიჩმა მოახერხა, საწყისი სამი გეიმის მოგება და 3:0 დაწინაურება იყო, მაგრამ ამის შემდეგ კორტზე მხოლოდ ერთი ჩოგბურთელი თამაშობდა - კიმმა ზედიზედ 12 (!) გეიმი აიღო და 6:3, 6:0 გაიმარჯვა, რითაც WTA-ის კლასიფიკაციაში პირველობა დაიბრუნა. ბელგიელის ამჟამინდელი სათამაშო ფორმა იმაზე მეტყველებს, რომ ის დღეს მართლაც საუკეთესო ჩოგბურთელია მსოფლიოში.

კლაისტერსი ამაზე არ შეჩერდა და ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა. ესტონელ კაია კანეპისთან ნახევარფინალში ბელგიელმა მეორე სეტის დასაწყისი ჩააგდო (პირველი პარტია 6:1 მოიგო), 1:4 ჩამორჩა, 4:5-ზე კი სეტბოლის მოგერიება მოუწია, მაგრამ მაინც ორ სეტში მოიგო შეხვედრა.

მეორე ნახევარფინალში ჩეხმა პეტრა კვიტოვამ ამერიკელი ბეტანი მატეკი გაანადგურა. 3:2-მდე კორტზე თანაბარი ბრძოლა იყო, რის შემდეგაც კვიტოვამ ზედიზედ ცხრა გეიმი აიღო და ზუსტად ერთ საათი მოანდომა ფინალის საგზურის მოპოვებას. სხვათა შორის, პეტრა კარიერაში WTA-ის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში პირველად ითამაშებს.

პარიზისგან განსხვავებით ტაილანდში ტურნირს მთავარი ფავორიტი გამოაკლდა. შარშანდელი ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა რუსმა ვერა ზვონარევამ, რომელმაც მოულოდნელად ორი სეტში წააგო სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასთან. ზვონარევას მეტოქეზე ორჯერ მეტი - 10 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოიყენა, სლოვაკმა კი ხუთი შანსიდან ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და ზედიზედ მეორედ დაამარცხა ამ მომენტისთვის რუსული ჩოგბურთის პირველი ნომერი.

მეორე ნახევარფინალში იტალიური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს შეხვდნენ წყვილთა თანრიგში მუდმივი პარტნიორები - სარა ერანი და რობერტა ვინჩი. უფრო ძლიერი ერანი აღმოჩნდა, რომელმაც ოთხჯერ შეასრულა ბრეიკი.

რაც შეეხება ფინალს, მან არ გაამართლა მაყურებლის მოლოდინი. 27 წლის ჰანტუხოვამ ორ სეტში მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო ერანის. სლოვაკმა მხოლოდ ერთხელ წააგო თავისი მოწოდება, თავად კი ექვსი ბრეიკი გააკეთა. დანიელამ კარიერაში მეოთხედ და 2007 წლის შემდეგ პირველად მოიგო WTA-ის ტურნირი. ამ მოგებისთვის მან 37 ათასი დოლარი და 280 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

სხვა ტურნირებზე ერთი დღით ადრე გაირკვა გამარჯვებული ბრაზილიურ კოშტა დო სოიპეში. აქ ფავორიტის სტატუსი გაამართლა პირველ ნომრად განთესილმა ესპანელმა ნიკოლას ალმაგრომ. ფინალში მისი მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალისტი უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი იყო. ესპანელისთვის ეს გახლდათ მეცხრე ფინალი პროფესიულ ტურში, იმ დროს, როცა დოლგოპოლოვი პირველად თამაშობდა ასეთ დონეზე.

თანაბარი დასაწყისის შემდეგ (3:3) პირველი სეტის ბედი მერვე გეიმში გადაწყდა, სადაც ესპანელმა ორმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა. ამის შემდეგ ალმაგრომ სეტზე დამაჯერებლად ჩააწოდა და სეტებს შორის დაწინაურდა.

მეორე სეტში ბრეიკი აღარ ყოფილა. უკრაინელმა გამოასწორა მოწოდება და რამდენიმე თავისი გეიმი "მშრალი" ანგარიშით მოიგო. თავის მხრივ, არც ესპანელმა მისცა მეტოქეს ბრეიკ-პოინტის შანსი და საბოლოოდ საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქ კი დოლგოპოლოვს მორიგი ჩავარდნა ჰქონდა და ალმაგრომ იოლად მოიგო შემოკლებული გეიმი. ესპანელმა კარიერაში მეცხრე ტიტული მიითვალა. ამ გამარჯვებებს მან გრუნტის კორტებზე მიაღწია.

როტერდამის ტურნირის ფინალშიც პირველ ნომრად განთესილი ჩოგბურთელი გავიდა. შვედმა რობინ სიოდერლინგმა ისევ ორ სეტში შეძლო გამარჯვება. ამჯერად მან სერბი ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა. პირველ სეტში 4:1 დაწინაურების შემდეგ სკანდინავიელს პრობლემები შეექმნა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა, მაგრამ მე-12 გეიმში ისევ აიღო სერბის მოწოდება და სასტარტო პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეორე სეტში ტროიცკი მუდმივად მდევრის როლში იყო. მერვე გეიმში მან სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მაგრამ მეათეში იგივეს გაკეთება ვერ შეძლო და სიოდერლინგმა გადამწყვეტი ბრეიკი აიღო, რამაც მას ფინალის საგზური მოუტანა.

მეორე ნახევარფინალშიც ყველაფერი ორი სეტში გადაწყდა - ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა 96 წუთში გაუსწორდა ხორვატ ივან ლუბიჩიჩს. პირველი სეტის წაგების შემდეგ ლუბიჩიჩს მეორეში უპირატესობა ჰქონდა და 5:3-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ ეს გეიმი ნულზე დათმო და ინიციატივა მეტოქეს გადაულოცა, რომელსაც აღარ გასჭირვებია მოგება. ცონგა 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშებს ფინალში. ეს წარმატება ფრანგისთვის, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი.

ასევე ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი იყო სან ხოსეს ტურნირის ნახევარფინალში გასვლა ხუან მარტინ დელ პოტროსთვის. არგენტინელს დიდი ხანია ასეთი შედეგისთვის არ მიუღწევია და იმედი ვიქონიოთ, ეს ტურნირი ამ შესანიშნავი ჩოგბურთელის პროგრესის ათვლის წერტილი გახდება. დელ პოტრომ ნახევარიფინალური ბარიერი ვერ გაიარა. ამაში მას ხელი ესპანელმა ფერნანდო ვერდასკომ შეუშალა, რომელმაც ორი სეტი ერთნაირი ანგარიშით - 6:4 მოიგო, ბრეიკების მიხედვით კი 3:1 დაამარცხა არგენტინელი.

ATP

ABN AMRO World Tennis

როტერდამი (ჰოლ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 150 000 ევრო

1/4 ფინალი

რობინ სიოდერლინგი (შვედ, 1)-მიხაილ იუჟნი (რუს, 6) 6:4, 7:6(5); ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 8)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4) ბერდიხის უარი; ივან ლუბიჩიჩი (ხორ, 7)-მარკო ბაღდატისი (კვიპ) 6:4, 6:7(8), 7:6(4). ვიქტორ ტროიცკი (სერ)-მარინ ჩილიჩი (ხორ) 7:5, 6:3.

1/2 ფინალი

რობინ სიოდერლინგი (შვედ, 1)-ვიქტორ ტროიცკი (სერ) 7:5, 6:4; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 8)-ივან ლუბიჩიჩი (ხორ, 7) 6:4, 7:6(8).

SAP Open

სან ხოსე (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 531 000 დოლარი

1/4 ფინალი

ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 1)-დენის ისტომინი (ყაზ, 5) 6:4, 6:4; გაელ მონფილსი (საფ, 2)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 6:4, 7:6(6); ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა, 7) 6:2, 6:3; მილოშ რაონიჩი (კან)-რიკარდას ბერანკისი (ლიტ) 6:4, 7:6(2).

1/2 ფინალი

მილოშ რაონიჩი (კან)-გაელ მონფილსი (საფ, 2) მონფილსის უარი; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 1)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ) 6:4, 6:4.

Brasil Open

კოშტა დო სოიპე (ბრაზილია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 442 500 დოლარი

1/2 ფინალი

ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 1)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 5) 1:6, 6:2, 6:4; ალესანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 4)-რიკარდო მელო (ბრა) 6:2, 6:1.

ფინალი

ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 1)-ალესანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 4) 6:3, 7:6(3).

WTA

Open GDF Suez

პარიზი (საფრანგეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 618 000 დოლარი

1/4 ფინალი

კიმ კლაისტერსი (ბელ, 1)-ელენა დოკიჩი (ავსტრა) 6:3, 6:0; კაია კანეპი (ესტ, 3)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 8) 6:2, 2:6, 6:2; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 7) 5:7, 6:3, 7:6(3); ბეტანი მატეკი (აშშ)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 6) 7:6(4), 2:6, 6:3.

1/2 ფინალი

კიმ კლაისტერსი (ბელ, 1)-კაია კანეპი (ესტ, 3) 6:1, 7:5; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:2, 6:0.

PTT Pattaya Open

პატაია (ტაილანდი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/4 ფინალი

ვერა ზვონარევა (რუს, 1)-შუაი პენგი (ჩინ, 6) 6:4, 4:6, 6:4; რობერტა ვინჩი (იტა, 5)-ანა ივანოვიჩი (სერ, 2) 7:5, 6:3; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 4)-აკგულ ამანმურადოვა (უზბ) 6:2, 6:0; სარა ერანი (იტა, 8)-გალინა ვოსკობოევა (ყაზ) 2:6, 6:3, 6:2.

1/2 ფინალი

დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 4)-ვერა ზვონარევა (რუს, 1) 7:6(3), 6:4; სარა ერანი (იტა, 8)-რობერტა ვინჩი (იტა, 5) 6:1, 6:4.

ფინალი

დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 4)-სარა ერანი (იტა, 8) 6:0, 6:2.

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა - ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა
"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა - სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ