სუპერწყვილი ნახევარფინალში
საფრანგეთის ღია პირველობის წინ, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს კარიერაში ტურნირებზე 99 673 404 დოლარი ჰქონდა გამომუშავებული.

გუშინ, მერვედფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტის დამარცხების შემდეგ, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გაინაღდა 328 დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა კარიერულმა მონაგარმა 100 მილიონს გადააჭარბა. ჯოკოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვინც კორტზე ამ ოდენობის ჰონორარი გამოიმუშავა.

შვეიცარიელი როჯერ ფედერერის ანგარიშზეა 98 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტია.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა გუშინ დაასრულა ორდღიანი მარათონი რობერტო ბაუტისტა-აგუტის წინააღმდეგ. შეხვედრა სამშაბათს იმ დროს შეწყდა, როცა მსოფლიოს პირველი ჩოგანი დაწინაურებული იყო - 3:6, 6:4, 4:1. სერბმა მესამე სეტში იოლ გამარჯვებას მიაღწია, შემდეგ კი ისევ სერიოზული ბრძოლა მიიღო რობერტოსგან. ესპანელი 4:2 დაწინაურდა და როგორც მეორე სეტში, ახლაც ვერ შეინარჩუნა უპირატესობა. ჯოკოვიჩმა მეშვიდე გეიმში შეასრულა უკუბრეიკი, მეთერთმეტეში კი მატჩში მეცხრე ბრეიკი აიღო და შემდეგ მატჩზე ჩაწოდება შეძლო. შეხვედრა სამი საათი და 16 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც სერბს 45 "ვინერსი" და ძალიან ბევრი - 54 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ნოვაკისთვის ეს არის ზედიზედ 28-ე გასვლა "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში.

ჯოკოვიჩს დღეს ისევ მოუწევს კორტზე გასვლა - ნახევარფინალური საგზურისთვის ტომაშ ბერდიხს შეხვდება. ჩეხმა ესპანელ დავიდ ფერერთან მატჩის მნიშვნელოვან მომენტებში უზუსტესად ითამაშა - ცხრიდან ცხრა ბრეიკ-პოინტი მოიგერია, თავად კი 11 ასეთი შანსიდან ოთხი გამოიყენა და საათსა და 12 წუთში მოიგო - 6:3, 7:5, 6:3. ჩეხი ბოლო თვეებში ისე ცუდად გამოიყურებოდა, რომ ეს იყო მისი პირველი მოგება TOP20-ის წევრთან იანვარის შემდეგ. სტატისტიკის მიხედვით, ბერდიხი განწირული ჩანს ჯოკოვიჩის წინააღმდეგ, რადგან სერბთან 25 მატჩში 23 წაგება აქვს.

კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილი შეადგინეს დომინიკ ტიმმა და დავიდ გოფენმა. ავსტრიელიც და ბელგიელიც კარიერაში პირველად ითამაშებენ "დიდი სლემის" მეოთხედფინალში.

მეორე წაგებული სეტის მიუხედავად, ტიმი სრულ უპირატესობას ფლობდა ესპანელი მარსელ გრანოლერსის წინააღმდეგ. ავსტრიელმა 16 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ექვსი გამოიყენა, თავად კი ერთხელ მისცა მეტოქეს საკუთარი გეიმი.

რაც შეეხება გოფენს, მან პირველი სეტი წააგო ერნესტ გულბისის წინააღმდეგ, მაგრამ მომდევნო პარტიებში პრობლემები არ შექმნია. ბელგიელის ანგარიშზე 24 ბრეიკ-პოინტი და შვიდი ბრეიკი მოდის. ტიმი გოფენთან ურთიერთშეხვედრებში 2:4-ს მარცხდება.

გუშინ, ასევე ერთი ნახევარფინალური წყვილი შედგა, რომელსაც შთამბეჭდავი აფიშა აქვს: მოქმედი ჩემპიონი სტენ ვავრინკა მსოფლიოს მეორე ჩოგანის ენდი მარეის წინააღმდეგ.

მარეის თავისუფლად შეეძლო სამ სეტში მოემთავრებინა საქმე რიშარ გასკესთან მეოთხედფინალში. ბრიტანელი პირველ სეტში 5:2-ს იგებდა და იმდენი მოახერხა, რომ ზედიზედ ხუთი გეიმი ააღებინა მასპინძელს. მეორე პარტიაში მარეი კვლავ დაწინაურდა ბრეიკით და ისევ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა. სეტი ტაი-ბრეიკზე გადავიდა, რომელიც უფრო უკეთ გასკემ დაიწყო - 3:1. აქ კი მარეიმ თამაშს მოუმატა, ზედიზედ ექვსი ქულა აიღო და შემოკლებული გეიმიც მას დარჩა.

ამის შემდეგ გასკეს თამაში საბოლოოდ მოიშალა. მომდევნო ორ პარტიაში ფრანგმა მხოლოდ ორი გეიმი აიღო და ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც ვერ მიიღო მეტოქისგან.

გაცილებით იოლი გასეირნება გამოუვიდა ვავრინკას ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასის წინააღმდეგ. პირველი ორი სეტი შვეიცარიელმა ორმაგი ბრეიკებით მოიგო, მესამეშიც თავიდანვე აიღო მეტოქის მოწოდება, მაგრამ ესპანელი არ დანებდა და მერვე გეიმში უკუბრეიკი შეასრულა. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელშიც სტენმა სამი მატჩბოლი ვერ გამოიყენა, რამოსმა - ერთი სეტბოლი. და მხოლოდ მეოთხე ცდაზე გაიფორმა ვავრინკამ ნახევარფინალის საგზური.

მარეისა და ვავრინკას დაპირისპირებაში წინ არის ბრიტანელი - 8:7, თუმცა მათი ბოლო სამი შეხვედრა შვეიცარიელმა მოიგო.

კაცები

1/8 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 14) 3:6, 6:4, 6:1, 7:5

ბერდიხი (ჩეხ, 7)-ფერერი (ესპ, 11) 6:3, 7:5, 6:3

ტიმი (ავსტრია, 13)-გრანოლერსი (ესპ) 6:2, 6:7(2), 6:1, 6:4

გოფენი (ბელ, 12)-გულბისი (ლატ) 4:6, 6:2, 6:2, 6:3

1/4 ფინალი

ვავრინკა (შვეიც, 3)-რამოსი (ესპ) 6:2, 6:1, 7:6(7)

მარეი (ბრიტ, 2)-გასკე (საფ, 9) 5:7, 7:6(3), 6:0, 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
უიმბლდონი. I დღე: ვავრინკა უკვე შინ წავიდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
US OPEN 2016 დიდი მატჩების კაცი
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
ვარსკვლავები ბრუნდებიან - ავსტრალიის ღიაზე ენდი, ნოვაკი და სტენი ითამაშებენ
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ფინალებში სტენ ვავრინკა ყველაზე მაგარია
ავსტრალიის ღია პირველობა: თავიდანვე ბრძოლაში
ინდიან უელსის "მასტერსი": როცა მარეი არ არის...
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა