ქალთა ორი მერვედფინალი და ორი მეოთხედფინალი
იგივე გრაფიკით ითამაშეს გუშინ ქალებმაც: ოთხი მერვედფინალი და ორი მეოთხედფინალი.

62 წუთში მოიპოვა მეოთხედფინალში თამაშის უფლება სერენა უილიამსმა. მსოფლიოს პირველ ჩოგანს სწორედ ეს დრო დასჭირდა ელინა სვიტოლინას გასანადგურებლად - 6:1, 6:1. ამერიკელი კარიერაში მეათედ ითამაშებს როლან გაროსის მეოთხედფინალში. საინტერესოა, რომ ჩოგბურთელებს თანაბარი რაოდენობის ბრეიკ-პოინტები ჰქონდათ, მაგრამ უილიამსმა რვიდან ექვსი შანსი გამოიყენა, სვიტოლინამ - მხოლოდ ერთი.

სერენას მომდევნო მეტოქე ლეგენდარული ბელგიელის ჟუსტინ ანენის შეგირდი იულია პუტინცევა იქნება. სხვათა შორის, ის და უილიამსი წელს, ავსტრალიის ღიაზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ, სერენას სამი სეტი დასჭირდა ყაზახის დასამარცხებლად.

პუტინცევამ ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით მოუგო კარლა სუარეს ნავაროს - 7:5, 7:5. ყაზახი მუდმივად წინ იყო, თუმცა ესპანელი ახერხებდა ანგარიშის გათანაბრებას. მაგრამ, გადამწყვეტ მომენტებში პუტინცევა უფრო ზუსტად თამაშობდა და დამსახურებულად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური.

სერენასგან განსხვავებით, უფროსმა უილიამსმა პირწმინდად დათმო შეხვედრა ტიმეა ბაშჩინსკისთან - 2:6, 4:6. შვეიცარიელი შესანიშნავ ფორმაშია - მან ისე გააღწია მეოთხედფინალში, რომ ჯერ სეტი არ წაუგია. არადა, გუშინდელი მატჩი ვინუსმა კარგად დაიწყო - 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ექვსი გეიმი წააგო. მეორე სეტში განსხვავებული სიტუაცია იყო - 2:0 ბაშჩინსკი გავიდა წინ, მაგრამ უილიამსმა გაათანაბრა ანგარიში - 3:3. თუმცა იქვე შვეიცარიელმა ბრეიკი შეასრულა და ეს საკმარისი აღმოჩნდა მოგებისთვის. ვინუსს "ვინერსებისა" და უნებლიე შეცდომების კატასტროფული შეფარდება ჰქონდა - ექვსი 24-ის წინააღმდეგ.

ბაშჩინსკის მეოთხედფინალში ელოდება კიკი ბერტენსი, რომლის მოგებათა სერიამ 11 მატჩს მიაღწია. ნიურნბერგის ტურნირის მოგების შემდეგ, ჰოლანდიელი როლან გაროსის რვა საუკეთესოს შორის მოხვდა, არადა, აქამდე "დიდი სლემის" ტურნირებზე არასდროს გასულა მეორე წრეზე შორს.

ბერტენსი და მედისონ კისი ძალიან კარგად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებებზე. მატჩში ჯამში შვიდი ბრეიკ-პოინტი და სამი ბრეიკი იყო. ორივე სეტში ბერტენსი პირველი იღებდა მეტოქის გეიმს, მაგრამ პირველ სეტში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ტაი-ბრეიკი დასჭირდა, მეორეში კი ერთი ბრეიკი საკმარისი აღმოჩნდა კარიერაში ჯერჯერობის ყველაზე დიდი გამარჯვების მოსაპოვებლად.

გუშინ, წვიმას ჩოგბურთელებისთვის ხელი არ შეუშლია და ორი მეოთხედფინალის ჩატარებაც მოხერხდა. მეოთხე ნომრად განთესილმა გარბინ მუგურუსამ შეაჩერა ამერიკელი შელბი როჯერსის სვლა. ესპანელი პირველ პარტიაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა - პირველივე გეიმში საკუთარი მოწოდება წააგო და დიდი ხანი ვერ ახერხებდა ანგარიშის გათანაბრებას. მაგრამ 3:5-დან მოყოლებული, მუგურუსამ ზედიზედ შვიდი გეიმი მოიგო (გზად ერთი სეტბოლი მოიგერია) და დაწინაურდა - 7:5, 3:0. როჯერსმა გაიბრძოლა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ესპანელმა კიდევ ერთი გაქცევა მოაწყო - ზედიზედ სამი გეიმი და მასთან ერთად, მატჩიც მოიგო და კარიერაში პირველად გავიდა როლან გაროსის ნახევარფინალში. წაგების მიუხედავად, როჯერსს ფანტასტიკური ტურნირი გამოუვიდა. მუგურუსამდე მან კაროლინა პლიშკოვა, ელენა ვესნინა, პეტრა კვიტოვა და ირინა-კამელია ბეგუ დაამარცხა.

მუგურუსას მეტოქე ნახევარფინალში სამანტა სტოსური იქნება. ავსტრალიელმა მსოფლიოს 102-ე ჩოგანი ცვეტანა პირონკოვა ასევე ორ სეტში დაამარცხა. არადა, მოგების შემთხვევაში, პირონკოვა TOP100-ის მიღმა მყოფი პირველი ქალი ჩოგბურთელი გახდებოდა ისტორიაში, ვინც როლან გაროსის ნახევარფინალში გააღწევდა. პირველ სეტში ბულგარელს ძალიან კარგი შანსი ჰქონდა - ორჯერ იგებდა ბრეიკით, 4:2-ზე სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. სტოსური გამოძვრა ამ რთული სიტუაციიდან და ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ბულგარელი მეორე სეტშიც ბრეიკით გავიდა წინ, მაგრამ ისევ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა, შემდეგ ვალდებული იყო ტაი-ბრეიკი მოეგო, რადგან ოთხი ბურთით (5:1) გავიდა წინ, ორმაგი სეტ-ბოლიც ჰქონდა, მაგრამ 4:6-დან სტოსურმა ზედიზედ ოთხი გათამაშება მოიგო, რაც საბოლოო გამარჯვებას ნიშნავდა.

ქალები

1/8 ფინალი

ს. უილიამსი (აშშ, 1)-სვიტოლინა (უკრ, 18) 6:1, 6:1

პუტინცევა (ყაზ)-ს. ნავარო (ესპ, 12) 7:5, 7:5

ბერტენსი (ჰოლ)-კისი (აშშ, 15) 7:6(4), 6:3

ბაშჩინსკი (შვეიც, 8)-ვ. უილიამსი (აშშ, 9) 6:2, 6:4

1/4 ფინალი

მუგურუსა (ესპ, 4)-როჯერსი (აშშ) 7:5, 6:3

სტოსური (ავსტრა, 21)-პირონკოვა (ბულ) 6:4, 7:6(6)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
გარბინ მუგურუსა მესამე ჩოგანი გახდა
ახალი რეიტინგები - ესპანელები დაწინაურდნენ
გარბინ მუგურუსა - სიძლიერით მესამე და ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ჩოგბურთელი [PHOTO]
აშშ-ის ღია: 24-ე პირველი ჩოგანი!
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა